ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ერევანში გაემგზავრა

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ერევანში გაემგზავრა

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ერევანში ევროპის ჩემპიონატისთვის დასკვნით შეკრებას გაივლის
7 თებერვალს, გამთენიისას, საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები მწვრთნელ ვახტანგ სალუქვაძის ხელმძღვანელობით, ერევანში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის დასკვნით შეკრებას გაივლის.

იქ მსოფლიოს, ოლიმპიადისა და ევროპის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, ლევან ქადაგიძე, ვლადისლავ მაიოროვი, ლიზი კილაძე და მარიამ ბლუაშვილი ივარჯიშებენ. თავდაპირველი გეგმით, სომხეთში მარიამ მაღრაძის გაგზავნაც იგეგმებოდა, მაგრამ მიუნხენის საერთაშორისო ტურნირში სუსტი გამოსვლის შემდეგ მისი კანდიდატურა მოიხსნა.

ერევანი ჩვენებისთვის ბოლო წლებში ძირითად მოსამზადებელ ცენტრად იქცა, რადგან იქ საპრეზიდენტო ფონდით აგებული სუპერთანამედროვე ბაზაა თავისი ელექტროფარებით, ღია სასროლეთით, სასტუმროთი, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრითა და ნაყოფიერი წვრთნისთვის აუცილებელი სხვა ატრიბუტებით.

ევროპის ჩემპიონატი ამჯერად პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში იმართება დანიურ ოდენსეში 25 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით.

ჩვენები ერევანში 21-მდე დარჩებიან, მერე სამშობლოში დაბრუნდებიან და 24-ში დანიაში გაემგზავრებიან.

უკვე ცნობილია იქ წამსვლელთა ვინაობაც - ბლუაშვილის გარდა, ყველა იასპარეზებს. აქვე შევნიშნავთ, რომ მაიროვი და კილაძე ახალგაზრდებში გამოდიან. ჩვენებიდან ჩემპიონატში ჩართვა ყველაზე ადრე სწორედ დებიუტანტ მაიოროვს მოუწევს - 27 თებერვალს ისვრის. მეორე დღეს კილაძე იასპარეზებს. ჩვენი მთელი იმედები კი გაზაფხულის პირველ დღეს უკავშირდება, როცა სტარტზე სალუქვაძე დადგება. ქადაგიძე 2 მარტს გამოვა.

ამასობაში სერიოზული ცვლილებები ხდება სასტენდო სროლაში, სადაც ჩამოჰყავთ საკმაოდ მაღალი კლასის მსროლელი და მოიძებნა ინვესტორი ბაზის მშენებლობისთვის. შემოდგომის ბოლოს რუსეთიდან სავარჯიშოდ ჩამოვიდა ახალგაზრდებში მსოფლიოს 2009 წლის მესამე პრიზიორი ნატალია პანასი.

ის მამით უკრაინელია, დედით - რუსი, თუმცა მათი ოჯახი მოსკოვში ცხოვრობდა და აქამდე დედა ავარჯიშებდა.

პანასმა უკვე მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, საერთაშორისო ფედერაციის ბაზაშიც ქართველ სპორტსმენადაა დარეგისტრირებული და მარტში უკვე პირველად გამოვა უცხოეთში ჩვენი სახელით. მრგვალ სტენდზე მსროლელი პანასი 21 წლისაა და წინ კიდევ არაერთი სეზონი ელოდება, თუმცა საქმე ისაა, როგორ პირობებს შევუქმნით სავარჯიშოდ.

პანასების ოჯახი უკვე ბინას ეძებს თბილისში შესაძენად, ფედერაცია კი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ხელფასით მისი უზრუნველყოფის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს.

იმედია, ის წარმატებით დასრულდება. მესტენდურს ინვენტარი ამ ეტაპისთვის აქვს, ატრიბუტიკით უზრუნველყოფას კი ჩვენი ფედერაცია იღებს საკუთარ თავზე.

დღეისათვის ნატალია პანასი რუსეთშია წასული ოჯახის მოსანახულებლად, მარტის პირველივე რიცხვებში კი კვიპროსში გამოვა იქაურ "დიდ პრიზზე" საქართველოს სახელით.

თბილისში მას ჩვენი სახელოვანი მესტენდური, მსოფლიოს ჩემპიონი თამაზ იმნაიშვილი ავარჯიშებს, რომელიც სპორტსმენობის დროიდან დედამისსაც კარგად იცნობს. სწორედ ამიტომ დედამ თავისუფლად ანდო მას შვილის ბედი.

იმნაიშვილი უკვე ლაპარაკობს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე და 2015 წელს ბაქოში პირველად გასამართი ევროპის ოლიმპიადის საგზურებზე - მათი მოპოვების ერთადერთ კანდიდატად პანასი ესახება.

ამ სიახლის გარდა, სასტენდო სროლაში კარგი ამბავი სხვაცაა. ფედერაციას ვარკეთილის განადგურებული სასროლეთი რომ 49-წლიანი ვადით გადაეცა, ადრეც გაცნობეთ.

ახლა კი, როგორც იქნა, "ქრისტეს პერანგიც" შეიკერა და ბაზის ასაშენებლად ეგზომ გაჭიანურებულ-საოცნებო ინვესტორიც მოიძებნა.

როგორც ფედერაციაში გვითხრეს, ესაა რუსული კომპანია, თუმცა მის ხელმძღვანელობაში იქაური ქართველებიც შედიან და ჩვენებიც მათი მეშვეობით დაუკავშირდნენ.

იმნაიშვილის თქმით, მუშაობა უკვე წლეულს უნდა დაიწყოს. პირველ ეტაპზე აქცენტი სასტენდო სროლაზე იქნება გადატანილი - მრგვალზეც და სასანგრეზეც, ვინაიდან სროლის ამ სახეობაში მთელ ქვეყანაში ერთი ბაზაც არაა.

გაისად უკვე ტყვიის სროლასაც მიხედავენ, თუმცა იქ ამ ოლიმპიური დისციპლინების გარდა, არაოლიმპიური სახეობის - სპორტინგის განვითარებაც იგეგმება, რაც სამონადირეო სპორტის სახეობაა და ხალხის მისაზიდად ეფექტური გასართობი საშუალებაა.

რაც მთავარია, ტყვიის სროლისთვის განზრახულია ღია სასროლეთის აშენება, რასაც ამდენი წელიწადია, ითხოვს ნინო სალუქვაძე. ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება, ბაზების გარდა, სასტუმროს, სასადილოსა და სხვა აუცილებელი ატრიბუტების მშენებლობასაც ითვალისწინებს.

ჯერჯერობით ვერ იქმნება ისეთი სუპერთანამედროვე ბაზა, რაც თუნდაც იმავე სომხებს აქვთ, მაგრამ როცა მთელ ქვეყანაში სასროლეთი საერთოდ არაა, ამ პირობებში ესეც დიდი შენაძენია. იმედია, ამ ნაბიჯით სასტენდო სროლის აღორძინებაც დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ

ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს

U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს

რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა

პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!

ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია

ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?

"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა

"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ

"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად