კოლუმბიელი ახალგაზრდები ჩემპიონობას ზეიმობენ
არგენტინაში 2013 წლის ახალგაზრდული კოპა ამერიკა დასრულდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს კოლუმბია და პარაგვაი დაუპირისპირდნენ. ფრის შემთხვევაში, ჩემპიონის ტიტულს პარაგვაელები მოიპოვებდნენ, კოლუმბიას კი ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა.

"ფინალურ" მატჩამდე სხვა ოთხმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურების ბედი გაარკვია. ურუგვაის ნაკრები, რომელიც გადამწყვეტი ჯგუფის სტარტის წინ მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, უმოტივაციოდ დარჩენილ ეკვადორს 1:0 მოუგო და მუნდიალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ნიკოლას ლოპესმა გაიტანა, რომლისთვისაც ეს ბურთი მე-6 იყო და "რომას" ფორვარდი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ამის შემდეგ მოედანზე ჩილე და პერუ გამოვიდნენ. აქაც კოლუმბია-პარაგვაის მსგავსი სიტუაცია იყო: ფრე ჩილეს აწყობდა, აი, მარცხის შემთხვევაში მუნდიალზე მათ მაგივრად პერუ გაემგზავრებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. თავიდან დაწინაურება პერუელებმა შეძლეს, თუმცა მარიო სალასის შეგირდებმა წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინეს – თავი "სევილიას" ნიჭიერმა ნახევარმცველმა ბრიან რაბელიომ გამოიჩინა. მეორე ტაიმში, ბევრი მცდელობის მიუხედავად, პერუმ მეორე გოლი ვერ გაიტანა და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა.

ბოლოს კი მოედანზე კოლუმბია და პარაგვაი გამოვიდნენ. წყვილში ფავორიტად კოლუმბია მიიჩნეოდა და საბოლოოდ კარლოს რესტრეპოს გუნდმა ეს სტატუსი გაამართლა. ეს გუნდები წლევანდელ კოპა ამერიკაზე ერთ ჯგუფში იყვნენ და მაშინ გამარჯვება კოლუმბიას დარჩა (1:0, გოლი ჯონ კორდობამ გაიტანა).

კორდობას თავი ამჯერად არ გამოუჩენია (37-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა), სამაგიეროდ, შეხვედრის 25-ე წუთზე ანგარიში "პესკარას" ნახევარმცველმა ხუან კინტერომ გახსნა. კინტეროსთვის ეს მეხუთე გოლი იყო და ამ შედეგით ის საკუთარი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (კორდობას გაასწრო).

შეხვედრის მეორე ტაიმის დებიუტში (55-ე წუთზე) კოლუმბიელებმა საკუთარი უპირატესობა ორამდე გაზარდეს – ბურთი ჟერსონ ვერგარამ გაიტანა. ამის შემდეგ უპირატესობას პარაგვაი დაეუფლა, მაგრამ კოლუმბიელები თავს საკმაოდ კარგად იცავდნენ. ფავორიტის დაცვის ხაზი ერთხელ, 89-ე წუთზე შეცდა, რითიც ხორხე როხასმა ისარგებლა. მეტის გასაკეთებლად პარაგვაელებს დრო არ ეყოთ და საბოლოოდ დამარცხდნენ.

კოლუმბია ახალგაზრდული კოპა ამერიკას გამარჯვებული მესამედ გახდა (წინა ორი 1987 და 2005 წლებში მოიგო). მათთან ერთად, ზაფხულში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ღირსებას პარაგვაი, ურუგვაი და ჩილე დაიცავენ.

20-წლამდელთა კოპა ამერიკა. ფინალური ჯგუფი. ბოლო ტური.

ურუგვაი-ეკვადორი 1:0

გოლი: 1:0 ნ. ლოპესი (6).

ჩილე-პერუ 1:1

გოლები: 0:1 ე. ფლორესი (7), 1:1 რაბელიო (34).

კოლუმბია-პარაგვაი 2:1

გოლები: 1:0 კინტერო (25), 2:0 ვერგარა (55), 2:1 ხ. როხასი (89).

თ მ ფ წ ბ ქ

1. კოლუმბია 5 4 0 1 6-3 12

2. პარაგვაი 5 3 1 1 7-4 10

3. ურუგვაი 5 3 0 2 5-3 9

4. ჩილე 5 2 1 2 7-6 7

5. პერუ 5 1 2 2 6-8 5

6. ეკვადორი 5 0 0 5 4-11 0

ბომბარდირები: 6 – ნ. ლოპესი (ურუგვაი); 5 – კინტერო (კოლუმბია), ნ. კასტილიო (ჩილე), ი. რეინა (პერუ); 4 – დერლის გონსალესი (პარაგვაი), როლანი (ურუგვაი), ჯ. კორდობა (კოლუმბია), ესტერილია (ეკვადორი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

20-წლამდელთა კოპა ამერიკა: პარაგვაი ან კოლუმბია

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