რაფაელ ნადალმა ვინა დელ მარის ტურნირზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო
რაფაელ ნადალმა ვინა დელ მარის ტურნირზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. წყვილთა თანრიგში ხუან მონაკოსთან ერთად პირველი რაუნდის გავლის შემდეგ ესპანელმა ჩოგბურთელმა მოგებით დაიწყო გამოსვლა ერთეულთა თანრიგში. ნადალი მეორე წრიდან ჩაება ბრძოლაში, სადაც მისი მეტოქე იყო არგენტინელი ფედერიკო დელბონისი.

რაფა საკმაოდ მძიმედ შევიდა თამაშში და წააგო საწყისი ორი გეიმი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ნადალმა მოიგო მომდევნო 11 გეიმიდან ათი და 6:3, 5:1 დაწინაურდა, რასაც არგენტინელის მხრიდან კიდევ ერთი გაბრძოლება მოჰყვა - მან "მშრალად" მოიგო საკუთარი გეიმი, თუმცა ნადალმა მატჩზე ჩაწოდებისას მეორე მატჩბოლი გამოიყენა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა მატჩი – 87-წუთიანი ბრძოლის შემდეგ ასეთი ანგარიში მივიღეთ – 6:3, 6:2. რაფაელმა ამ მატჩში ოთხი ბრეიკი შეასრულა და თავად მხოლოდ ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება.

ნადალი გავიდა მეოთხედფინალში, სადაც ესპანელ მეტოქეს შეხვდება. ეს იქნება ალბერტ მონტანიესი ან დანიელ ხიმენო-ტრავერო. სხვათა შორის, რაფას ჩამოშორდა ერთი სერიოზული მეტოქე – ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა და მეორე ნომრად განთესილმა ხუან მონაკომ ფრანგ გიიომ რუფენთან წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არის რაფაელ ნადალის პირველი მოგება!

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა