ესპანურ შეკრებაზე მყოფი გია გეგუჩაძის გუნდი "მარბელას თასზე" მეოთხე ადგილს დასჯერდა
10 თებერვალს ქუთაისის "ტორპედო" "მარბელას თასის" მე-3 ადგილისთვის კიევის "დინამოს" შეხვდა.

ქუთაისელები უკრაინული გრანდისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ. აქტიურობდა ელგუჯა გრიგალაშვილი, რომელმაც კიეველთა კარისკენ ორჯერ უშედეგოდ გაისროლა, 29-ე წუთზე კი "დინამოს" მთელ დაცვას ჩაუქროლა, მაგრამ მშვენიერი შეტევა ტარას მიხალიკმა შეაჩერა.

უშედეგო გამოდგა გრიგოლ დოლიძისა და ბექა ტუღუშის შეტევებიც.

კიეველებმა უფრო მეტი მომენტი შექმნეს და ისარგებლეს კიდეც: 26-ე წუთზე კარში ზუსტად ანდრეი იარმოლენკომ დაარტყა - 0:1.

კიეველებმა უპირატესობა 37-ე წუთზე გაზარდეს: მცველებს მეჰმედმა დაასწრო და - 0:2.

გრიგალაშვილმა მეორე ტაიმის 50-ე წუთზეც სცადა მეტოქის კარის აღება და კვლავ უშედეგოდ. კიეველები კი სრულ უპირატესობას დაეუფლნენ: ცნობილი ხორვატის, ნიკო კრანჩარის წამოწყებული შეტევა რომან ბეზუსმა დააგვირგვინა - 0:3.

მალე კი "ტორპედოს" კარი თავად კრანჩარმა აიღო - 0:4.

ტორპედოელებმა თამამად მხოლოდ ამის შემდეგ შეუტიეს. სხვაობა ტრავმის მორჩენის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა ნახევარმცველმა გიორგი დათუნაიშვილმა მახვილი კუთხიდან დარტყმით შეამცირა - 1:4.

82-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა გიორგი ბერიაშვილი, მაგრამ მეკარე მაქსიმ კოვალს ვერ აჯობა. ორიოდე წუთში კოვალთან ერთი-ერთზე უკვე ნიკა საბანაძე დარჩა და შანსი გამოიყენა - 2:4.

87-ე წუთზე კიეველთა კარის დალაშქვრას საჯარიმოს ხაზიდან გიორგი ონიანი ცდილობდა, მაგრამ მისი დარტყმა კარს ასცდა.

ქუთაისის "ტორპედო" კი "მარბელას თასზე" მეოთხე ადგილს დასჯერდა.

მარბელას თასი. მატჩი მე-3 ადგილისთვის

ტორპედო (ქუთაისი)-დინამო (კიევი) 2:4

0:1 იარმოლენკო (26), მეჰმედი 0:2 (37), 0:3 ბეზუსი (57), 0:4 კრანჩარი (62), 1:4 დათუნაიშვილი (72), 2:4 საბანაძე (84).

ტორპედო: მიგინეიშვილი - რიგვავა, ონიანი, ტაბატაძე, გურული - დოლიძე (46. დათუნაიშვილი), ჭელიძე (73. საბანაძე), კუხიანიძე, გრიგალაშვილი - ტუღუში, ბერიაშვილი.

დინამო: კოვალი, ვიდა (58. სიდორჩუკი), მიხალიკი (68. გარმაში), ლიულკა, ტაივო, გარმაში (33. კრანჩარი, (76. კრავეცი)), არუნა (58. ბოგდანოვი), ველოზუ (58. ვუკოევიჩი), იარმოლენკო (62. ცურიკოვი), გუსევი (46. ბეზუსი), მეჰმედი (46. რუბენი),

გაფრთხილება: არუნა (54).

Video

ტორპედო - დინამო (კიევი) 2:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...