როგორც ჩანს, "ბოსტონ სელტიქსს" სწორედ რაჟონ რონდო უშლიდა ხელს
"კელტებმა" ძირითადი გამთამაშებლის გარეშე ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს, მათ გუშინდელ მეტოქეს - "კლიპერსს" კი პირიქით, ძალიან აკლია თავიანთი ვარსკვლავური გამთამაშებელი კრის პოლი.

მის გარეშე კალიფორნიელებმა ძალიან უკლეს თამაშს და "ტორონტოსთან" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ "ბოსტონთან" წააგეს. არადა, იყო მოგების შანსი.

"კლიპერსმა" მეოთხე მეოთხედში ძალიან მოინდომა. პირველი ტაიმის შემდეგ კალიფორნიელები 19 ქულას აგებდნენ, სირენამდე ათი წუთით ადრე კი მათი ჩამორჩენა 16 ქულას უდრიდა. სწორედ ამ დროს ათამაშდნენ სტუმრები ისე, როგორც ამას მისი გულშემატკივრები ითხოვენ.

ბლედსოუმ და კროუფორდმა ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის, მაგრამ სწორედ კროუფორდი დაჯარიმდა შეტევაში 26 წამით ადრე. არადა, იყო ანგარიშის გათანაბრების შანსი. "ბოსტონს" საპასუხო შეტევისთვის 26 წამი რჩებოდა. თითქოს "კლიპერსს" შეგნებული ჯარიმის აღება მართებდა, მაგრამ ეს არ გააკეთა და როგორც მატჩის შემდეგ ვინი დელ ნეგრომ ახსნა, იერიშის მოგერიების შემთხვევაში, მის გუნდს 2-3 წამი უნდა ჰყოფნოდა საკუთარი შეტევისთვის, მაგრამ პოლ პირსმა სამქულიანი ჩააგდო და "კლიპერსი" უშანსოდ დატოვა.

"ლეიკერსმა" მოუხშირა მოგებებს - ბოლო ექვს მატჩში მეხუთედ გაიმარჯვა, თუმცა ყოველ შეხვედრაში ანერვიულებს თავის გულშემატკივრებს. "დეტროიტთან" მატჩში კალიფორნიელებმა უკვე ზედიზედ მეოთხედ გაფლანგეს მეორე ტაიმში ორნიშნა უპირატესობა, მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ბოლო წამებზე ორიდან ორი საჯარიმო ააცილა სტივ ნეშმა.

"ლეიკერსი" თითქოს შეგნებულად აგებდა მოგებულ შეხვედრას. ნეშის აცილებამდე იყო ასევე ორი გაფუჭებული საჯარიმო ირლ კლარკისგან და კობი ბრაიანტის ცუდი სროლა. და მაინც, იღბალი სტუმრების მხარეს იყო, რადგან სირენამდე 3.6 წამით ადრე უილ ბაინუმმა იოლი ტყორცნა ააცილა მიზანს.

მაგრამ ლეიკერსელთა ნერვიულობა ამით არ დასრულებულა. სირენამდე ორი წამით ადრე ანდრე დრამონდმა რატომღაც ერთი ხელით სცადა სინგლერის პასის დაჭერა და ამის გამო ვერ გახდა მატჩის გმირი. ეს ნერვიულობა შეიძლებოდა არც ყოფილიყო, "ლეიკერსს" მეორე ტაიმში 37-პროცენტიანი სიზუსტით რომ არ ესროლა. თან ბრწყინვალედ ათამაშდა გრეგ მონრო, ხოლო მეოთხე მეოთხედში ჩარლი ვილანუევა შევიდა თამაშში წარმატებით, 10 ქულა ჩააგდო და შეამცირა 18-ქულიანი ჩამორჩენა.

რთული მატჩი ჰქონდა "მაიამი ჰიტს", რომელმაც მხოლოდ უკანასკნელ სამ წუთში გატეხა "ტორონტოს" წინააღმდეგობა. არადა, ამ მატჩამდე ფლორიდელები ზედიზედ 10-ჯერ ამარცხებდნენ კანადურ კლუბს. 4 თებერვალს "რეპტორზმა" ვერ შეძლო "დიდი ტრიოს" შეჩერება. უეიდმა, ჯეიმსმა და ბოშმა ერთად 81 ქულა მიითვალეს - ოდნავ ნაკლები, ვიდრე მთელმა მასპინძელმა გუნდმა ერთად.

პირველ ნახევარში "ჰიტს" თამაში არ მისდიოდა, დიდი შესვენების შემდეგ კი კრის ბოშმა გადაწყვიტა, რომ მშობლიური კლუბის განადგურების დრო დადგა და მესამე მეოთხედში 9 ქულა დააგროვა, მეოთხეში – 12. თუ პირველ ტაიმში ლიდერობა თავის თავზე უეიდმა აიღო, მეორში ის თავის თავს არ ჰგავდა მუხლის დაზიანების გამო, თუმცა 7 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მაინც მიითვალა.

