გერმანულმა საჯინიბო "მერსედესმა" ზამთრის ტესტების პირველი სერიის დაწყებამდე ერთი დღით ადრე წარადგინა ახალი ბოლიდი
პრეზენტაცია ხერესის ავტოდრომის ტრასაზე შედგა, თუმცა ჟურნალისტებმა ახალი მანქანა უფრო ადრე იხილეს, როცა გერმანელებმა W04 ფოტოების გადასაღებად ტრასაზე გაიყვანეს. საჭესთან ნიკო როსბერგი იჯდა, დღის მეორე ნახევარში კი ბოლიდი ლუის ჰემილტონმა ჩაიბარა.

გუნდმა წარადგინა არა მხოლოდ ახალი მანქანა, არამედ ტოტო ვოლფი Mercedes Motorsport-ის ხელმძღვანელის რანგში, ბრიტანელი პილოტი ლუის ჰემილტონი და ახალი სპონსორი - კომპანია BlackBerry.

ადგილობრივი დროით დაახლოებით 14 საათზე როსბერგმა და ჰემილტონმა დამცავი შალითა მოაცილეს ბოლიდს. მანქანა ძველ ფერებშია გადაწყვეტილი და შარშანდელი W03-ის განვითარებულ ვერსიას წარმოადგენს. ის ალდო კოსტასა და ბობ ბელის მიერ არის შემუშავებული.

მანქანაზე ვხედავთ ახალ ხუთელემენტიან წინა ანტიფრთას. არ შეცვლილა წინა დაკიდების კონსტრუქცია. "ცხვირზე" საფეხური დეკორატიული საფარით "მოაშორეს". გუნდი ამტკიცებს, რომ ამ ელემენტის გამოყენებით "მერსედესმა" გარკვეული უპირატესობაც კი მიიღო.

როგორც 4 თებერვლის ნომერში ვწერდით, 2013 წლის პელოტონში ერთი ვაკანტური ადგილია დარჩენილი - გასარკვევია "ფორს ინდიას" მეორე პილოტის ვინაობა. ევროპულ პრესაში წერენ, რომ ამ ადგილზე ოთხი ავტომრბოლელი აცხადებს პრეტენზიას: ჟიულ ბიანკი, ადრიან სუტილი, ბრუნო სენა და კამუი კობაიაში.

"დღეისთვის გუნდის კარი ნებისმიერისთვის ღიაა, - ამბობს "ფორს ინდიას" წარმომადგენელი ბობ ფერნლი. - ბიანკი შესანიშნავი პილოტია, სუტილი - გამოცდილებით გამოირჩევა... მოკლედ, ჩვენ ჯერ ვირჩევთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლუის ჰემილტონმა 23-მილიონიანი თვითმფრინავი Bombardier იყიდა

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა