ინძაგი უკვე ჩამოწერილია და რეკორდის დამხობა მხოლოდ რონალდოს და მესის შეუძლიათ
ჩემპიონთა ლიგაში, „ჰაპოელთან“ შესრულებული დუბლით რაული ევროტურნირების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, გაასწრო რა ფილიპო ინძაგის ორი გოლით - 33 წლის ესპანელს ევროტურნირებზე 70 გოლი აქვს გატანილი, აქედან, 68 მარტო ჩემპიონთა ლიგაში. ტრიუმფალური მატჩის მეორე დღეს რაულს „ბილდის“ კორესპონდენტი გაესაუბრა.

- ამ რეკორდის მეშვეობით ფეხბურთის ისტორიაში უკვდავი გახდით?

- როგორც იქნა, გოლების გატანა დავიწყე და ცხადია, ბედნიერი ვარ იმით, რომ ინძაგის გავასწარი, მაგრამ ჩემს რეკორდზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ „შალკემ“ მოიგო და მერვედფინალში გასვლის შანსი გაიუმჯობესა. თანაც, მართლა ძალიან კარგად ვითამაშეთ. რაც შეეხება ჩემს მიღწევას, ხომ იცით, ნებისმიერი რეკორდის დამხობა შესაძლებელია.

- როგორ ფიქრობთ, ვის შეუძლია თქვენი რეკორდის გაუმჯობესება?

- პირველ რიგში ისევ ინძაგის, მაგრამ პიპო უკვე 37 წლისაა და ისე ვერ გააუმჯობესებს, რომ მიღწევის გამეორება შეუძლებელი გახდეს. ახალგაზრდა ფეხბურთელებიდან კი საუკეთესო შანსები კრიშტიანო რონალდოს და ლიონელ მესის აქვთ, რომლებიც კიდევ ძალიან დიდხანს ითამაშებენ უმაღლეს დონეზე. ვფიქრობ, რომ რონალდო ან მესი ერთხელაც ჩემს რეკორდს დაამხობენ.

- „შალკე“ ჩემპიონთა ლიგაში საკმაოდ კარგად თამაშობს და მერვედფინალისკენ იყურება, გერმანიის ჩემპიონატში კი საქმეები ძალიან ცუდად მიგდით - გუნდი მე-16 ადგილზეა. ხომ არ შიშობთ, რომ „შალკე“ მეორე ბუნდესლიგაში გავარდება?

- არა, ამის ნამდვილად არ მეშინია, რადგან ზუსტად ვიცი, ადრე თუ გვიან, ყველაფერი გამოსწორდება. ვიცოდი, რომ თავიდან ძალიან გაგვიჭირდებოდა, რადგან გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია. ნელ-ნელა შევთამაშდით და პროგრესს გავაგრძელებთ. სეზონი ძალიან ცუდად დავიწყეთ და მას მერე ბევრი რამ გაუმჯობესდა.

- „შალკეს“ ფანებმა გრანდზიოული ტაშით დაგაჯილდოვეს იმის გამოც, რომ ერთ-ერთ მომენტში „ჰაპოელის“ ფეხბურთელს ფეხებში ჩაუვარდით...

- მე მხოლოდ გოლების გატანა როდი მევალება. მე გუნდური მოთამაშე ვარ და არც ართმევაზე თამაში მეზარება ხოლმე. მიხარია, რომ ქომაგები ჩემს მონდომებას ძალიან აფასებენ.

- 33 წლის ასაკის კვალობაზე ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში ჩანხართ...

- ჰო, თავს გაცილებით ახალგაზრდად ვგრძნობ, ჩემი თავი მინიმუმ ხუთი წლით ახალგაზრდა მგონია. ზაფხულში ფელიქს მაგათი ძალიან მაგრად რომ მავარჯიშებდა, მაშინ ვფიქრობდი, რომ მოვკვდებოდი, მაგრამ ახლა ვატყობ, დატვირთვები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის ფაქტი, რომ ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მაგათის დამსახურებაა. მან ხუთი წლით გამაახალგაზრდავა.

- მაგათმა არაერთხელ აღნიშნა, უბედნიერესი მწვრთნელი ვიქნები, თუკი რაული ჩემს ხელში რენესანსს განიცდის და გენიალურ კარიერას ტიტულებს კიდევ შემატებსო. როგორი ურთიერთობა გაქვთ ფელიქსთან?

- ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მწვრთნელთან ვმუშაობ. ჩემს გამო ნურაფერზე ინერვიულებს, მართალია, დასაწყისი არ გამომივიდა ისეთი, როგორსაც პირადად ვნატრობდი და როგორსაც ხალხი ელოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. ხომ იცით, რაც ცუდად იწყება, თითქმის ყოველთვის კარგად მთავრდება ხოლმე.

- მაგრამ ფაქტია, რომ გერმანიის ჩემპიონები წელს ვეღარ გახდებით...

- საკმარისია, ზედიზედ რამდენიმე თამაში მოვიგოთ, რაც სავსებით რეალურია, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყება. სეზონი გრძელია, ჯერ მხოლოდ რვა ტურია გასული და დამერწმუნეთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მთავარია, ცხრილის ქვედა ნაწილს თავი დავაღწიოთ და რეალურ მიზნებზე საუბარი მხოლოდ ამის მერე იქნება შესაძლებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

madridista
მაგარი კაცი!!! ფეხბურთის ლეგენდა!! უძლიერესი ფორვარდი!! სამწუხაროა რომ ამისი ადგილი არ მოიძებნა ჯოზეს ფორმაციის "რეალში" მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ ახალ კლუბში და იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდება სამეფო კლუბის ადმინისტრაციაში!! ეს კაცი "რეალის" მწვრთნელი უნდა გახდეს ჟოზეს შემდეგ!!
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"