ჩეხეთის ქალაქ ნოვო მესტოში სტარტი აიღო ბიატლონის სეზონის მთავარმა სტარტმა - მსოფლიოს ჩემპიონატმა
ჩეხეთის ქალაქ ნოვო მესტოში სტარტი აიღო ბიატლონის სეზონის მთავარმა სტარტმა - მსოფლიოს ჩემპიონატმა. მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა შერეულ ესტაფეტაში, რომელშიც ერთად გამოდიან ქალი და მამაკაცი ბიატლონისტები. ამ სახეობაში მწვრთნელებს ხშირად გამოჰყავთ სპორტსმენები უახლოესი რეზერვიდან და ლიდერებს სხვა სტარტებისთვის უკეთ მომზადების საშუალებას აძლევენ, მაგრამ ამჯერად სტარტზე ყველა საუკეთესო ვიხილეთ.

რბოლის წინ რთული იყო ფავორიტის დასახელება, სტარტის შემდეგ კი გამოიკვეთა ნორვეგიის უპირატესობა. ამ გუნდიდან პირველი გარბოდა თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ბიატლონისტი ტურა ბერგერი და მან 6.5 კილომეტრის შემდეგ თავის გუნდს 12-წამიანი უპირატესობა მოუტანა.

თუმცა ამ უპირატესობისგან არაფერი დარჩა მეორე ეტაპის შემდეგ, როცა ნორვეგიელთა მეორე ნომერმა სულემდალმა ცუდად ისროლა და ესტაფეტის "ქალური" ნაწილი რუსების ლიდერობით დასრულდა.

დაიწყო მესამე ეტაპი და აქ უკვე ფრანგებმა მოახერხეს წინ გაჭრა - ამ გუნდის მესამე ნომერმა ბიოფმა გარკვეული ჰანდიკაპი შეუქმნა გუნდის ლიდერ ფურკადს, თუმცა ახლოს იყვნენ ნორვეგიელი სვენდესენი და რუსი მალიშკო. თითქოს მათ უნდა გაეთამაშებინათ მედლები, მაგრამ რუსებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა რიგით მეშვიდე სასროლეთი, როცა მალიშკომ ერთი სამიზნე ვერ დახურა და საჯარიმო წრის გავლა მოუწია. რუსეთმა მედლების შანსი დაკარგა და ამით ჩეხეთმა ისარგებლა, რომელმაც ბრინჯაო მოიგო.

ოქროს მედლისთვის იბრძოლეს სვენდსენმა და ფურკადმა. ბოლო სროლის შემდეგ ნორვეგიელს მცირე უპირატესობა გააჩნდა და ფრანგმა მისი დაწევა ვეღარ შეძლო.

საინტერესოა, რომ ექვსეულში ვერ მოხვდა ერთ-ერთი ფავორიტი - გერმანიის ნაკრები.

შერეული ესტაფეტა

1. ნორვეგია (ბერგერი, სულემდალი, ბიო, სვენდსენი) - 1:12.04,9; 2. საფრანგეთი (ბრიუნე, დორნე-აბერი, ბიოფი; მ. ფურკადი) - + 20.0; 3. ჩეხეთი (ვიტკოვა, სოუკალოვა, სოუკული, მორავეცი) - +32.3; 4. იტალია - +58.4; 5. სლოვენია - +1:07.1; 6. რუსეთი - +1:26.5...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბიატლონის ლეგენდა მოღალატე ყოფილა

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"