4 თებერვალს თბილისის "დინამო" თურქეთში მეორე შეკრებაზე გაემგზავრა, რომელიც 15 თებერვლამდე გასტანს

4 თებერვალს თბილისის "დინამო" თურქეთში მეორე შეკრებაზე გაემგზავრა, რომელიც 15 თებერვლამდე გასტანს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა შეკრებაზე 22 ფეხბურთელი წაიყვანა: თორნიკე ზარქუა, ლევან ტყეშელაშვილი, ჯაბა დვალი, გიორგი გველესიანი, გივი კვარაცხელია, გიორგი შაშიაშვილი, გიორგი სეთურიძე, ჯაბა ჯიღაური, ლევან ხმალაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ნიკა დიასამიძე, დავით ხოჭოლავა, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი პაპავა, გიორგი მერებაშვილი, ლაშა შინდაგორიძე, ემანუელ მენდი, პატრიკ მილხრაუმი, დარკო გლიშიჩი, ჩისკო, კარლეს კოტო და მიკელ ალვარო.

"დინამოს" პრესსამსახურის ცნობით, გუნდს დააკლდება პოლტავის "ვორსკლასთან" სპარინგში დაშავებული ოთარ ხიზანეიშვილი, ხოლო გიორგი ლორია და ირაკლი ძარია გუნდს ალბანეთი-საქართველოს ამხანაგური მატჩის შემდეგ, 7 თებერვალს შეუერთდებიან.

როგორც უკვე გაცნობეთ, ანტალიაში დინამოელები ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.

ცნობილი გახდა, რომ "დინამომ" პატრიკ მილხრაუმთან კონტრაქტი გააფორმა. 28 წლის გერმანელი მარცხენაფლანგელი ბოლოს "ზესტაფონში" გამოდიოდა და მიმდინარე სეზონში მისი ფორმა 17-ჯერ მოირგო.

"ზესტაფონამდე" მილხრაუმს უთამაშია გერმანულ კლუბებში: "კარლსრუეში", "აუეში", "ალემანიაში", "მიუნხენ 1860"-სა და "შტუტგარტ კიკერსში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა