ვიტესი, ქაისერი, მოსკოვი თუ ისევ სპარტაკი?
რუსული პრემიერლიგის წინა ტურში, მოსკოვის "ლოკომოტივთან" წაგებულ შეხვედრაში (0:1) ნალჩიკის "სპარტაკის" რიგებში ორი ქართველიდან მხოლოდ დავით სირაძემ ითამაშა. ნალჩიკელებს გოგიტა გოგუა ლავიწის ტრავმის გამო გმოაკლდა. როგორც ირკვევა, კავკასიურ "სპარტაკს" კვლავაც გოგუას გარეშე მოუწევს თამაში. რუსული წყაროების ინფორმაციით, "ტომთან" 23 ოქტომბრის მატჩში გოგიტა გოგუას თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, გოგუას ნალჩიკელთა კლუბთან საკონტრაქტო ვადა ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. იმავე სააგენტოების ცნობით, კლუბმა ქართველ ნახევარმცველთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, მაგრამ გოგიტასგან თანხმობა ჯერ არ მიუღია. გავიგეთ, რომ გოგუა უკეთესი წინადადებების მოლოდინშია და ამიტომ არ ჩქარობს. გოგუათი მერაბ ჟორდანიას ჰოლანდიური "ვიტესი", შოთა არველაძის "ქაისერისფორი" და კიდევ ერთი მოსკოვური კლუბია დაინტერესებულა.

პრემიერლიგაში სეზონის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი. გოუასა და სირაძის გუნდი 36 ქულით მე-5 ადგილზეა და ევროტურნირებზე საასპარეზო საგზურის მოპოვებისთვის იბრძვის, რისი მიღწევაც ნალჩიკელებმა წესით უნდა შეძლონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა