"ლობუშების" მთავარმა მწვრთნელმა იმ შემადგენლობაში, რომელმაც "სეტაჟარის" წინააღმდეგ ითამაშა, სამი ცვლილება განახორციელა
საქართველოს ნაკრები 6 თებერვალს ვარჯიშისგან თავისუფალი იყო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მოთამაშეებს დასვენების საშუალება მისცა.

სამაგიეროდ, თბილისში გამომგზავრების წინ საგულდაგულოდ ემზადება პორტუგალიის ეროვნული გუნდი, რომელიც ერთა თასის პირველ მატჩში შინ დამარცხდა რუმინეთის ნაკრებთან - 13:19.

"ლობუშების" ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ეროლ ბრაიანმა იმ შემადგენლობაში, რომელმაც "სეტაჟარის" წინააღმდეგ ითამაშა, სამი ცვლილება განახორციელა.

პირველ ხაზში ფრანსიშკუ ფერნანდესის ნაცვლად, მან ფრანგული "შალონის" მორაგბე ანტონი ალვეში იხმო. მესამეხაზელი ჟაკ ლე რუ კი, დებიუტანტით, მიგელ ვილაკათი შეცვალა. მხოლოდ ერთი კეპი აქვს მოხვეჭილი ეროვნულ გუნდში რაფაელ სიმუეშს, რომელიც ჟუან სოუსას ადგილს დაიკავებს.

გუნდის შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდნენ გამოცდილი მორაგბეები - კრისტიან სპაშუკი, მაიკ ტაჯერი, ანტონიო აგილარი და დიოგო მატეუში.

პორტუგალიელები თბილისში პარასკევს, გამთენიისას გვეწვევიან, მატჩი კი შაბათს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15 საათზე დაიწყება.

პორტუგალია

შერკინება: ენტონი ალვეში, ჟოაო კორეა, ჟუან მურე, დავიდ რიესი, გონსალო უვა, მიგელ ვილაკა, რაფაელ სიმუეში, ჟუან სევერინო, ჟორჟე სეგურადო, ტონი მარტინსი, ტიაგუ ჟირაო, ვასკუ უვა, ჟულიენ ბარდი.

უკანა ხაზი: ნუნო კოსტა, ადერიტო სეტევეში, ფედერიკო ოლივეირა, კარლ მურეი, გონსალო ფორო, პედრო ლეალი, ფრანსიშკუ მაგალიაეში, ლორან ბელანჟე, ფრანსისკო აპელტონი, ჟოზე ლიმა.

ბელგია ესპანეთის დამარცხებას გეგმავს

საქართველოს ნაკრებთან ოთხი ქულის სხვაობით წაგების შემდეგ გაკადნიერებული ბელგიის ეროვნული გუნდი შაბათს, ერთა თასის მეორე ტურის მატჩში ესპანეთის ნაკრების დამარცხებას გეგმავს.

"შავი ეშმაკების" თავკაცმა რიჩარდ მაკლინტოკმა ერთა თასის გათამაშების ხუთმატჩიან სერიაში "ბორჯღალოსნებთან" შეხვედრას ყველაზე რთული უწოდა.

"არანაკლებ ძნელი შეხვედრა გველის ესპანეთის ნაკრებთან. მიმაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული გუნდისგან განსხვავებით, ესპანეთის ნაკრები დაახლოებით ჩვენი დონისაა და მასთან დაპირისპირებაში გამარჯვებაც შეიძლება. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესპანელებმა შარშან საკუთარ მოედანზე ქართველების დამარცხება მოახერხეს.

"ლომებთან" მატჩში ჩვენი მთავარი მიზანია, ბურთი ვაკონტროლოთ. თუ ეს შევძელით, მეტოქე ქულების დაგროვებას ვერ მოახერხებს" - თქვა ბელგიელთა ფრანგმა თავკაცმა მაკლინტოკმა.

ამასობაში ესპანეთის ნაკრები, რომელმაც პირველ ტურში სოჭში წააგო რუსეთის ეროვნულ გუნდთან (9:13), ქალაქ ლილში ჩავიდა და ბელგიელებთან საასპარეზოდ ემზადება. ეს ქალაქი საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარეობს და ბრიუსელიდან ავტობუსით ერთი საათის სავალზეა.

"ესპანელი ლომების" თავკაცმა ბრაის ბევინმა შემადგენლობა თითქმის უცვლელი დატოვა. გუნდს მხოლოდ ერთი მორაგბე დაემატა - "ვიგოს" წევრი ფრანსისკო უსერო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ushangi
მიაწექით ბიჭებო ყველაზე მაგრები ხართ
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა