ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ცნობები იმის თაობაზე, რომ ზაფხულში ედინსონ კავანის სანაცვლოდ "მანჩესტერ სიტის" მესვეურები 63 მილიონ ევროს გადაიხდიან
ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ცნობები იმის თაობაზე, რომ ზაფხულში ედინსონ კავანის სანაცვლოდ "მანჩესტერ სიტის" მესვეურები 63 მილიონ ევროს გადაიხდიან. 25 წლის ურუგვაელი ფორვარდის საბაზრო ღირებულება სწორედ ამდენია და ეს თანხაც აქედანაა აღებული. გასულ ზაფხულს ინგლისელებმა ნეაპოლელებს 50 მილიონი შესთავაზეს, რაზეც აურელიო დე ლაურენტისმა უარი განაცხადა.

იტალიური კლუბის პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ კავანის მხოლოდ კონტრაქტში გათვალისწინებული თანხის სანაცვლოდ გაყიდის და ეს თანხა სწორედ 63 მილიონია. ახალმა ინფორმაციამ დე ლაურენტისამდეც მიაღწია და ამ თემაზე საგანგებო კომენტარი გააკეთა:

"გასულ ზაფხულს 50 მილიონზე უარი განვაცხადე და მაშინვე ვთქვი, რომ ედინსონის ფასი 63 მილიონი ევროა. კავანი მიყვარს, როგორც ადამიანი და როგორც ფეხბურთელი. ასე რომ, მისი გასხვისების არავითარი სურვილი არ მაქვს. თუ ედინსონის ხელფასს და პლუს საკონტრაქტო ვალდებულებებს გავითვალისწინებთ, კლუბს ერთიანად მოუწევს 70 მილიონი ევროს გადახდა და თუ ამაზე ვინმე დათანხმდება, ალბათ, ტრანსფერი შედგება. ეს ის თანხაა, რომლითაც სრულიად ახალი გუნდის გაკეთება შეიძლება და ასეთ შემთხვევაში, თუნდაც საუკეთესო ფეხბურთელის წასვლის არ უნდა შეგვეშინდეს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კავანის გასხვისების სურვილი არ მაქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ედინსონ კავანი: "იუვენტუსზე" მეტად სკუდეტოს მოგება ჩვენ გვინდა

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა