ნიგერია ფინალში 13-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა
სათაურმა არ დაგაბნიოთ, მალის ნაკრებს ორი მამადუ სამასა ჰყავს: ერთი მეკარეა, რომელიც "გენგამის" ღირსებას იცავს, მეორე კი გაცილებით ცნობილი გახლავთ, ფორვარდი სამასა ხომ თავის დროზე "მარსელში" თამაშობდა, ახლა კი "კიევოს" ღირსებას იცავს.

პატრის კარტერონის ნაკრებს, რომელიც ნიგერიასთან ფავორიტად ნამდვილად არ მიიჩნეოდა, მაგრამ არც უშანსოდ მოჩანდა, ვერც სამასები დაეხმარნენ, ვერც სეიდუ კეიტა-მოჰამედ სისოკოს წყვილი და ვერც მოდიბო მაიგა-შეიკ დიაბეტეს ტანდემი. როგორც ხედავთ, მალის ნაკრებს საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს გუნდი სასტიკად განადგურდა.

შეხვედრამ ინტრიგა პირველივე ტაიმში დაკარგა, როდესაც 44-ე წუთზე ემანუელ ემენიკემ ტაბლოზე ნიგერიის გასწვრივ სამიანი აანთო. მანამდე ელდერსონ ეჩიეჯილეს და ბრაუნ იდეიეს გოლები იყო. მოკლედ, 45 წუთის შემდეგ ნიგერია უკვე ფინალში იყო. მეორე ნახევარში, რომელსაც აზრი ნაკლებად ჰქონდა, სტივენ კეშის შეგირდებმა მეოთხე გოლიც გაიტანეს, რომელიც ანგარიშზე ცვლილებაზე შემოსულმა აჰმედ მუსამ ჩაიწერა. საბოლოო ანგარიში შეიკ დიარამ დააფიქსირა, რომელმაც ვინსენტ ენიეამას კარის აღება მოახერხა. საბოლოოდ 1:4 და ნიგერია ფინალში 2000 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

ფინალურ შეხვედრაში მათი მეტოქე ბურკინა ფასოს ნაკრები იქნება, რომელმაც განის ნაკრებს პენალტების სერიაში აჯობა. ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი განელებმა ხუთი 11-მეტრიანიდან სამი ვერ გამოიყენეს.

ფინალში ნიგერია აშკარა ფავორიტი იქნება, რადგან ბურკინა ფასოს ნაკრებს ორი ლიდერი, ტრავმირებული ალენ ტრაორე და განასთან გაძევებული ჯონათან პიტროიპა არ ეყოლება.

აფრიკის თასი. სამხრეთ აფრიკა 2013. 1/2-ფინალი.

მალი-ნიგერია 1:4

გოლები: 0:1 ეჩიეჯილე (25), 0:2 ბ. იდეიე (30), 0:3 ემენიკე (44), 0:4 მუსა (60), 1:4 შ. დიარა (75).

მალი (4-3-3): სამასა – ტამბურა, მ. ნდიაიე, ვაგე, ფ. დიავარა – კ. ტრაორე, ს. კეირა, მ. სისოკო (56. დიაბატე) – მაიგა (46. შ. დიარა), მ. ტრაორე (76. ს. სოუ), სამასა.

ნიგერია (4-4-2): ენიეამა – ეჩიეჯილე, ობოაბონა, ომერუო, ემბროუსი (81. იობო) – მოზესი (53. მუსა), მბა, ობი მიკელი, ონაზი – ბ. იდეიე (72. უზოენი), ემენიკე.

გაფრთხილება: მაიგა, ს. სოუ, ფ. დიავარა – ემბროუსი.

ბურთის ფლობა: 48-52; კუთხური: 7-3; კარში დარტყმა: 15 (7) – 15 (7); ჯარიმა: 15-8; თამაშგარე: 3-2;

ბურკინა ფასო-განა 1:1 პენ. 3:2

გოლები: 0:1 ვაკასო (13-პენ), 1:1 ბანსე (60).

პენალტების სერია: 0:0 ვორსა, 1:0 ბ. კონე, 1:1 ატსუ, 2:1 ა. ტრაორე, 2:2 აფული, 2:2 პ. კულიბალი, 2:2 კლოტეი, 3:2 ბანსე, 3:2 აგიემანგ-ბადუ.

ბურკინა ფასო (4-3-2-1): დ. დიაკიტე – კოფი (92. ა. ტრაორე), ბ. კონე, პ. კულიბალი, პანანდეტიგიური – რუამბა, დ. კონე, კაბორე – ნაკულმა, პიტროიპა – ბანსე.

განა (4-3-3): დაუდა – პანტსილი (10. ასანტე), ბოიე, ვორსა, აფული – რაბიუ (47. დ. ბოატენგი), აგიემანგ-ბადუ, კ. ასამოა – ატსი, ვაკასო (102. ვაკასო), ასამოა გიანი.

გაფრთხილება: პიტროიპა, პ. კულიბალი – რაბიუ, დ. ბოატენგი

გაძევება: პიტროიპა (117. ბურკინა ფასო).

ბურთის ფლობა: 55-45; კუთხური: 10-7; კარში დარტყმა: 21 (6) – 16 (7); ჯარიმა: 20-10; თამაშგარე: 1-2;

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აფრიკის თასი: დროგბას სანაკრებო ტიტულის მოგება არ უწერია

"ეს "პიჟონები", ეს ზაბარნები, ეს ციგანკოვები გაძვრნენ ევროპაში - უკრაინა ფეხებზე არ უნდა დაიკიდოთ" - აღშფოთებულია კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია