გამარჯვება ფავორიტად მიჩნეულ დინამოელებს დარჩათ - 72:48
სუპერლიგის მორიგი ტური თბილისის სპორტის სასახლეში 9 თებერვალს იმართება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს "დინამო" და "ბათუმი" დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ფავორიტად მიჩნეულ დინამოელებს დარჩათ - 72:48.

საბოლოო ანგარიშიდან ჩანს, რომ ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა იოლად მოიგო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმა თავიდან რიგიანად ითამაშეს და პირველ ტაიმში უმეტესად წინ იყვნენ.

პირველი მეოთხედი ზღვისპირელებმა 17:16 მოიგეს, ხოლო მეორე პერიოდის დასაწყისშიც წინ იყვნენ, თუმცა სწორედ ამ მომენტში მოახერხეს დინამოელებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა.

გუნდური თამაშის წყალობით თბილისურმა გუნდმა ლიდერობა მოიპოვა, მეოთხედი 17:8 მოიგო და დარჩენილ დროში უპირატესობა მხოლოდ მასპინძელთა სასარგებლოდ იზრდებოდა.

საბოლოოდ "დინამომ" 24-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა. მასპინძელთაგან 19 ქულით საუკეთესო ფლინ კლაიმენი გახდა, ხოლო გამოჯანმრთელებულმა მილან ოლუიჩმა 16 ქულა-10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

ბათუმელთა გუნდში 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ ლაშა კეშელავამ დაძლია, რომელმაც პირად ანგარიშზე 19 ქულა ჩაიწერა. კეშელავას 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე.

მორიგი მატჩი ცენტრალურია და მასში "შსს-აკადემია" "სოხუმს" დაუპირისპირდება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

ირაკლი ხოშტარია (დინამო): "კარგი თამაში იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მომეცა საშუალება თითქმის ყველა მოთამაშეს მიეღო მონაწილეობა.

პირველი ნახევრით არ ვარ კმაყოფილი, თუმცა შემდეგ ნელ-ნელა გამოვასწორეთ. ვფიქრობ, შეხვედრა მოვიგეთ უკეთესი შემადგენლობის ხარჯზე, ვიდრე ბათუმს ჰყავს".

მიხეილ კობეშავიძე (ბათუმი): "მივულოცავ გამარჯვებულ გუნდს. მართალია, იყო დაპირებები, რომ ჩვენი შემადგენლობა უნდა გაძლიერებულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ვეცდებით, რისი საშუალებაც გვაქვს, იმით ვიბრძოლოთ".

გიორგი ორმოცაძე (დინამო): "თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მეორე ნაწილში გამოვასწორეთ. მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ".

ნიკა რამიშვილი (ბათუმი): "კარგად დავიწყეთ, ყველაფერი სწორად გამოგვდიოდა. მეორე ნახევარში, შეიძლება ითქვას, დავიღალეთ და ვერ მივაღწიეთ სასურველ შედეგს".

superleague.ge

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე