ლიგა 1-ის მეკარეები შესანიშნავ ფორმაში არიან; "პარი სენ ჟერმენმა" ძველი რეკორდი გაიმეორა; ადრიან მუტუმ კი გოლების გემო გაიხსენა...
მთავარი:

29% - საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში მეკარეები შესრულებული პენალტების თითქმის მესამედს იგერიებენ. ბოლო ოთხი 11-მეტრიანი, რომელიც ლიგა 1-ში შესრულდა, მეკარეების ნადავლი გახდა. 23-ე ტურში თავი სიმონ პუპლენმა (სოშო) და გილერმო ოჩოამ (აიაჩო) გამოიჩინეს. ახლა იმ კიპერთა რიცხვი, ვინც თუნდაც ერთი 11-მეტრიანის მოგერიება მოახერხა, ათამდე გაიზარდა. ამ კომპონენტში ერთპიროვნული ლიდერი იოან ტურამ-ულიენი (ტრუა) გახლავთ, რომელმაც მის კარში დანიშნული ოთხი 11-მეტრიანიდან სამი მოიგერია.

გუნდური მიღწევები:

8 - თამაში წაგების (7 მოგება და 1 ფრე) და გაშვებული გოლის გარეშე. "პარი სენ ჟერმენმა" საკლუბო რეკორდი გაიმეორა, რომელიც პარიზელებმა 1996/97 წლების სეზონში დაამყარეს. გარდა ამისა, 23-ე ტურში პსჟ-მ "ტულუზს" 4:0 მოუგო და ამ გუნდს საკუთარ ისტორიაში სამ გოლზე მეტი პირველად გაუტანა.

4 - "ლიონთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (3:1), "აიაჩომ" წაუგებელი სერია 4 მატჩამდე გაზარდა. ასევე, კორსიკელებს სამი გოლი ერთ შეხვედრაში 2011 წლის 10 სექტემბრის შემდეგ არ გაეტანათ – მაშინ "აიაჩომ" "ვალანსიენს" მოუგო (3:1).

731 - "ბორდოს" ფეხბურთელებმა, "ვალანსიენსთან" შეხვედრაში 731 პასი გააკეთეს, რაც ამ გუნდისთვის სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია. "ბორდოს" უკვე ექვსი მატჩია, არ წაუგია (3 მოგება და 3 ფრე), რის გამოც უკვე მეოთხე ადგილზე იმყოფება.

ინდივიდუალური მიღწევები:

1 - "ლიონთან" შეხვედრაში ადრიან მუტუმ ლიგა 1-ში პირველი დუბლი შეასრულა. ბოლო 7 შეხვედრაში რუმინელის ანგარიშზე 5 გოლია.

5 - "ნიცას" ცენტრალურმა მცველმა, ნემანია პეიჩინოვიჩმა, საფრანგეთის ჩემპიონატში მეხუთე გოლი გაიტანა. ამ სეზონში პეიჩინოვიჩის ანგარიშზე უკვე სამი ბურთია. მის გარდა, მსგავსი შედეგი მხოლოდ სამ მცველს აქვს.

32 - პიერ-ემერიკ ობამეიანმა ლიგა 1-ში 32-ე გოლი გაიტანა. ამ სეზონში გაბონელმა თავის გამოჩენა 10-ჯერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ "სენტ ეტიენის" ფორვარდს 32-ივე ბურთი თამაშიდან აქვს გატანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიგა 1. XXIII ტური: პარიზელთა შთამბეჭდავი გამარჯვება

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე