9 და 10 თებერვალს პარიზის "ბერსის" დარბაზი ძიუდოისტთა სეზონის პირველ მნიშვნელოვან ტურნირს - "დიდ მუზარადს" უმასპინძლებს
9 და 10 თებერვალს პარიზის "ბერსის" დარბაზი ძიუდოისტთა სეზონის პირველ მნიშვნელოვან ტურნირს - "დიდ მუზარადს" უმასპინძლებს, რომელიც, ტრადიციულად და მოლოდინისამებრ, უძლიერესი შემადგენლობისაა - მასში 61 ქვეყნის ნაკრები გამოდის! დაგვეთანხმებით, ამ ტურნირს სამართლიანად ადარებენ მსოფლიოს პირველობას.

ვაჟთა ტურნირში 54 გუნდი იქნება, ქალებში - 41 (მონაწილეთა უმეტესობა ორივეში იასპარეზებს და საერთო რაოდენობიდან გამომდინარე ეს სხვაობაც ამითაა გამოწვეული).ტურნირში 431 ძიუდოისტი იასპარეზებს. აქედან ვაჟებში 276 ჭიდაობს, ქალებში - 155.

ჩვენი ნაკრები პარიზში თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით გამოდის: ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), ტრისტან ფეიქრიშვილი, თორნიკე თათარაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), დავით ლორიაშვილი, ლაშა გურული (ორივე - 100), ადამ ოქრუაშვილი, გიორგი ზაქარიაძე (+100).

ამ შემადგენლობას ლიდერთაგან მხოლოდ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66) და თბილისის ტურნირის მესამე პრიზიორი ლაშა ტაველური (90) აკლია - პირველმა ოპერაციის შემდგომ ჯერაც ვერ აღიდგინა ოპტიმალური ფორმა და, მწვრთნელ ირაკლი უზნაძის აზრით, ამ ეტაპზე მისი სატურნირო დატვირთვა გარკვეულ რისკს შეიცავდა, რის გამოცარ გარისკა, მეორისთვის კი საფრანგეთის ვიზის გაფორმება ვერ მოესწრო.

რაც შეეხება თბილისის ტურნირის კიდევ ერთ ბრინჯაოს მედალოსან პაატა მერებაშვილს (60), მისთვის ამჯერად ნაკრებში კვოტა აღარ დარჩა, რაკი მწვრთნელებმა ამ წონაში დიდ სპორტში მიბრუნებული შუკვანის გამოცდა გადაწყვიტეს.

სავარაუდოდ, პარიზულ შეჯიბრებას გამოკლებული ზემოდასახელებული ეს სამეული 23-24 თებერვალს დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" იჭიდავებს.

პარიზული შეჯიბრება სახელობითი სიითაც უძლიერესია. ცხადია, მასპინძლები ოპტიმალური შემადგენლობით გამოდიან, მათი ლიდერი კი კვლავაც ბეჭდაუდებელი ტედი რინერია (+100), გულშემატკივრებმა სიყვარულით "კეთილი დათვი" რომ შეარქვეს. თუმცა ვეჭვობთ, რინერიმ მშობლიურ ტურნირს ერთი კაშკაშა ვარსკვლავი მაინც დააკლო - არ ჭიდაობს გერმანელი მძიმეწონოსანი ანდრეას ტოლცერი, რომელმაც, ვფიქრობთ, პარიზში ჩასვლას თავი სწორედ რინერის გამო აარიდა, მასთან მორიგი წაგება რომ არ ეწვნია.

შეგახსენებთ, რომ ისინი 7-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ფრანგმა 6-ჯერ იმარჯვა, გერმანელმა კი ის ერთადერთი მოგება 2006 წელს მიითვალა იმხანად 17 წლის რინერთან.

ტოლცერის წაგებულთა შორის მსოფლიოს პირველობის ორი ფინალია - 2010 და 2011 წლებში. თანაც ორივე შეხვედრაში რინერიმ დამაჯერებლად იმარჯვა, მეტოქისთვის იოტისოდენა შანსიც რომ არ მიუცია ისე. განსაკუთრებით - მეორე ფინალში, პარიზში.

ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, გასაგებია, წინასწარ განწირულ გერმანელს თავი რომ აერიდებინა საფრანგეთში ჩასვლისთვის.

ცხადია, პარიზში ლიდერი გუნდების უმეტესობა უძლიერესი ფალავნებითაა ჩასული, თუმცა ჰოლანდიელებს მხოლოდ ერთი შემადგენლობა ჰყავთ და იმასაც აკლია ევროპის ვიცე და მსოფლიოს ჩემპიონი ხიიომ ელმონტი (81) - ის უკვე 31 წლისაა და იქნებ აღარც აგრძელებს კარიერას.

უკრაინას არ ჰყავს ჩვენი თანამემამულე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გიორგი ზანთარაია (60), პეტერ ზაიზენბახერი ამჟამადაც ასვენებს აზერბაიჯანელთა ძირითად გუნდს და არც ეციო გამბას მიჰყავს ოლიმპიურ ჩემპიონთა სამეული რუსეთიდან - არსენ გალსტიანი (60), მანსურ ისაევი (73) და ტაგირ ხაიბულაევი (100).

სხვათა შორის რუსები ქალთა ტურნირში საერთოდ არ გამოდიან. სამხრეთ კორეელებს არ ჰყავთ მსოფლიოს ბოლო ორი პირველობისა და ლონდონის ოლიმპიადის მიჯრით მომგები ჯაე-ბუმ კიმი (81).

თაობათა ცვლის პროცესში მყოფ იაპონელთა გუნდში სადღეისოდ ლიდერობა ცოტა პირობითი თემაა და პარიზში ფრიად გადახალისებული ნაკრები ჩაიყვანეს, თუმცა მათ შორისაა მსოფლიოს ჩემპიონი ჯუნპეი მორიშიტა (66).

ამდენი დანაკლისის მიუხედავად, ტურნირი მაინც უძლიერესი შემადგენლობისაა.

ახალი წესებით, "დიდ მუზარადსა" და "დიდ პრიზზე" მასპინძელს ოთხი მონაწილის გამოყვანის უფლება ეძლევა, სხვებს - მხოლოდ ორისა.

ცხადია, ეს მასპინძელს რეიტინგში გვარიან უპირატესობას მისცემდა, თუმცა ამის თავიდან ასაცილებლად სიაში მხოლოდ ორი საუკეთესოს შედეგი შევა, რათა ყველა ქვეყანას 2-2 ფალავანის ქულები დაუფიქსირდეს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩვენი ტურნირიდან უკვე დაიწყო ქულების ახალი სისტემით ათვლა. პარიზში გამარჯვებული 500 ქულას მიიღებს, ვერცხლის მედალოსანი - 300-ს, ბრინჯაოს პრიზიორი - 200 ქულას და ასე შემდეგ.

მედალოსნები დაკავებული ადგილების მიხედვით ასეთ პრემიებს მიიღებენ - 5 000, 3 000 და 1 500 დოლარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან