6 თებერვალი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ტრაგედიის დღეა
6 თებერვალი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ტრაგედიის დღეა. 1958 წელს მიუნხენის აეროპორტში მეტ ბასბის ლეგენდარული "მანჩესტერ იუნაიტედის" თვითმფრინავს ავიაკატასტროფა შეემთხვა, რასაც 21 ადამიანი შეეწირა, მათ შორის, 8 ფეხბურთელი, 3 სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელი, 8 ჟურნალისტი და 2 რიგითი მგზავრი. მას შემდეგ 55 წელიწადი გავიდა, თუმცა კუნძულზე ეს დღე არ ავიწყდებათ. მასპინძელთა ნაკრები სწორედ ამის გამო იყო, მოედანზე შავი სამკლავურებით რომ გამოვიდა. როი ჰოჯსონის გუნდის საბრძოლო განწყობაზე მოქმედებდა ისიც, რომ "პენტაკამპეონებთან" 1990 წლის შემდეგ არ ჰქონდათ მოგებული. წარუმატებელ სერიას ოდესმე წერტილი ხომ უნდა დასმოდა?

ინგლისმა იმარჯვა და არც არავინ დავობს, რომ მან 100%-ით დაიმსახურა. შეხვედრას თავისი გმირები ჰყავდა, რომელთა გარეშე ეს შედეგი არ დადგებოდა. გვინდა გამოვყოთ უეინ რუნისა და ჯო ჰარტის გარჯა. პირველმა, გოლის გარდა, საგოლე გადაცემა მიითვალა, მეორემ კი 0:0-ზე რონალდინიოს პენალტი აუღო და დამატებაზეც არ მისცა გატანის საშუალება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ასევე ეშლი კოული, ვინც მეასე სანაკრებო შეხვედრა გამართა.

მატჩის შემდგომ

როი ჰოჯსონი (ინგლისი): "ფრენკ ლამპარდმა ფანტასტიკურად ითამაშა. დარწმუნებული ვარ, რომ ნაკრებში ის 100 და მეტი შეხვედრის ჩატარებასაც შეძლებს. იმედი მაქვს, ფრენკი კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს. ცხადია, "ჩელსიში" მისი მომავალი ჩემი განსასჯელი არ არის, მაგრამ თუნდაც წავიდეს ლონდონური კლუბიდან, მას კარიერის გაგრძელების არაერთი მშვენიერი შანსი მიეცემა. იდეალური იქნება, თუკი ევროპაში მაინც დარჩება, რადგან ეს გააიოლებს ჩემს ამოცანას. თუკი ფრენკი დევიდ ბექჰემის გზას დაადგება, მაშინ სიტუაცია ცოტა გართულდება, მაგრამ არც ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ მის სანაკრებო კარიერას ამით წერტილი დავუსვათ.

ძალიან მომეწონა თეო უოლკოტი და ჯეკ უილშირი. უკანასკნელი მეტოქის დაცვას 90 წუთის განმავლობაში აწიოკებდა, მონაწილეობდა პირველ საგოლე კომბინაციაში და თამაშისას რამდენიმე ხელსაყრელი მომენტიც ჰქონდა გასატანად. თუკი ის ამ დონეს დიდხანს შეინარჩუნებს, დარწმუნებული ვარ, მასზე გაცემულ ავანსებს მთლიანად გაამართლებს. საერთოდაც, დღეს ჩვენ ვიხილეთ მაღალი კლასის გუნდის თამაში. მეტოქედ ბრაზილია გვყავდა და მოხარული ვარ, სწორედ მასთან ვითამაშეთ ასე კარგად.

ცალკე აღვნიშნავ ეშლი კოულს. მის შეცვლას ნამდვილად არ ვგეგმავდი, მაგრამ ფეხბურთელი მუხლმა შეაწუხა და იძულებული გავხდი, ეს ნაბიჯი გადამედგა. გარწმუნებთ, ოფიციალური მატჩი რომ ყოფილიყო, ის შეძლებდა და ბოლომდე ითამაშებდა".

სტივენ ჯერარდი (ინგლისის ნაკრების კაპიტანი): "ბიჭები მთელი თამაში წამით არ გაჩერებულან, რის გამოც მხოლოდ კომპლიმენტებს იმსახურებენ. ბრაზილიელებს ბურთით თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ მისცემიათ. ამისთვის რომ მიგვეღწია, ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა. გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ.

იყო თუ არა ეს ინგლისის საუკეთესო თამაში როი ჰოჯსონის ხელმძღვანელობით? შედარებით უფრო სუსტ მოწინააღმდეგეებთან რამდენიმე კარგი მატჩი გავმართეთ, მაგრამ ამ დონის მეტოქესთან მეტი ძალისხმევა იყო საჭირო. ბრაზილიამ შანსები გაანიავა, მაგრამ რამდენჯერმე გატანა ჩვენც შეგვეძლო.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჯეკ უილშირი. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია. ბურთის კონტროლის მისეული ნიჭი საშუალებას მისცემს, რომ არამხოლოდ ინგლისის, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახდეს. იმდენი ხანია ბრაზილიისთვის არ მოგვიგია, რომ დღეს საღამოს ნამდვილად შეიძლება დავტკბეთ ამ მიღწევით".

ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილია): "მეტოქე თავისუფალ ზონებს, პრაქტიკულად, არ ტოვებდა, რამაც ნეიმარს არ მისცა საშუალება, რომ თავისი საუკეთესო თვისებები ყველასთვის ეჩვენებინა. არც გამკვირვებია, რადგან ჩვენს მასპინძელ გუნდს სივრცის შეზღუდვა ყოველთვის კარგად გამოსდიოდა. წაგებით იმედგაცრუებული არ ვარ, რადგან ჩვენ წინააღმდეგ თამაშობდა საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში მყოფი გუნდი. ჩვენ კი შემადგენლობაში გვყავდა 8-9 ისეთი მოთამაშე, ვინც სეზონისთვის მზადება სულ ახლახან დაიწყო. მოდი, ვნახოთ, როგორ ითამაშებენ ინგლისელები 2 ივნისს "მარაკანაზე".

გადაღლილი იყო რონალდინიოც. მისი შეცვლა ამით იყო განპირობებული. თუკი ის გუნდისთვის სასარგებლო შრომას არც მომავალში დაიზარებს, მომდევნო შეხვედრებისთვისაც აუცილებლად მივიწვევ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უეინ რუნი: ბრაზილიის ნაკრებთან ვიბრძოლეთ და მოვიგეთ

ახალი რეკორდი პრემიერ ლიგაში - "სიტიმ" ელიოტ ანდერსონი შეიძინა
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
ეკვადორში ზეიმია - პრეზიდენტმა დასვენების დღე გამოაცხადა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს