პილოტებმა ტრასა მოსინჯეს და მომავალ გრან-პრიზე დაძაბული ბრძოლა იწინასწარმეტყველეს
მიმდინარე სეზონის ლიდერმა მარკ უებერმა პარასკევის თავისუფალ პრაქტიკაზე საუკეთესო დრო აჩვენა. მეორე ვარჯიშისას "რედ ბულის" ავსტრალიელმა პილოტმა ახალ ტრასაზე წრე წუთსა და 37,942 წამში გაიარა, რაც 0,19 წამით უკეთესია ტიტულის მეორე პრეტენდენტის, "ფერარის" პილოტ ფერნანდო ალონსოს შედეგზე.

როგორც სპეციალისტები ვარაუდობდნენ, იონამის ტრასის ახალი ასფალტი სმოცურების მხრივ საკმაოდ პრობლემატური აღმოჩნდა, რამაც პილოტთა მხრიდან უამრავი შეცდომა გამოიწვია. თუმცა თავისუფალი პრაქტიკა მხოლოდ ერთხელ შეწყდა წითელი დროშების გამო - HRT-ის პილოტ საკონ იამამოტოს ავარიის დროს.

მეორე ვარჯიშის შედეგების მიხედვით, პირველი ოთხი ადგილი ოთხი სხვადასხვა გუნდის წარმომადგენელმა დაიკავა. მესამე პოზიციაზე აღმოჩენდა "მაკლარენის" წევრი ლუის ჰემილტონი, მეოთხეზე - "რენოს" პილოტი რობერტ კუბიცა. ჰემილტონის თანაგუნდელ ჯენსონ ბატონს ტექნიკური პრობლემები შეექმნა - მისი ძრავა გადახურდა და მოქმედ ჩემპიონს დიდ დრო გაუცდა. მიუხედავად ამისა, ინგლისელმა მეხუთე შედეგი აჩვენა.

"ფერარის" მეორე პილოტი ფელიპე მასა ექვსეულში შევიდა. რაც შეეხება ჩემპიონობის კიდევ ერთ პრეტენდენტს, "რედ ბულის" გერმანელ პილოტ სებასტიან ფეტელს, მან თანაგუნდელსა და ვარჯიშის ლიდერს წამზე მეტით ჩამორჩა.

"მერსედესის" პილოტებმა - ნიკო როსბერგმა და მიხაელ შუმახერმა მხოლოდ მეცხრე და მე-12 ადგილები დაიკავეს.

თავისუფალი ვარჯიში პირველი პრაქტიკა აღმოჩნდა პილოტებისთვის კორეის ახალ ტრასაზე. მანამდე კი ჩემპიონატის მონაწილეებმა უბრალოდ ფეხით ან ველოსიპედით გაისეირნეს ტრეკზე. მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ ავტოდრომის გაფორმება უკეთესადაც შეიძლებოდა, სამაგიეროდ ტრასის კონფიგურაცია მოიწონეს და მომავალ გრან-პრიზე დაძაბული ბრძოლა იწინასწარმეტყველეს.

თუმცა გარკვეული ეჭვებიც არსებობს - პილოტები ასფალტის საფართან დაბალ მოჭიდებას უჩივიან. მათი შეშფოთება დაადასტურა უსაფრთხოების მანქანის მძღოლმა ბერნდ მაილანდერმა, რომელიც ერთხელ ტრასიდან გადავარდა...

ფელიპე მასა: "საინტერესო ტრასაა. აქ ნებისმიერი სახეობის მოსახვევია, რომლებიც სხვა ტრეკებზეც გვხვდება. არის ნელი მონაკვეთები, სერიოზული დამუხრუჭების ზონები, სწრაფი და საშუალო მოსახვევები, რომელსაც მესამე და მეოთხე გადაცემით გადიან. მოკლედ, რბოლა ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს.

უსაფრთხოების მანქანის მაგალითზე ყველამ დავინახეთ რა შეიძლება მოხდეს, თუ დამუხრუჭების წერტილი გამოგრჩება. სავარაუდოდ, ტრასის მდგომარეობა უქმეების მსვლელობისას შეიცვლება, მაგრამ შაბათს ის ძალიან ჭუჭყიანი იქნება, ამიტომაც განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ მანქანის ტექნიკურ მახასიათებლებს.

როცა ასფალტის მდგომარეობა იცვლება, ერთ დღეს ნაპოვნმა მახასიათებლებმა, შესაძლოა, მეორე დღეს არ იმუშავოს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მოქმედების სიზუსტე და თანმიმდევრობა".

ვიტანტონიო ლიუცი: "პიტ-ლეინზე შესასვლელი არც ისე კარგად გამოიყურება, გამოსასვლელთან ოდნავ უკეთესი სიტუაციაა, მაგრამ თუ იქ დამუხრუჭება მოგიწია, შესაძლოა, მანქანა დაკარგო. პირადად მე მოხარული ვარ, რომ კორეაში შევიკრიბეთ და იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის".

ლუის ჰემილტონი: "თვალს აკლია ჩვეულებრივი დეკორაციები. ამიტომაც ვერ ვიტყვით, რომ ავტოდრომი ბოლომდე მზად არის გრან-პრის ჩასატარებლად. მაგრამ როგორც ჩანს, აქ რბოლა საინტერესო იქნება".

ნიკ ჰაიდფელდი: "ტრასა შესანიშნავად გამოიყურება. ბოლო კვირის ნეგატიურ კომენტარებს თუ გავითვალისწინებთ, ყველაფერი გაცილებით კარგადაა, ვიდრე წარმომედგინა. მცირე პრობლემები დარჩა - მოცურების საფრთხე და ბოლო მოსახვევი, რომელსაც უსაფრთხოების ზონა არ აქვს, ხოლო ბარიერები მარცხნივ და მარჯვნივ თითქმის ტრასაზეა გამოსული".

სებასასტიან ფეტელი: "დილით გავისეირნე - ყველაფერი შესანიშნავდაა. ავტოდრომზე ბევრი ტრიბუნაა და იმედია, ყველა ადგილი დაკავებული იქნება. რაც შეეხება ტრასას, დიდი მნიშვნელობა ექნება ასფალტთან მოჭიდების დონეს. ამ გრან-პრის გაუქმებას უპირებდნენ, მაგრამ კორეის ეტაპი შედგება, რადგან ორგანიზატორებმა უდიდესი სამუშაო გასწიეს".

რობერტ კუბიცა: "ჩემი ყურადღება მიიპყრო ბევრმა საინტერესო მოსახვევმა, მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ტრასასთან მოჭიდებაზე. თუ პირველ მოსახვევში გაჩნდება დამწვარი რეზინის კვალი, მაშინ იქ გასწრების შესაძლებლობა მოგვეცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრაექტორიიდან ნებისმიერი გადახვევა მეტად სახიფათო იქნება.

ასეთ სახიფათო საფარზე რბოლა ჩვენთვის სიახლე არ არის - კანადაში ახალ ასფფალტზეც დაახლოებით ასეთ სიტუაციაში მოგვიწია გამოსვლა. თუმცა აქ უფრო რთული იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა