5 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შევარდენის სარაგბო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა
5 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შევარდენის სარაგბო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა.

მილტონ ჰეიგის გუნდი ერთა თასის მორიგი მატჩისთვის ემზადება, რომელიც, ამავდროულად, 2015 წლის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპია. ბელგიასთან მოგებული (17:13) რთული თამაშის შემდეგ "ბორჯღალოსნები" პორტუგალიასთან დაპირისპირებისთვის ემზადებიან. საქართველო-პორტუგალიის თამაში 9 თებერვალს "მიხეილ მესხზე", 15:00 საათზე დაიწყება.

ბელგიასთან შეხვედრის შემდეგ ნაკრების თავკაცმა შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - შერკინების მოთამაშეები დავით ქუბრიაშვილი და ლევან ჩილაჩავა ამავე პოზიციის მორაგბეებით, დავით ზირაქაშვილით და ირაკლი მირცხულავათი ჩაანაცვლა.

ქუბრიაშვილმა ბელგიასთან თამაშში წითელი ბარათი მიიღო და 10-დღიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რის გამოც პორტუგალიასთან ნაკრებს ვერ დაეხმარება.

გარდა ამისა, ნაკრებში კიდევ ერთი სიახლეა, პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან შეხვედრაში "ბორჯღალოსნებს" ირაკლი მაჩხანელი უკაპიტნებს. შეგახსენებთ, რომ ბელგიასთან კაპიტნის სამკლავურით გიორგი ჩხაიძემ ითამაშა.

მილტონ ჰეიგმა " შევარდენზე" ეროვნული გუნდი თითქმის 2 სააათი ინტენსიურად ავარჯიშა და სხვადასხვა ტაქტიკური ვარიანტი დაამუშავებინა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ მორაგბეებმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს.

მერაბ შარიქაძე: "ბელგიასთან თამაშში რასაც ვგეგმავდით, არ გამოგვივიდა. ამაში თავისი როლი მსაჯმაც ითამაშა, რომელმაც ძალიან გაგვაწვალა. თუმცა, ეს ჩვენ მიერ დაშვებულ შეცდომებს ვერ ამართლებს.

პორტუგალიასთან მატჩში ხარვეზები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ და გულშემატკივარი გავახაროთ. ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობთ. უფრო სწრაფად და ნაკლები შეცდომებით უნდა ვითამაშოთ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩეს".

დავით კაჭარავა: "პორტუგალია ჩვენთვის, ტრადიციულად, რთული მეტოქე იყო და მით უმეტეს ახლა კიდევ უფრო ძნელი მატჩი გველის, რადგან ეს შეხვედრა მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ტარდება.

იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ პორტუგალიამ შინ რუმინეთთან წააგო, ორმაგად მოტივირებული დაგვიპირისპირდება. ამიტომ მაქსიმალურად კონცენტრირებულებმა უნდა ვითამაშოთ და მორიგი გამარჯვება მოვიპოვოთ".

ვიქტორ კოლელიშვილი: "ორი დღეა, რაც თბილისში ჩამოვედით. საწყისი დღე აღდგენით პროცედურებს დაეთმო, ახლა კი სრული დატვირთვით ვივარჯიშეთ.

ბელგიასთან თამაში არ გამოგვივიდა. იმედი მაქვს, პორტუგალიასთან შეცდომებს შევამცირებთ და გამარჯვებას მოვიპოვებთ. ძალიან გვინდა, რომ სტადიონზე გულშემატკივარი მოვიდეს და აქტიურად გვიქომაგოს".

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები

შერკინება: დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი (ორივე - "კლერმონი", საფრანგეთი), ირაკლი მირცხულავა, გიორგი ჩხაიძე (ორივე - "ტარბი", საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია ("სტად ფრანსე", საფრანგეთი), დავით ხინჩაგიშვილი ("ბრივი", საფრანგეთი), მიხეილ ნარიაშვილი, ლაშა ლომიძე, მამუკა გორგოძე (ყველა - "მონპელიე", საფრანგეთი), რეზო ბელქანია ("ლელო"), შალვა მამუკაშვილი, ბექა ბიწაძე (ორივე - "არმია"), ვახტანგ მაისურაძე ("ალბი", საფრანგეთი), კონსტანტინე მიქაუტაძე ("ტულონი", საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია ("ედინბურგი", შოტლანდია), შალვა სუთიაშვილი ("მასი", საფრანგეთი);

უკანა ხაზი: გიორგი ბეგაძე ("ბათუმი"), ვაჟა ხუციშვილი ("ხარები"), მერაბ კვირიკაშვილი ("სენ-ჟუნიენი", საფრანგეთი), ლაშა ხმალაძე, ირაკლი ყიასაშვილი (ორივე - "ლელო"), მერაბ შარიქაძე ("ჰართლპული", ინგლისი), დავით კაჭარავა ("როდეზი", საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე ("პერიგო", საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი ("არმაზი"), ალექსანდრე თოდუა ("ალბი", საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე ("მონ დე მარსანი", საფრანგეთი), გიორგი ფრუიძე ("აია"), ბექა წიკლაური ("ლოკომოტივი").

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე

msy.gov.ge

აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
[VIDEO] ლა ლიგაში გულიაშვილის დებიუტი შედგა - "რასინგმა" "ელჩეს" მოუგო
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
"ასტონ ვილა" მზადაა აბრაჰამი გაანათხოვროს
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
"მე "ოქროს ბურთის" ფავორიტებად მათ მივიჩნევ" - ჰარგრივზმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
"კვარას" მატჩის დღე! - მიქაუტაძეც პარასკევს და სხვა ქართველები
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი