ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კობი ბრაიანტი + ლებრონ ჯემსი: 115 მილიონს

კობი ბრაიანტი + ლებრონ ჯემსი: 115 მილიონს

წარმოგიდგენთ NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების სიას
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციასა და მოთამაშეთა პროფკავშირებს შორის ახალი ხელშეკრულება, რომელიც 2011 წლის დეკემბერში გაფორმდა, საერთო მოგებიდან კალათბურთელთა წილის მნიშვნელოვნად შემცირებას ითვალისწინებს, მაგრამ ეს გარემოება ხელს არ უშლის ლიგის ვარსკვლავებს, კვლავაც დარჩნენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ სპორტსმენებს შორის.

2012-13 წლების სეზონში NBA-ის ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელის ჯამური მონაგარი 340 მილიონი დოლარი იქნება. აქ გათვალისწინებულია მათი ხელფასები და სპონსორული კონტრაქტები.

ფინანსურად ყველაზე წარმატებული კალათბურთელების რეიტინგს სათავეში უდგას "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველი კობი ბრაიანტი, რომლის წლიური ხელფასი 27.8 მილიონ დოლარს უდრის. ახალი წესების თანახმად, ცალკეული მოთამაშის ხელფასი არ უნდა იყოს საერთო გუნდური ბიუჯეტის (რომელიც 58 მილიონს შეადგენს) 35 პროცენტზე მეტი: მაგრამ კალათბურთელსაც აქვს უფლება ხელი მოაწეროს კონტრაქტს თანხაზე, რომელიც წინა ხელშეკრულების 105 პროცენტს უდრის. "ლეიკერსი" არ ზოგავს ფულს, როცა საქმე ბრაიანტს ეხება. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კალათბურთელი მე-17 სეზონს თამაშობს NBA-ში და მალე მეთხუთმეტად გამოვა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

ბრაიანტის სასპონსორო შემოსავლებში ყველაზე მაღალი წილი აქვს კომპანია Nike-ს. გარდა ამისა, კობის მრავალწლიანი კონტრაქტები აკავშირებს Coca-Cola-თან (რეკლამას უწევს Sprite-ს), Turkish Airlines-თან, Mercedes-Benz-თან და Panini-თან. მოედნის მიღმა შემოსავლებით, 34 წლის მცველი მხოლოდ "მაიამის" ვარსკვლავს ლებრონ ჯეიმსს ჩამორჩება.

ჯეიმსი 2012-13 წლების სეზონში 57.6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, საიდანაც 40 მილიონი სპონსორებზე მოდის. მათგან ყველაზე მსხვილი კომპანებია - Nike, Coca-Cola, Samsung და McDonald’s. ასევე, 28 წლის კალათბურთელის პარტნიორები არიან კომპანიები - Audemars Piguet, Dunkin’ Donuts, State Farm და Upper Deck. 2012 წელს, ლებრონი გახდა მეორე კალათბურთელი ისტორიაში, რომელმაც ერთ წელს მოიგო NBA-ის ჩემპიონის ტიტული, გახდა სეზონის MVP, ფინალური სერიის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე და ოლიმპიადის გამარჯვებული. ადრე ასეთი მიღწევა მხოლოდ ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს ჰქონდა.

შემოსავლების მიხედვით მესამე გახდა "ჩიკაგოს" გამთამაშებელი დერიკ როუზი, რომელიც ამ სეზონში ჯერ არ გასულა მოედანზე მუხლის ტრავმის გამო. 2011 წლის დეკემბერში, დერიკმა "ბულზთან" ახალ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც ღირებულება 94.8 მილიონ დოლარს შეადგენს, 2012 წლის თებერვალში კი Adidas-თან დადო 13-წლიანი გარიგება, რაც 185 მილიონ დოლარს მოუტანს. Adidas ცდილობს გაამყაროს თავისი პოზიციები სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბაზარზე, რადგან ამ მომენტისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი წილი 5.5 პროცენტს უდრის, Nike-ის - 92.2 პროცენტს.

მსხვილი კონცერნები აქტიურად იყენებენ აზიაში კალათბურთის პოპულარობის ზრდას ამ რეგიონში სამომხმარებლო აუდიტორიის დასაპყრობად. ამისთვის ისინი სარეკლამო კამპანიაში იწვევენ მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ვარსკვლავებს. NBA-ის ორგზის ჩემპიონმა დუეინ უეიდმა, რომელიც მეოთხე ადგილს იკავებს ყველაზე მაღალანაზღაურებად კალათბურთელებს შორის, 2012 წლის სექტემბერში გააფორმა მრავალწლიანი კონტრაქტი სპორტული ეკიპირების მწარმოებელ ჩინურ კომპანია Li-Ning-თან. ვარაუდობენ, რომ მცველი ახალი პარტნიორისგან წელიწადში 10 მილიონს მიიღებს.

საუკეთესო ათეულში ვხედავთ ბრაიანტის ორ თანაგუნდელს - დუაიტ ჰოვარდი მერვე ადგილზეა, პაუ გასოლი - მეათეზე. "ორლანდოდან" წასვლამდე, ჰოვარდი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი კალათბურთელი იყო სპონსორებისთვის, მაგრამ სეზონებს შორის შესვენებისას "სუპერმენის" არაერთგვაროვანმა გადაწყვეტილებამ დაადაბლა მისი კომერციული პოტენციალი. უფროსი გასოლი კი ყველაზე მაღალანაზღაურებადია ევროპელებს შორის, თანაც მისი საერთო შემოსავლის (21.5 მილიონი) დიდ წილი (19.5 მილიონი) "ლეიკერსთან" კონტრაქტით მიღებული ფულია.

გარდა ამისა, ათეულში მოხვდნენ კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), კარმელო ენტონი და ამარე სტაუდმაიერი ("ნიუ იორკი"), აგრეთვე "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ვარსკვლავური მცველი კრის პოლი. საინტერესოა, რომ ათიდან შვიდი მოთამაშე ამ რეიტინგში წარმოადგენს კლუბებს აშშ-ის სამი უმსხვილესი ქალაქიდან - ნიუ იორკიდან, ლოს ანჯელესიდან და ჩიკაგოდან.

TOP10

1. კობი ბრაიანტი ("ლეიკერსი") - $59,8 მლნ ($27,8 ხელფასი+$32 მოედნის მიღმა)

2. ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი") - $57,6 მლნ ($17,6+$40)

3. დერიკ როუზი ("ჩიკაგო") - $32,4 მლნ ($16,4+$16)

4. დუეინ უეიდი ("მაიამი") - $30,2 მლნ ($17,2+$13)

5. კევინ დურანტი ("ოკლაჰომა") - $29,7 მლნ ($16,7+$13)

6. კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი") - $28,4 მლნ ($19,4+$9)

7. ამარე სტაუდმაიერი ("ნიუ იორკი") - $27,9 მლნ ($19,9 +$8)

8. დუაიტ ჰოვარდი ("ლეიკერსი") - $26,5 მლნ ($19,5+$7)

9. კრის პოლი ("კლიპერსი") - $24,8 მლნ ($17,8+$7)

10. პაუ გასოლი ("ლეიკერსი") - $21,5 მლნ ($19+$2,5)

ოლ სტარზე ბოლტიც ითამაშებს

"ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" სპრინტში ექვსგზის ოლიმპიურ ჩემპიონს უსაინ ბოლტსაც ვიხილავთ - იამაიკელი მძლეოსანი მონაწილეობას მიიღებს "ცნობილი სახეების მატჩში". ეს შეხვედრა უქმეების პირველ დღეს გაიმართება.

ბოლტის გარდა, საგამოფენო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ წარსულში ცნობილი კალათბურთელები, მაგალითად, დიკემბე მუტომბო და კლაიდ დრექსლერი, ქალთა NBA-ის წარმომადგენლები, მუსიკოსები, მსახიობები და ჟურნალისტები. ასევე გავა მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების განათლების მინისტრი არნე დუნკანი.

გუნდების მწვრთნელები იქნებიან 2013 წლის "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილეები - ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი") და რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"). მათ დაეხმარებიან მომღერალი ქუინ ლატიფა და ტელეწამყვანი სამანტა ჰარისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ვინ ჩატენის "ოლ სტარზე"?

• Temo

დიდი ხანია მინდოდა ამ შენიშვნის გაკეთება, მაგრამ როგორღაც საშუალება არ მომეცა. ნბა-ში მოთამაშე კალათბურთელების, იყო ეს ადრე დეიმონი თუ ახლა არის ამარე, გვარი გამოითქმის როგორც სტადემაიერი და არა სტაუდმაიერი. უცნაური ის არის, რომ ჩვენში დამკვიდრდა რუსულიდან შემოსული ფორმა, რომელზეც შემდგომ რუსებმაც კი უარი თქვეს. ჩემი თხოვნა იქნება ლელოს რედაქციისადმი, რომ მიაქციოს ყურადღება ამ ფაქტს და მომავალში ამარეს გვარი სწორად დაწეროს.

[VIDEO] დოსუნმუს ბრწყინვალე მატჩი, ჩხუბი და გაცოფებული იოკიჩი - "დენვერი" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დამარცხდა

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო

[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე

[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო

ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა

თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა

ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა

დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს

პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო

გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება

[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს

კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა

[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო

[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში

"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ

"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა