ქართველმა მოჭადრაკემ 6 თებერვალს თეთრი ფიგურებით რუსი ფიდეს ოსტატი ალექსანდრა მაკარენკო დაამარცხა

ქართველი დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი, რომელიც მოსკოვის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის ქალთა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, ჯერჯერობით ქომაგების იმედებს ამართლებს.

ასპარეზობის სტარტზე მოგებული თამაშის გაყაიმების შემდეგ ზედიზედ ოთხ მეტოქეს სძლია - 6 თებერვალს თეთრი ფიგურებით რუსი ფიდეს ოსტატი ალექსანდრა მაკარენკო დაამარცხა და 4,5 ქულით მეორე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს.

ხუთი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ რუსეთის ნაკრების ყოფილი წევრი, ვაჟთა საერთაშორისო ოსტატი მარია რომანკო მეწინავეობს.

6 თებერვალს მან თეთრი ფიგურებით თანამემამულე ლიდია ტოტნიკოვა დაამარცხა. ლიდერთა დანარჩენი პარტიები ასე დასრულდა: ევგენია ოვოდი (რუსეთი)-ლანიტა სტეცკო (ბელორუსი) 0,5:0,5, ტურნირის რეიტინგფავორიტი ანასტასია ბოდნარუკი ვიქტორია ტარასოვას (ორივე - რუსეთი) დაუზავდა, მარია კოტიაგინა (რუსეთი)-ოლგა ილიუშინა (რუსეთი) 0:1, კატერინა დოლჟიკოვა (რუსეთი)-სვეტლანა ვიფლემსკაია (რუსეთი) 1:0.

6 თებერვალს წარმატებით ითამაშა ანა გავაშელმაც - რუს ანა აკოპოვას მოუგო და 3,5 ქულას მოუყარა თავი.

7 თებერვალს, მე-6 ტურში, ბაციაშვილი თეთრი ფიგურებით ერთპიროვნულ ლიდერ რომანკოს შეხვდება.

ასევე, ინტერესს იწვევს ილუშინა (4,5)-ოვოდის (4,5), სტეცკო (4,5)-დოლჟიკოვას (4,5) ორთაბრძოლები (14 მოჭადრაკეს 4-4 ქულა აქვს. გავაშელი შავებით რუს დიდოსტატ დარია ჩაროჩკინას გაუწევს მეტოქეობას.

რუბიკონი გადალახეს

18 წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობაზე 6 თებერვალს მე-5 ტურის პარტიები გათამაშდა. ლიდერთა შეხვედრები ასე დამთავრდა:

გოგონები. ანა შამათავა-მარიამ ჭოლაძე 1:0, ნატო იმნაძე-ნანი უნაფქოშვილი 0,5:0,5, ანა კუჭავა-ნინო დახუნდარიძე 1:0, თეკლა მაჭარაშვილი-ნინო ხომერიკი 0:1. ხუთი ტურის შემდეგ: შამათავა, კუჭავა - 4-4, ხომერიკი, იმნაძე, უნაფქოშვილი, ჭოლაძე - 3,5-3,5 ქულა.

ვაჟები. ირაკლი ბერაძე-ალექსანდრე ებრალიძე 05,5:0,5, ნოე თუთისანი-ნიკოლოზ ქუმსიაშვილი 0:1, ლუკა ლიჩელი-თემურ ოთხოზორია 0:1, გიგლა ბენიძე-ნიკა ღვამბერია 0:1. ხუთი ტურის შემდეგ: ოთხოზორია, ბერაძე, ღვამბერია, ქუმსიაშვილი, ებრალიძე - 4-4, სიბაშვილი, ნადირაძე, ნადირაშვილი - 3,5-3,5 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა