5 თებერვალს "ზესტაფონმა" მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა
5 თებერვალს "ზესტაფონმა" მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა.

საწვრთბელი შეკრების მესამე მატჩში იმერელთა მეტოქე უკრაინული უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი, ქალაქ პოლტავას საფეხბურთო კლუბი "ვორსკლა" გახლდათ.

პოლტაველებთან მატჩი ქალაქ სიდეს სასტუმრო "ბლუ უოთერსის" კუთვნილ საფეხბურთო მოედანზე გაიმართა და ადგილობრივი დროით 15:00 (თბილისის დროით - 17:00) საათზე დაიწყო...

პოლტავურ კლუბს უკრაინელი სპეციალისტი სერგეი სვისტუნი წვრთნის. საინტერესოა, რომ დღევანდელი დაპირისპირება პოლტაველთა და ზესტაფონელთა პირველი შეხვედრა არ გახლდათ.

ამ კლუბების "გაცნობა" 2009 წლის 21 იანვარს მოხდა - ის შეხვედრაც სიდეში გაიმართა და მურთაზ დაუშვილისა და ალექს ბენაშვილის გოლების წყალობით ანგარიშით 2-1 გამარჯვება ქართველებმა მოიპოვეს...

საქართველოს ჩემპიონები საგრძნობ დანაკლისს ვერც დღევანდელ შეხვედრაში ასცდნენ - ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უკრაინელთა წინააღმდეგ მატჩში ვერ იასპარეზეს თედორე გრიგალაშვილმა, მიხეილ სარდალიშვილმა, ალექს ბენაშვილმა, რატი წინამძღვრიშვილმა და იგორ იელიჩმა.

რაც შეეხება როინ კვასხვაძეს, ის ტირანაში იმყოფება და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ალბანელებთან მატჩისათვის ემზადება.

თამაში თანაბარ და დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა - შეხვედრის პირველ ნახევარში უკეთ ქართველები გამოიყურებოდნენ, მეორეში კი უმეტესად "ვორსკლა" აქტიურობდა.

რამდენიმე სახიფათო, მაგრამ უშედეგო მცდელობის შემდეგ ანგარიში ქართველებმა გახსნეს. მოხდა ეს პირველი ტაიმის მიწურულს (39-ე წუთი), მას შემდეგ, რაც იმერლებმა ორიგინალური ფინტებით თავსატეხი გაუჩინეს პოლტაველთა დაცვას და საჯარიმოს მისადგომებთან დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა თეიმურაზ ღონღაძემ აუღებელი დაურტყა "ვორსკლას" გოლკიპერ ტიმოფეევს.

შესვენების შემდეგ მწვრთნელებმა თავის გუნდების შემადგენლობები მნიშვნელოვნად გადაასხვაფერეს და მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილის აქტივში შეტანა უკვე პოლტაველებს შეეძლოთ.

ანგარიშის გათანაბრებაც მათ თამაშის სწორედ ამ მონაკვეთში შეძლეს - 54-ე წუთზე, "ვორსკლას" ერთ-ერთი შეტევისას, დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა ალექსეი ჩიჩიკოვი და კახა მეშეველიანს საკუთარი კარის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა.

თამაშის დასკვნითი მონაკვეთი თანაბარ ბრძოლაში გაილია და ანგარიშის სათავისოდ შეცვლის საშუალება ორივე მხარე მიეცა.

ამის ფონზე, აშკარად გამორჩეული მომენტი მიეცათ ზესტაფონელებს, როდესაც პოლტაველთა კარში ჯერ ლევან შარიქაძე ურტყავდა, შემდეგ კი გიორგი ჭანკოტაძე ამატებდა, თუმცა სერგეი დოლგანსკიმ სასწაულებრივი რეაქციის წყალობით შეძლო თავის გუნდის აშკარა გოლისაგან ხსნა. მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელთა შემდგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: მეშველიანი, ღონღაძე, ლოსანო, კაჭკაჭიშვილი (გაგოშიძე, 46), თორნიკე გრიგალაშვილი (კაჭკაჭიშვილი, 66), ბაბუნაშვილი (ჭანტურიშვილი, 46), გორგიაშვილი (ბაბუნაშვილი, 86), სამუშია (ენდელაძე, 46), აფციაური (შარიქაძე, 46), რაჟამაშვილი (ჭანკოტაძე, 66), კუტალია(რეკრუკი, 46).

მორიგ სპარინგ-მატჩს იმერული გუნდი პოლონეთის უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელთან, ქალაქ გდანსკის "ლეხიასთან" 9 თებერვალს გამართავს.

fczestafoni.ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"