იტალიელი მწვრთნელი გუნდიდან, შესაძლოა, უკვე ინგლისის თასის 1/8-ფინალური შეხვედრის შემდეგ გაათავისუფლონ
როგორც goal.com იუწყება, "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი, შესაძლოა, გუნდიდან უკვე ინგლისის თასის 1/8-ფინალური შეხვედრის შემდეგ გაათავისუფლონ.

"ლიდსთან" დაპირისპირება იტალიელ სპეციალისტს მომავალ კვირას უწევს.

შეხვედრაში წარუმატებლობა "ქალაქელებს" ამ სეზონში, პრაქტიკულად, ტიტულის გარეშე დატოვებს. გუნდი ჩემპიონთა ლიგას უკვე გამოეთხოვა, ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურის შემდეგ კი მანჩინის გუნდი ლიდერ "მანჩესტერ იუნაიტედს" უკვე 12 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება თავად მანჩინის, მან კლუბთან კონტრაქტი 2012 წელს განაახლა. ხუთწლიანი შეთანხმებით, მწვრთნელს 37 მლნ ფუნტი სტერლინგი უნდა მიეღო, თუმცა ბოლოდროინდელი შედეგები "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობას პოზიციის გადახედვისკენ აშკარად უბიძგებს.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა იტალიელს ჯერ კიდევ შარშან, ნოემბერში უთხრა, რომ თუკი გუნდში მუშაობა სურდა, შედეგები უნდა გაეუმჯობესებინა. ფაქტია, მანჩინიმ ეს ვერ შეძლო.

ასევე იხილეთ:

რობერტო მანჩინი დანებდა: არ მგონია, 12-ქულიანი სხვაობის შემცირება შევძლოთ

პრემიერლიგა. XXVI ტური: 12 ტური და 12 ქულა [VIDEO]

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს