საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გამოსვლა ანკარაში 3 ოქროთი და 1 ბრინჯაოთი დაასრულა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 3 ოქროთი და 1 ბრინჯაოთი დაასრულა გამოსვლა ანკარაში, "იაშარ დოგუს" მემორიალზე. ტურნირის ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), დავით მარსაგიშვილი (84) და ელიზბარ ოდიკაძე (96) გახდნენ, გიორგი ედიშერაშვილი (55) კი მესამეზე გავიდა.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მესამეა თურქეთისა და აზერბაიჯანის გუნდების შემდეგ. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენებმა ოქროს მედლების რაოდენობით მასპინძლებსაც გაუსწრეს, რომლებიც მხოლოდ ორ ჩემპიონს დასჯერდნენ.

ოქროს მედლებით სულაც პირველები ვართ, თუმცა ამ ოთხეულის გარდა, დანარჩენები ქულებით ვერ შეგვეწივნენ და გუნდურშიც ამიტომ ჩამოვრჩით.

განსაკუთრებით აღსანიშნავი შედარებით გამოუცდელი ოდიკაძის წარმატებაა. მით უფრო, რომ ფინალში ყველაზე ძლიერი მეტოქე მას ჰყავდა - აზერბაიჯანელთა ოსი ლეგიონერი, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი ხეტაგ გოზიუმოვი.

ამ შეხვედრის ორივე პერიოდის ბედი ბურთულამ გადაწყვიტა. პირველში ფორტუნამ ჩვენებურს გაუღიმა და მანაც შანსი გამოიყენა, თუმცა საამისოდ დიდი ჯაფა დაადგა - მეტოქე გაექცა და კინაღამ იქით გადაიყვანა ქულაზე.

მეორე პერიოდში ფეხში უკვე გოზიუმოვი შევიდა, მაგრამ ოდიკაძემ მშვენივრად დაიცვა თავი და მალევე გაექცა, რისთვისაც 1 ქულა მიიღო. აზერბაიჯანელებმა შედეგი გააპროტესტეს, თუმცა მსაჯებმა შედეგი არ შეცვალეს და გოზიუმოვი, წესისამებრ, კიდევ ერთი ქულით დასაჯეს.

მარსაგიშვილმა ფინალში უპრობლემოდ დაჯაბნა მასპინძელი ხაკი ცეილანი - თურქს იოტისოდენა შანსიც არ ჰქონია. კლასში განსხვავება კი ისე დიდი იყო, როგორც ცასა და დედამიწას შორის.

მარსაგიშვილს მასთან ყველაფერი გამოსდიოდა და ისე უპრობლემოდ უღებდა ქულებს, ისე თავისუფლად შედიოდა ქულაზე, თითქოს დამწყებ ფალავნებს მასტერკლასს უტარებდა.

დაახლოებით ასეთ სტილში ჩაატარა ფინალიც ხინჩეგაშვილმა მონღოლ ნიამ-ოჩირ ენხსაიხანთან.

იაშარ დოგუს მემორიალი სადებიუტო იყო ჩვენი ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ რევაზ მინდორაშვილისთვის.

მომავალ კვირას, 16-17 თებერვალს, ჩვენი ნაკრების ხუთი წევრი - ბექა ლომთაძე (60), ზურაბ იაკობაშვილი (66), მამუკა კორძაია (96), დავით მოძმანაშვილი, გიორგი საკანდელიძე (ორივე - 120) - კიევში გამოვა "გამოჩენილ უკრაინელ სპორტსმენთა და მწვრთნელთა მემორიალზე".

damangreveli
საინტერესოა სად იყვნენ რუსები?
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა