სასჯელი გაორმაგდება - დოპინგის მიღებისთვის დისკვალიფიკაციის ვადა ოთხ წლამდე გაიზარდა
საფრანგეთის ქალაქ სტრასბურში, ევროპის საბჭოს სხდომის რანგში გაიმართა მორიგი შეხვედრა, სადაც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს კოდექსში მოსალოდნელ ცვლილებებზე იმსჯელეს. ახალი წესების ამოქმედება 2015 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება.

კოდექსის ახალ რედაქციაში პირდაპირ წერია, რომ სპორტსმენის ტესტირება შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ანტისადოპინგო ორგანიზაციის მიერ, რომელსაც შესაბამისი იურისდიქცია გააჩნია.

სადოპინგო კანონის პირველ ჯერზე დარღვევის შემთხვევაში, დისკვალიფიკაციის სტანდარტული ვადა ოთხი წელი იქნება, გარკვეული გამონაკლისების გარდა. ასე რომ, სასჯელის ვადა ორმაგდება. გართულდა სისტემა, რომლითაც სპორტსმენები ლამობენ თავიანთი უდანაშაულობის დამტკიცებასა და სანქციის შემცირებას (ეს ეხება იმ შემთხვევებს, როცა აკრძალული პრეპარატი სპორტსმენის ორგანიზმში დაუდევრობით ან შემთხვევით ხვდება). სპორტსმენის ყველა შედეგი, რომელიც დისკვალიფიკაციის პერიოდშია ნაჩვენები, ანულირდება რეტროაქტიური დისკვალიფიკაციის შემთხვევაშიც.

დოპინგსინჯები შეინახება არა რვა, არამედ ათი წლის განმავლობაში. მათი ხელმეორე შემოწმება ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი იქნება და სპორტსმენს, შესაძლოა, ძველი ცოდვები დიდი ხნის შემდეგ დაუმტკიცონ. გარდა ამისა, ანტისადოპინგო სააგენტოს შეუძლია, სხვა რომელიმე წესის დარღვევისთვის (მაგალითად, დოპინგის გავრცელება) 14 წლის განმავლობაში მოკითხოს პასუხი სპორტსმენს.

ლუდი და LSD დოპინგია

ამერიკულმა გამოცემამ Bleacher Report-მა შეადგინა ყველაზე უცნაური პრეპარატების რეიტინგი, რომელსაც სპორტსმენები დოპინგის სახით იყენებდნენ. დოპინგის უცნაური სახეობების სიაში შევიდა 10 პრეპარატი ან მათი მიღების მეთოდი. თითოეულ მათგანს ათბალიანი სისტემით მიანიჭეს "უცნაურობის დონე".

რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა ქალების მიერ სპორტსმენთა სპერმის შეძენამ. ქალბატონები ამით იმედოვნებენ, რომ ბავშვი, რომელიც ამ დონორიდან დაიბადება, თავად გახდება დიდი სპორტსმენი (ასეთი მშობლების შესახებ სიუჟეტი აჩვენეს ESPN-ის არხზე).

"უცნაურობის რეიტინგში" ცხრა ქულა მიიღო ირმის რქებისგან მიღებულმა სითხემ, რომელსაც იყენებდა ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე რეი ლუისი. რვა ქულა დაიმსახურა ტამოკსიფენმა – ქალის მკერდის სიმსივნის სამკურნალო პრეპარატმა. მას ბეისბოლისტი მარლონ ბერდი იღებდა შედეგების გასაუმჯობესებლად.

შვიდი ქულით შეაფასეს ნარკოტიკი LSD. 1970 წელს ბაისბოლისტმა დოკ ელისმა მატჩის დღეს, დილით მიიღო ეს ნარკოტიკი, რადგან ეგონა, რომ საღამოს თამაში არ ჰქონდა. საბოლოოდ, ის შეხვედრა ერთ-ერთი საუკეთესო იყო მის კარიერაში. ასევე შვიდი ქულა მიანიჭეს "გერმანულ პროცედურას" - ართრიტის დაშვებულ მკურნალობას ტრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის მეშვეობით, რაც ძალიან პოპულარულია ბოლო დროს ამერიკელ სპორტსმენებს შორის.

ხუთი ქულა მიიღო ბრომანტანმა - საბჭოთა სამხედრო ექიმების მიერ შემუშავებულმა სიმულატორმა, რომლის მიღების გამო ბევრი რუსი სპორტსმენი დასჯილა.

"უცნაურობის დონის" მიხედვით, სიაში შემდეგია ადერალი. ეს არის სიმულატორი, რომელსაც იყენებენ ყურადღების დეფიციტის სინდრომის სამკურნალოდ. ამ პრეპარატს ოთხი ქულა მიენიჭა, ისევე, როგორც, ასთმით დაავადებულებისთვის განკუთვნილ ინჰალატორს.

ორი ქულით შეაფასეს ლუდი. 1968 წლის ოლიმპიადაზე ეს სასმელი მიიღო შვედმა ხუთჭიდელმა ჰანს-გუნარ ლილენვალმა, რათა სროლის ტურნირის წინ ნერვები დაეწყნარებინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

9 ქართველ სპორტსმენს დოპინგის გამო 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა