პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი უნგრულ კლუბში, სავარაუდოდ, ზაფხულამდე დარჩება
საქართველოს პირველი ლიგის "ა" ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი "სასკო" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, თუმცა გუნდის და პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ქვილითაია ანტალიაში "დიორი ეტოს" შეუერთდა.

19 წლის თავდამსხმელმა უნგრულ კლუბში საკონტროლო შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. "დიორი ეტომ" ყაზახურ "თარაზთან" შეხვედრა 2:2 დაასრულა, ქვილითაია კი მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა - მან გუნდის ქართველი თავდამსხმელი რატი ალექსიძე შეცვალა.

"გიორგი გასინჯვაზეა და მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი იმაზეა დამოკიდებული, თავს როგორ გამოიჩენს. თუმცა "დიორი ეტოში" დარჩენის დიდი შანსი აქვს, ზაფხულამდე მაინც", - გვითხრა ფეხბურთელის მენეჯერმა, Players Agents-ის წარმომადგენელმა ბესიკ აბაშიძემ.

აბაშიძის თქმით, ქვილითაიას სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება თბილისის "დინამომ" და "ზესტაფონმა" შესთავაზეს, ზაფხულამდე გადასვლა - გორის "დილამ", რუსთავის "მეტალურგმა" და ბათუმის "დინამომ", მაგრამ ევროპულ კლუბში გადასვლაზე ჯერ არცერთ ქართველ ფეხბურთელს უარი არ უთქვამს და გამონაკლისი არც გიორგია.

"დიორი" უნგრეთის ჩემპიონატის ლიდერია, 17 ტურში 28 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან ბუდაპეშტის მტკ-ს 6 ქულით უსწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევროპული კლუბები გიორგი ქვილითაიას თურქეთში დააკვირდებიან

გიორგი ქვილითაია, თბილისის "დინამოს" გარდა, "ზესტაფონსაც" სურს

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად