დემბა ბას ყოფილ გუნდთან პირველივე დაპირისპირებისას ცხვირი გაუტეხეს
"ჩელსის" სატრანსფერო ბაზარზე დიდად არ უაქტიურია.

ლონდონურმა გრანდმა ძირითადი გუნდისთვის ერთადერთი მოთამაშე შეიძინა - დემბა ბა "ნიუკასლიდან". ფანებს იმედი აქვთ, რომ სენეგალელი "ჩელსის" შეტევებს ერთიორად გაამწვავებს. 27 წლის ფეხბურთელს საკლუბო ჟურნალმა სპეციალური სტატია მიუძღვნა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

სენეგალის ნაკრების ფეხბურთელი "ჩელსიში" წლის დასაწყისში მოვიდა "ნიუკასლიდან" და სადებიუტო შეხვედრაშივე დაიპყრო ფანების გულები, როცა ასოციაციის თასზე "საუთჰემპტონს" 2 გოლი გაუტანა (თამაში 5:1 დამთავრდა. რედ). სამწუხაროდ, ტაინსაიდში დაბრუნებულს ცხვირი გაუტეხეს, რის გამოც ბას ექიმებთან კონსულტაციები დასჭირდება.

თავდამსხმელისთვის "ჩელსი" უკვე მესამე ინგლისური კლუბია. იქამდე მას უთამაშია საფრანგეთში (რუანი), ბელგიასა (მუსკრონი) და გერმანიაში (ჰოფენჰაიმი). 27 წლის ფეხბურთელის გზა საწყისებიდან დღევანდელობამდე საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა. ის გამოუტყდა ჟურნალს, რომ თავის დროზე სახლი რომ არ დაეტოვებინა და გარკვეულ მსხვერპლზე არ წასულიყო, ამ შემთხვევაში დღემდე პარიზში იცხოვრებდა და ალბათ, ჩვეულებრივ სამსახურში ივლიდა.

"ჩემს შანსს ჩავებღაუჭე. განვითარების საშუალება უცხოეთში წასვლამ მომცა. იტალიაში მეოთხე ლიგის სამოყვარულო კლუბში ვთამაშობდი, მერე ბელგიის ქვედა ლიგის წარმომადგენელში, ინგლისში კი ძალიან ბევრი რამ ვისწავლე გარშემო მყოფთაგან. პრინციპში, სულ სხვა სტილის ცხოვრებას შევეჩვიე. წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი. თავდაპირველად იყო "ჰოფენჰაიმი", სადაც მშვენიერი 3,5 სეზონი გავატარე, შემდეგ კი პრემიერლიგაში მოვხვდი.

ჩემი ინგლისური გამოცდები 2011 წლის იანვარში "ვესტ ჰემში" დაიწყო. მახსოვს, როგორ სჯეროდა ჩემი ავრაამ გრანტს. "ჩაქუჩებიდან" "ნიუკასლმა" წამიყვანა, სადაც დაუვიწყარი 18 თვე გავატარე.

ყოველთვის მიყვარდა ის კლუბები, სადაც ვთამაშობდი და ვაფასებდი იმ მაისურას, რომელიც მეცვა. თამაშში მუდმივად პირველიდან უკანასკნელ წუთამდე ბოლომდე ვარ ჩართული და პატივს ვცემ მთლიანად გუნდს. აი, ასეთია ჩემი საფეხბურთო კრედო. თავდაპირველად ნამდვილად მაკლდა დიდი ფეხბურთის გამოცდილება, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, დიდი დრო დავყავი პატარა კლუბებში. მეორე მხრივ, იქ გატარებულმა წლებმა მაქცია იმ ფეხბურთელად, რაც ამჟამად ვარ.

იცით რა, მე ხომ მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ, იმას, რაც თავდამსხმელს ევალება - გოლები გამაქვს და გუნდს ამით ვეხმარები. თუკი უფრო ჩავუღრმავდებით, საქმე მხოლოდ გოლებშიც არ არის, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ასე თუ დავეხმარები. სადაც უნდა ვყოფილიყავი, სულ ვცდილობდი, შედეგიანად მეთამაშა, თუმცა კარის სიახლოვეს ეგოისტი არასოდეს ვყოფილვარ და როცა საჭირო იყო, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, შავი სამუშაოს შესასრულებლადაც არასოდეს დამიხევია უკან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დემბა ბა: ლონდონის "ჩელსიში" მსოფლიო დონის ფეხბურთელები თამაშობენ

Nodar
უდავოდ კარგი ფეხბურთელია. დიდი შრომისმოყვარეობაც ეტყობა, ყოველ ახალ კლუბში უფრო და უფრო უმატებდა ყოველთვის.
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში