კლუბის პრეზიდენტსა და ჰოლდინგის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა
ცნობილია, რომ 2013 წლის აპრილში თბილისი ფუტსალში უეფას თასის ოთხთა ფინალს უმასპინძლებს.

სახეობაში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო გათამაშების მატჩები 26-28 აპრილს გაიმართება და მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის "იბერია სტარი", წინა გათამაშების გამარჯვებული "ბარსელონა", მოსკოვის "დინამო" და ალმაატის "კაირათი".

საქართველიოს ჩემპიონისა და უეფას ოთხთა ფინალის მონაწილე "იბერია სტარის" წარმატებებმა განაპირობა სწორედ ის ფაქტი, რომ კლუბის მიმართ ბიზნესსა და მაყურებელს ინტერესი გაუჩნდა.

მაგალითი? ამიერიდან შესაძლოა გუნდის ახალი ტექნიკური სპონსორი "სალერი" გახდეს. ამის შესახებ ჰოლდინგ "იბერია ბიზნეს ჯგუფის" ხელმძღვანელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, რომლის ჰოლდინგიც ერთი თვის წინ საქართველოში გერმანული სპორტული ეკიპირების მწარმოებელი კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა.

ხეჩიკაშვილის თქმით, "იბერია სტარის" პრეზიდენტთან, ვახო წერეთელთან სამუშაო შეხვედრა უკვე ჰქონდა.

კლუბის მენეჯერი ამბობს, რომ აქამდე კლუბის ტექნიკური სპონსორები იყვნენ "უმბრო" და "კელმე", სპონსორი კი დაარსების დღიდან კომპანია "სამგორია.

მიუხედავად იმისა, რომ "სალერი" საქართველოში ოფიციალურად არც ისე დიდი ხნის წინათ დაფუძნდა, ის უკვე საკმაოდ ბევრი ორგანიზაციის თუ კლუბის პარტნიორი გახდა: "ლევან ჟორდანიას" ფონდთან" და საფეხბურთო სკოლა "საბურთალოსთან" ერთად, დეკემბერში "სალერის" თასის გათამაშება ჩაატარა, გახდა "ბენდელას თასისა" და პირველი ლიგის სპონსორი.

კომპანიის წარმომადგენლობის პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ფუტსალის ასოციაციასთან მოლაპარაკება ამ სახეობის ეროვნული ნაკრების ტექნიკურ სპონსორობის თაობაზეც მიმდინარეობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა