მასზე უკეთ "ვერდერში" კარიერა მხოლოდ ფიოლერმა და კლოზემ დაიწყეს
ბრემენის "ვერდერი" ბუნდესლიგაში 20 ტურის შემდეგ მე-11 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ "მუსიკოსები" მიმდინარე სეზონში დაგეგმილზე გაცილებით ცუდად ასპარეზობენ.

უკეთესი მომავლის იმედს ბრემენელ ფანებს 24 წლის თავდამსხმელი ნილს პეტერსენი აძლევს - ფეხბურთელი, რომელიც "ვერდერმა" სეზონის დაწყებამდე მიუნხენის "ბაიერნიდან" ინათხოვრა.

პეტერსენს "ვერდერში" ცოტა თუ უწინასწარმეტყველებდა იმას, რომ ეს თავდამსხმელი თავის ბრემენულ კარიერას ზუსტად ისე დაიწყებდა, როგორც თავის დროზე კლაუდიო პისარომ დაიწყო (34 წლის პერუელი ახლა "ბაიერნშია"), მაგრამ ფაქტია, რომ 20 ტურის შემდეგ ნილსი "ვერდერის" საუკეთესო გოლეადორია. პეტერსენმა ბუნდესლიგის 20-ივე შეხვედრაში იასპარეზა და 9 გოლის გატანა მოახერხა. სხვათა შორის, თავის დროზე ბრემენული კლუბის ფორმით ჩატარებულ პირველ 20 შეხვედრაში პისარომაც ზუსტად 9 გოლი შეაგდო.

"ნამდვილად არ მინდა, რომ პისაროს ვედრებოდე, რადგან კლაუდიოს წლების მანძილზე სტაბილურად გაჰქონდა გოლები, მე კი ჩემი შესაძლებლობები ჯერ კიდევ დასამტკიცებელი მაქვს. ჩემი მიზანიც სწორედ ისაა, რომ სტაბილურად ბევრი გოლი გამქონდეს," - აცხადებს პეტერსენი და მართალიცაა, რადგან მას ამ სეზონში 55 საგოლე მომენტი შეექმნა და მხოლოდ 9 გამოიყენა. შედარებისთვის, "ბაიერნის" თავდამსხმელ მარიო მანჯუკიჩსაც 55 შანსი ჰქონდა, მაგრამ პეტერსენზე მეტი, 14 გოლი გაიტანა. სწორედ ამაზე ჩივის "ვერდერის" მცველი სოკრატის პაპასტატოპულოსიც - ხშირად საგოლე მომენტებს ვერ ვიყენებთო.

მიუხედავად ამისა, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ პეტერსენის კარიერა "ვერდერში" ძალიან კარგად დაიწყო. თავად განსაჯეთ, პირველი 20 თამაშის შემდეგ "ვერდერში" ნილსის დარი შედეგიანობით თვით აილტონი (6 გოლი) და მარკო ბოდეც (4) კი არ გამოირჩეოდნენ. და საერთოდ, "ვერდერის" ლეგენდარული თავდამსხმელებიდან პირველ 20 მატჩში პეტერსენზე მეტი გოლი მხოლოდ მიროსლავ კლოზემ (13) და რუდი ფიოლერმა (14) გაიტანეს.

"სეზონის წინ ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, 20 თამაშის შემდეგ 9 გოლი გექნებაო, ძალიან გამიხარდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სეზონში კიდევ არაერთხელ შევძლებ მეტოქეთა კარის დალაშქვრას. მიხარია, რომ მწვრთნელი მუდმივად მენდობა, რის გამოც თამამად ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის პირველი ნაღდი სეზონია ბუნდესლიგაში, რადგან "ბაიერნში" იშვიათად მათამაშებდნენ," - ამბობს "ვერდერის" ბომბარდირი, რომელმაც პარასკევს "ჰანოვერთან" (2:0 ბრემენელთა სასარგებლოდ) დუბლი შეასრულა...

ვერდერის ლეგენდარული თავდამსხმელები პირველი 20 თამაშის შემდეგ

1. რუდი ფიოლერი 13

2. მიროსლავ კლოზე 12

3. ნილს პეტერსენი 9

3. კლაუდიო პისარო 9

5. ფრანკ ნოიბართი 7

5. ვინტონ რუფერი 7

5. კარლ-ჰაინც რიდლე 7

8. აილტონი 6

9. მარკო ბოდე 4

10. ივან კლასნიჩი 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბუნდესლიგა. XX ტურის შეჯამება და სიმბოლური: ახალმა ცოცხებმა კარგად დაგავეს!

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?