რუდი გეი ჯერჯერობით კარგად შეეწყო ახალ გუნდს; ყოველ შემთხვევაში, პირველ ორ მატჩში ის ღირსეულად გამოიყურებოდა, თან დაცვაშიც ყოჩაღობდა (ყოველთვის ვერ ნახავთ, როგორ უფარებს რუდი ლებრონს), მაგრამ ექსმემფისელმა და დეროზანმა პარტნიორების დახმარების გარეშე ვერ შეძლეს "დიდი ტრიოს" შეჩერება. თან ძალიან რთულია ფლორიდელების დამარცხება, როცა თამაშიდან 37-პროცენტიანი სიზუსტით ისვრი.

ბოსტონი-კლიპერსი 106:104

33:30, 26:10, 33:37, 14:27

ბ: პირსი (22+5 მოხსნა), გრინი (14), ბარბოზა (14), ტერი (13+6 პასი), გარნეტი (12+5 მოხსნა).

კ: ბლედსოუ (23+7 მოხსნა+10 პასი), კროუფორდი (23+6 პასი), გრიფინი (20+11 მოხსნა+5 პასი), ბატლერი (18+5 მოხსნა), ჯორდანი (12+5 მოხსნა).

დეტროიტი-ლეიკერსი 97:98

27:32, 24:30, 21:16, 25:20

დ: მონრო (20+12 მოხსნა), ბაინუმი (18+10 პასი), სინგლერი (11+6 მოხსნა), ნაითი (10+5 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), ვილანუევა (10), დრამონდი (9+11 მოხსნა+4 დაფარება).

ლ: გასოლი (23+10 მოხსნა), ბრაიანტი (18+5 პასი), კლარკი (17+10 მოხსნა), ნეში (11+5 მოხსნა+10 პასი), ჯეიმისონი (10).

ტორონტო-მაიამი 85:100

21:24, 29:20, 17:27, 18:29

ტ: გეი (29+3 ჩაჭრა), დეროზანი (27), ლოური (10), გრეი (6+12 მოხსნა).

მ: ჯეიმსი (30+8 მოხსნა+7 პასი), ბოში (28+5 მოხსნა), უეიდი (23+5 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა).

აღმოსავლეთს სპოელსტრა გაწვრთნის

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, "მაიამი ჰიტის" მთავარი მწვრთნელი ერიკ სპოელსტრა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდს გაუძღვება. შეგახსენებთ, რომ "ოლ სტარი" 17 თებერვალს ჰიუსტონში გაიმართება.

კვირას, "ტორონტოს" დამარცხების შემდეგ, ფლორიდელებმა 44 მატჩში 30-ე გამარჯვება იზეიმეს და 3 თებერვლისთვის პირველი ადგილი დაიბევეს აღმოსავლეთ კონფერენციაში. შარშან აღმოსავლეთის მწვრთნელი იყო "ჩიკაგოს" თავკაცი ტომ ტიბოდო.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ დასავლეთის დამრიგებელი იქნება "სან ანტონიოს" მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი.

სხვათა შორის, აღმოსავლეთის მწვრთნელად არჩევის შემდეგ სპოელსტრამ განაცხადა, რომ მისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ტრავმირებულ რაჟონ რონდოს კრის ბოში შეცვლის. ასე რომ, აღმოსავლეთის სასტარტოში "მაიამის" სამ კალათბურთელს ვიხილავთ: ბოშს, ლებრონ ჯეიმსსა და დუეინ უეიდს.

კლიპერსს გარნეტი უნდა

როგორც ამერიკული პრესა წერს, "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაინტერესებულია "ბოსტონის" ვეტერანი ფორვარდის, კევინ გარნეტის გადაბირებით. მოსალოდნელ ტრეიდთან დაკავშირებით კლუბებმა უკვე გამართეს მოლაპარაკებები. კალიფორნიელები "სელტიქსს" გარნეტში გამთამაშებელ ერიკ ბლედსოუსა და ფორვარდ კერონ ბატლერს სთავაზობენ.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ "ბოსტონის" წარმომადგენლები შეხვდნენ ცენტრ გრეგ ოდენს და მასთან კონტრაქტის გაფორმების საკითხი განიხილეს.

"გვინდოდა გრეგთან დაკავშირება იმის გასაგებად, როგორ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება ის. ოდენი დღეს არ არის მზად სათამაშოდ, მაგრამ მისი ვარიანტი საინტერესოა ჩვენთვის", - განაცხადა ეინჯმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA–ს კალათბურთელი რამდენიმე წუთი უგრძნობლად იწვა მოედანზე

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...