ესპანელმა რაფაელ ნადალმა ვინა დელ მარის ტურნირის ფინალში გააღწია
მართალია, რაფა ჯერ საკუთარი თავის აჩრდილია და ასი პროცენტით ვერ იხარჯება კორტზე, მაგრამ ამის მიუხედავად, ნადალმა სეტის წაუგებლად მოიპოვა გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება.

მეოთხედფინალში ნადალი თანამემამულე დანიელ ხიმენო-ტრავეროს ხვდებოდა და პირველ სეტში გაანადგურა მეტოქე (6:1), მაგრამ მეორე პარტიაში სერიოზულ პრობლემებს წააწყდა. ხიმენო-ტრავერო უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო, შეძლებდა კიდეც გამარჯვების მოპოვებას, მაგრამ 4:4-ზე რაფამ ბრეიკის შესრულება შეძლო, რაც პრაქტიკულად გამარჯვებას ნიშნავდა. თუმცა დანიელმა გაბრძოლება სცადა და მეათე გეიმში ოთხი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ნადალი ჯიუტად იგერიებდა საფრთხეს, ბოლოს კი მაინც მიაღწია საწადელს.

რაფა ნახევარფინალში ფრანგ ჟერემი შარდიზე გავიდა. ამ უკანასკნელისგან ავსტრალიის ღია პირველობაზე ნაჩვენები შთამბეჭდავი შედეგის (მეოთხედფინალში გასვლა) შემდეგ, ვინა დელ მარში გაცილებით მეტს ელოდნენ, მაგრამ ფრანგმა ულაპარაკოდ დათმო ნახევარფინალი რაფას წინააღმდეგ. ამ მატჩში ინტრიგა მხოლოდ საწყის გეიმში იყო, რომელშიც ნადალმა სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მაინც არ მისცა მეტოქეს ბრეიკის საშუალება. ამის შემდეგ, შარდი პრაქტიკულად სტატისტის როლში დარჩა კორტზე. პირველ პარტიაში ორი ბრეიკის წყალობით, რაფაელმა 6:2 მოიგო და სრულად დააწესა კონტროლი შეხვედრაზე. იგივე ანგარიშით აიღო მან მეორე პარტია და 65 წუთში გაიფორმა ფინალში გასვლა, სადაც არგენტინელ ორასიო სებალიოსს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში თანამემამულე კარლოს ბერლოკი დაამარცხა ორ სეტში - 6:3, 7:6(4).

"კმაყოფილი ვარ იმ თამაშით, რომელსაც ჩილეში ვაჩვენებ. ჩემი აზრით, ყოველი მატჩის შემდეგ ვუმატებ. ამ ეტაპზე, ამაზე უკეთესს ვერაფერს ვინატრებდი.

უაზრობაა ჩემი დღევანდელი ფორმის შედარება იმასთან, რაც ტრავმის მიღებამდე იყო. მე დავიწყე ახალი სეზონი და მოხარული ვარ, რომ მაშინვე ფინალში გავედი", - განაცხადა ნახევარფინალის შემდეგ ნადალმა, რომელსაც ასევე ელის ფინალი წყვილთა თანრიგში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გრუნტის მეფე დაბრუნდა

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს