"მანჩესტერ სიტის" 2013/14 წლების სეზონისთვის საკადრო რევოლუცია აქვს დაგეგმილი
ბრიტანული პრესის ცნობით, "მანჩესტერ სიტის" 2013/14 წლების სეზონისთვის საკადრო რევოლუცია აქვს დაგეგმილი. ცვლილებები, პირველ რიგში, თავდასხმის ხაზს შეეხება.

"ქალაქელებმა" იანვარში მარიო ბალოტელი "მილანში" გაყიდეს, ზაფხულზე კი იტალიელის კვალს, ალბათ, ედინ ჯეკო და კარლოს ტევესიც გაჰყვებიან. "ეტიჰადზე" ამჟამინდელი შემადგენლობიდან მხოლოდ სერხიო აგუერო და ჯონ გვიდეტი დარჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის შვედს მიმდინარე სეზონში ერთხელაც არ უთამაშია, მის საფეხბურთო პოტენციალს ეჭვქვეშ არავინ აყენებს. ყველაზე საინტერესო კარლოს ტევესის მომავალია. 29 წლის არგენტინელს ბოლო ორი ტურია, აღარ უთამაშია - "ლივერპულთან" ის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, "საუთჰემპტონთან" კი განაცხადშიც არ იყო.

სამხრეთამერიკელით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული. ყველაზე რეალური მათ შორის ფრანგული "მონაკოს" ვარიანტია. თავად ფეხბურთელს კი კარიერის გაგრძელება სამშობლოში ურჩევნია. "მირორის" ცნობით, თუკი "დორტმუნდმა" რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნში" გაუშვა, რურელები მის მაგივრად ედინ ჯეკოს შეიძენენ. ამ შემთხვევაში ერთადერთი პრობლემა ბოსნიელის სახელფასო მადაა, "ეტიჰადზე" მას კვირაში 120 ათას ფუნტს უხდიან. ცხადია, "ბორუსია" მას ამდენს არ ან ვერ შესთავაზებს. სამაგიეროდ, მას გარანტირებული ექნება ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

ორიოდე სიტყვა სავარაუდო ახალწვეულებზეც ვთქვათ. დიდწილად ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ იქნება "სიტის" მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონში. რობერტო მანჩინის სკამი დიდი ხანია, მორყეულია.

იტალიელს პოსტის შესანარჩუნებლად ტიტულის მოგება სჭირდება. მას ამის ერთადერთი შანსი აქვს – ასოციაციის თასი. 17 თებერვალს 1/8-ფინალში "სიტი" "ლიდს იუნაიტედს" შეხვდება და თუკი მოქმედმა ჩემპიონებმა ეს ეტაპი ვერ გადალახეს, მანჩინის უკვე შეეძლება, ჩემოდნების ჩალაგებაზე იზრუნოს.

კონკრეტულად ფეხბურთელებს რაც შეეხებათ, ლაპარაკია ატლეტიკოელ რადამელ ფალკაოზე ან ნეაპოლელ ედინსონ კავანიზე. სამხრეთამერიკელებს "სიტის" გარდა, სხვებიც იწვევენ. შესაბამისად, ინგლისელებს სერიოზული არგუმენტების მოყვანა დასჭირდებათ იმისთვის, რომ ვარსკვლავებმა არჩევანი მათ სასარგებლოდ გააკეთონ.

ამას გარდა, ლაპარაკია, რომ "სიტი" დაინტერესებულია კრისტიან ბენტეკეს (ასტონ ვილა), ბოიან კრკიჩისა (მილანი) და მაურო იკარდის ტრანსფერებით. უკანასკნელზე დასაკვირვებლად მანჩინი კვირას თავად დაესწრო "სამპდორია"-"რომას" შეხვედრას (3:1). 19 წლის ფეხბურთელმა "ჯალოროსის" 77-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაუტანა.

თავდამსხმელების გარდა, მანკუნიანელებს მატს ჰუმელსისა (დორტმუნდი) და კრისტიან ერიკსენის (აიაქსი) ყიდვაც აქვთ გეგმაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

goal.com: რობერტო მანჩინის დღეები "მანჩესტერ სიტიში" დათვლილია

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...