მარიო ჩიპოლინი სკანდალურად ცნობილი ექიმის აუფემიანო ფუენტესის კლიენტი იყო
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, წარსულში ცნობილი იტალიელი ველომრბოლი მარიო ჩიპოლინი სკანდალურად ცნობილი ექიმის აუფემიანო ფუენტესის კლიენტი იყო.

ავტორიტეტულ გამოცემას გააჩნია წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ ორიათასიანი წლების დასაწყისში, ფუენტესი ჩიპოლინის ერითროპოეტინით და ზრდის ჰორმონით ამარაგებდა.

მოგვიანებით, ამ ამბავს გამოეხმაურა ჩიპოლინის ადვოკატი ჯუზეპე ნაპოლეონე და აბსურდული უწოდა ველომრბოლის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.

"კატეგორიულად ვუარყოფთ ყოვლად აბსურდულ და დაუსაბუთებელ ბრალდებებს ჩემი კლიენტის მისამართით", - ამბობს ადვოკატი.

ჩიპოლინი ყველა დროის ერთ-ერთ უდიადეს სპრინტერად არის აღიარებული. მას ჯირო დ'იტალიას 42 ეტაპი აქვს მოგებული, 2002 წელს, 35 წლის ასაკში მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ექიმი ფუენტესი მთავარი ფიგურანტია გახმაურებული დოპინგ-სკანდალში, რომელსაც "ოპერაცია პუერტო" უწოდეს. ამ საქმესთან დაკავშირებით, ამჟამად, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ველოსპორტში ახალი დოპინგ-სკანდალი იწყება

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა