ზაზა ფაჩულია: "ჰოქსის" წაგებები პირველ რიგში ჩვენ, კალათბურთელებს არ გვსიამოვნებს"
სეზონის დასაწყისში NBA-ს გუნდებს შორის ყველაზე მეტად "მაიამი" გაძლიერდა - გუნდში ლებრონ ჯეიმსი და კრის ბოში გადავიდნენ, რომლებსაც "ჰიტში" დუეინ უეიდი დახვდათ. შესაბამისად, "მაიამი" ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავირიტად იქცა. ასეთი გუნდის ძლევა რეგულარული ჩემპიონატის დაწყების შემდეგ შეიძლება ბევრს ოცნებად ექცეს...

თუმცა "ატლანტამ" საგამოფენო მატჩში ეს შეძლო - "ჰიტი" სარკისებური ანგარიშით 98:89 დაამარცხა. მატჩის წინ ზაზა ფაჩულიამ გაზეთ "ატლანტა კონსტიტუშენს" უთხრა:

- დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხუთი მატჩის შემდეგ ყველას ერთი კითხვა გაუჩნდებოდა - რატომ გვიჭირს გამარჯვება (4 წაგება, 1 მოგება). მჯერა, რომ არავის სიამოვნებს "ჰოქსის" წაგებები. პირველ რიგში ჩვენ, კალათბურთელებს.

ჰოდა, ჯორჯიელებმა დაამტკიცეს, რომ NBA-ში არავისზე ნაკლები გუნდი არ ჰყავთ. მაიამელებთან შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი დამაჯერებლად ჩაატარეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს. მოგებულთა შორის კაპიტანი ჯო ჯონსონი გამოირჩა - 27 ქულა ჩააგდო. ფაჩულიამ მოედანზე 17 წუთი გაატარა, 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა და 5 ქულას 6 მოხსნა მიამატა.

"ატლანტა" მორიგ მატჩს დღეს, გამთენიისას "შარლოტ ბობქეთსთან" გამართავდა.

ატლანტა-მაიამი 98:89

ზაზა ფაჩულია: 17 წუთი, 5 ქულა, 6 მოხსნა, 3 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი

05:22 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

03:01 ფოლი: 1

02:38 ორქულიანი: 2ქ (22:16)

02:19 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

01:30 მოხსნა: შეტ-0, დაც-2

00:02 ფოლი: 3

II პერიოდი

11:06 საჯარიმოები: 2/1 (3ქ, 29:29)

09:06 ფოლი: 3

09:06 შეცდომა: 1

09:06 ჰორფორდმა ფაჩულია შეცვალა

03:54 ზაზამ სმიტი შეცვალა

03:24 კოლინზმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

03:23 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

01:58 მოხსნა: შეტ-0, დაც-3

01:34 ორქულიანი: არაზუსტი

01:17 მოხსნა: შეტ-0, დაც-4

00:52 მოხსნა: შეტ-1, დაც-4

00:52 ორქულიანი: 5ქ (72:67)

IV პერიოდი

09:33 ორქულიანი: არაზუსტი

07:02 მოხსნა: შეტ-1, დაც-5

06:48 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა