ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქენთერბერი და ვაიკატო პლეი ოფში

ქენთერბერი და ვაიკატო პლეი ოფში

იტმ-ის თასის რეგულარული გათამაშების ბოლო, XIII ტური ლიდერების, "ვაიკატოსა" და "ქენთერბერის" დაპირისპირებით გაიხსნა. ვაიკატოელებმა, რომლებიც აქამდე მესამე ადგილზე იყვნენ...

იტმ-ის თასის რეგულარული გათამაშების ბოლო, XIII ტური ლიდერების, "ვაიკატოსა" და "ქენთერბერის" დაპირისპირებით გაიხსნა. ვაიკატოელებმა, რომლებიც აქამდე მესამე ადგილზე იყვნენ, პირველადგილოსანი მეტოქე შინ 26:6 დაამარცხეს და მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.

მასპინძლები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და პირველი ტაიმი მშრალი ანგარიშით - 16:0 მოიგეს. ერთი ლელო ალექს ბრედლიმ გაიტანა, გარდასხვა რენატა ტრენტის ანგარიშზეა, რასაც კიდევ სამი საჯარიმო მიუმატა.

შესვენების შემდეგ ქენთერბერელთა მგეზავმა კოლინ სლეიდმა ორი საჯარიმოთი სხვაობა ათ ქულამდე შეამცირა, თუმცა ვაიკატოელი ფულბეკის ანესი სოსენის ლელომ მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.

"ქენთერბერი" 45 ქულით პირველ ადგილს ინარჩუნებს, "ვაიკატო" მას ერთი ქულით ჩამორჩება. თუმცა მათი უკან მოტოვების შანსი აქვს "ოკლენდს" , რომელიც ამჟამად 40 ქულით მე-3 ადგილზეა და შინ "ტასმანს" ეთამაშება. ტასმანელები ამჟამად მე-11 ადგილზე არიან და მოტივაცია არ გააჩნიათ.

პლეი ოფში მოსახვედრად "ოკლენდმა" აუცილებლად უნდა მოიგოს. როგორც ოკლენდელთა მთავრმა მწვრთნელმა მარკ ანსკომბემ თქვა:

"ჩათვალეთ, რომ "ტასმანთან" მატჩი მეოთხედფინალური შეხვედრაა. ძალიან გაგვიმართლა, შინ რომ ვთამაშობთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მეტოქის დასამარცხებლად ყველაფერი უნდა ვიღონოთ".

"ოკლენდს" ტრავმების გამო ექვსი წამყვანი მოთამაშე აკლია, თუმცა გუნდმა თითქმის მთელი სეზონი მათ გარეშეც ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა.

მართალია, "ტასმანი" მე-11 ადგილზეა, მაგრამ გუნდმა ბოლო ორი შეხვედრა მოიგო და ეცდება, რეგულარული გათამაშება ამაღლებულ ნოტაზე დაასრულოს.

პლანეტრაგბის პროგნოზით, "ოკლენდი" პლეი ოფში გასვლის შანსს ხელიდან არ გაუშვებს და მეტოქეს მინიმუმ შვიდი ქულით მოუგებს.

პლეი ოფში ვერ მოხვდა "ბეი ოფ პლენტი", რომელიც ბოლო ტურში სტუმრად დამარცხდა უმოტივაციო, მეათეადგილოსან "ნორთლენდთან" - 24:36. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მასპინძლებმა მაინც იძალეს და ტაიმი სამი ქულის სხვაობით მოიგეს - 17:14.

"ნორთლენდმა" გადამწყვეტ უპირატესობას ბოლო ოც წუთში მიაღწია, როცა ექვსწუთიანი შუალედებით მეტოქეს სამი ლელო გაუტანა.

პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ "ველინგტონი" და "ტარანაკი". ორივე რეგულარული გათამაშების ბოლო ტურის შეხვედრებს სტუმრად გამართავს.

"ველინგტონი", რომელსაც 38 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა, სტუმრად ითამაშებს მეშვიდეადგილოსან "საუთლენდთან". სამხრეთელებს 34 ქულა აქვთ და პლეი ოფში მოხვედრის თეორიულ შანსს ინარჩუნებენ, ანუ "საუთლენდმა" მეტოქე ისე უნდა დაამარცხოს, რომ ოთხი ლელო გაუტანოს და ერთი საპრემიო ქულაც ირგუნოს. ამასთან, ყველამ, ვინც სატურნირო ცხრილში მის წინაა, უნდა წააგოს.

მოვლენათა ასეთი განვითარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან "საუთლენდს" რთული დროება დაეწყო. ბოლო სამი თამაში წააგო და ტრავმის გამო მგეზავი პირი ვიპუც გამოაკლდა. თანაც, სტატისტიკაც "ველინგტონის" მხარესაა. "საუთლენდმა" მეტოქე ბოლოს 2002 წელს დაამარცხა შინ - 22:20.

პლეი ოფის კიდევ ერთი პრეტენდენტი "ტარანაკი", რომელიც 37 ქულით მე-6 ადგილზეა, სტუმრად ეთამაშება მეთორმეტეადგილოსან "ნორთ ჰარბორს". ტარანაკელებს აუცილებლად ხუთი ქულის აღება სჭირდებათ. საგულისხმოა, რომ "ტარანაკის" მეტოქე ისე არასდროს დაუმარცხებია, რომ საპრემიო ქულაც რგებოდა.

"პლეი ოფში გასვლის რეალური შანსი გვაქვს. საამისოდ "ნორთ ჰარბორთან" ხუთი ქულა უსიკვდილოდ უნდა ავიღოთ. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია, მთავარია, პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენეოთ," - თქვა "ტარანაკის" მთავარი მვწრთნელის თანაშემწე ლეო კროულიმ.

XIII ტური

ნორთლენდი-ბეი ოფ პლენტი 36:24, ვაიკატო-ქენთერბერი 26:6, საუთლენდი-ველინგტონი, ნორთ ჰარბორი-ტარანაკი, ოტაგო-მანავატუ, მანუკაუ-ჰოუქს ბეი, ოკლენდი-ტასმანი.

სატურნირო მდგომარეობა

1. ქენთერბერი - 45 ქულა, 2. ვაიკატო - 44, 3. ოკლენდი - 40, 4. ველინგტონი - 38, 5. ბეი ოფ პლენტი - 37, 6. ტარანაკი - 37, 7. საუთლენდი - 34, 8. მანუკაუ - 29, 9. ჰოუქს ბეი - 28, 10. ნორთლენდი - 28, 11. ტასმანი - 20, 12. ნორთ ჰარბორი - 19, 13. მანავატუ - 13, 14. ოტაგო - 10.

29 ოქტომბერი, ნახევარფინალი

5 ნოემბერი, ფინალი

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...