ზუგდიდელ ახალგაზრდას თავის გამოჩენის შანსი 8 თებერვალს ლიტვის ვიცე-ჩემპიონ ვილნიუსის "ჟალგირისთან" საკონტროლო შეხვედრაში მიეცემა
ბალტიისპირეთში ტესტირება წარმატებით დაასრულა "გაგრას" ყოფილმა ფეხბურთელმა თამაზ ჩარგეიშვილმა - მან კონტრაქტი გიორგი ალავერდაშვილის ყოფილ კლუბთან, ლიტვურ "ბანგასთან" გააფორმა.

ჩარგეიშვილამდე "ბანგაში" ირიცხებოდა "გაგრას" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი, ცენტრალური მცველი ნიკა მგელაძე.

ახლა კი დავადგინეთ, რომ კლუბში კიდევ ერთი ქართველია - მურთაზ ჩანგელია.

დავაზუსტეთ, რომ ამჟამად ლიტვაში იმყოფება თბილისის "ნორჩი დინამო" -"მერანი", რომელმაც "ბანგას" დუბლშემადგენლობას ამხანაგურ მატჩში აშკარად "არაამხანაგური" ანგარიშით სძლია - 7:2.

"ქართველებმა "ბანგას" ახალგაზრდობას ტალღასავით გადაუარეს", - ასე შეაფასა შეხვედრა ლიტვური კლუბის პრესსამსახურმა.

20 წლის ჩანგელია ბოლოს "ზუგდიდში" თამაშობდა და ახალგაზრდა თავდამსხმელმა "ბანგას" დუბლებს სამი გოლი გაუტანა. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა მისით "ბანგას" მთავარი გუნდის ხელმძღვანელობა და მიიწვია.

ზუგდიდელ ახალგაზრდას თავის გამოჩენის შანსი 8 თებერვალს ლიტვის ვიცე-ჩემპიონ ვილნიუსის "ჟალგირისთან" საკონტროლო შეხვედრაში მიეცემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა