წრიულ ტურნირში, სამწუხაროდ, ქართველებმა სამივე შეხვედრა მშრალი ანგარიშით წააგეს და თურქეთის ნაკრებთანაც ვერას გახდნენ
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრებმა შარშან ფედერაციის თასზე პირველ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, მაგრამ წლეულს იქ პოზიციების შენარჩუნება ვერ შეძლო.

ეილათში (ისრაელი) 16-მა გუნდმა მოიყარა თავი. ჩვენებურები (სოფიო შაფათავა, სოფიო ქვაცაბაია, ეკა გორგოძე, მაკა ჩახნაშვილი - მოთამაშე კაპიტანი) A ჯგუფში ბელორუსებთან, ავსტრიელებთან და ხორვატებთან ერთად მოხვდნენ.

წრიულ ტურნირში, სამწუხაროდ, სამივე შეხვედრა მშრალი ანგარიშით წააგეს. პირველ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბოლო იმედი რჩებოდა - თურქული ბარიერი უნდა გადაელახათ.

ჩვენმა სამხრეთელმა მეზობლებმა C ჯგუფში ერთი შეხვედრა კი მოიგეს (რუმინეთთან), მაგრამ ბოლო ადგილს მაინც ვერ ასცდნენ. ჩვენებთან დაპირისპირებისას ბასაკ ერეიდინმა (რეიტინგით 309-ე) სოფიო ქვაცაბაიას (459) აჯობა - 6:0, 6:3, სოფიო შაფათავამ (300) კაგლა ბაიაკჩაისთან (163) პაექრობისას წონასწორობა აღადგინა - 7:5, 6:3, მაგრამ შაფათავა-ჩახნაშვილის დუეტი - ბაიაკჩაი-პემრა ოზგენის ტანდემს დანებდა - 5:7, 2:6.

ამ წაგებით საქართველოს ქალთა ნაკრები ლუქსემბურგის გუნდთან დამარცხებულ (0:2) ბოსნიელებთან ერთად ევროაფრიკულ მეორე ზონას დაუბრუნდა.

მსოფლიოს მე-2 ჯგუფში აღსაზევებლად ნახევარფინალში პოლონელებმა ხორვატები დაამარცხეს - 2:1 (პოლონელებს წარმატება დებმა - აგნიეშკა და ურსულა რადვანსკებმა მოუტანეს), ხოლო ბრიტანელებმა ბულგარელებს 2:0 აჯობეს.

ხორვატიამ, ბულგარეთმა, ბელორუსმა, ისრაელმა, უნგრეთმა, ჰოლანდიამ, ავსტრიამ, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვენიამ, თურქეთმა და ლუქსემბურგმა პირველ ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"