ნიგერიის ნაკრებმა აფრიკის თასი ისტორიაში მესამედ მოიგო და ბრაზილიაში გასამართ კონფედერაციის თასზე თამაშის უფლება მოიპოვა
ნიგერიის ნაკრებმა აფრიკის თასი ისტორიაში მესამედ მოიგო და ბრაზილიაში გასამართ კონფედერაციის თასზე თამაშის უფლება მოიპოვა.

წლევანდელი ტურნირის საბოლოო შედეგი რადიკალურად განსხვავდებოდა შარშანდელისგან, რომელზეც ნიგერიის ნაკრები საერთოდ ვერ მოხვდა, ფინალისტმა ბურკინა ფასომ კი ჯგუფში სამივე მატჩი წააგო...

ჩემპიონი

ტურნირის დაწყების წინ ნიგერიის ნაკრებს ფავორიტად არავინ მიიჩნევდა. სტივენ კეშის შეგირდებმა ასპარეზობა არც ისე დამაჯერებლად დაიწყეს და ზედიზედ ორი ფრე (ბურკინა ფასოსთან და ზამბიასთან) ითამაშეს, რის შემდეგაც გუნდი, უბრალოდ, შეუჩერებელი გახდა. აფრიკის ყველაზე დიდი მოსახლეობის პატრონი ქვეყნის ნაკრებმა დარჩენილი 4 მატჩი მოიგო, თანაც პლეი ოფის ეტაპზე კოტ დივუარი (2:1) და მალი (4:1) დაამარცხა. საბოლოოდ, ნიგერია 18-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ გაჩემპიონდა და ისტორიაში მესამე ტიტული მოიგო.

ფავორიტები

მოქმედი ჩემპიონი ზამბია ჯგუფში ჩარჩა, რაც 1992 წლის შემდეგ პირველად მოხდა (მაშინ პირველი ეტაპი ალჟირმა ვერ გაიარა), თუმცა ჩისამბა ლუნგუს და კომპანიის გასამართლებლად შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ზამბიელებთან ჯგუფში ტურნირის ფინალისტები იყვნენ.

2012 წელს ზამბიას მიერ დამარცხებული კოტ დივუარი წელსაც მთავარი ფავორიტი იყო, მაგრამ სპილოს ძვლის სანაპიროს წარმომადგენლებმა გაცემული ავანსები ვარ გაამართლეს და 1/4-ფინალში ნიგერიასთან დამარცხდნენ. ცუდად ითამაშა დიდიე დროგბამ, ვისთვისაც ეს ბოლო აფრიკის თასი იყო. როგორც ჩანს, "ჩელსის" ლეგენდა სანაკრებო კარიერას ტიტულის გარეშე დაასრულებს.

ვერ გაამართლა იმედები განის ნაკრებმაც, რომელმაც მეოთხედფინალში კაბო ვერდეს დამაჯერებლად კი მოუგო (2:0), მაგრამ შემდეგ ბურკინა ფასოსთან დამარცხდა და ზედიზედ მეორედ გავიდა მეოთხე ადგილზე (შარშანაც მალისთან წააგო).

სენსაცია

მთავარი აღმოჩენა, რა თქმა უნდა, ბურკინა ფასოს ნაკრები გახდა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 ტურნირიდან ბურკინა ფასო 8-ში მონაწილეობდა, თუმცა ჯგუფიდან მხოლოდ ერთხელ, 1998 წელს, შინ გამართულ ტურნირზე გავიდა.

მოულოდნელი იყო ისიც, რომ პირველად 1992 წლის შემდეგ, მეოთხედფინალში ვერც ერთი ჩრდილოაფრიკული ნაკრები ვერ ვიხილეთ – ალჟირი, მაროკო და ტუნისი ჯგუფში ჩარჩნენ.

სამაგიეროდ, ტურნირი წარმატებული გამოდგა დასავლეთ აფრიკისთვის. პირველად ამ ტურნირის ისტორიაში, ოთხივე ნახევარფინალისტი კონტინენტის ამ რეგიონიდან იყო და გარდა ამისა, მეოთხედფინალში კაბო ვერდეს და ტოგოს ნაკრები გუნდებიც გავიდნენ. სხვათა შორის, ორივე ნაკრებმა ამის გაკეთება პირველად შეძლო.

ვარსკვლავები

ემანუელ ემენიკემ ოთხი გოლი გაიტანა (ოთხივე თამაშიდან) და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ნამდვილი გმირი იყო სანდეი მბა, რომელმაც გამარჯვების მომტანი გოლები კოტ დ'ივუართან (1/4-ფინალში) და ბურკინა ფასოსთან (ფინალში) გაიტანა. კვლავ ბრწყინავდა ვინსენტ ენიეამა, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია.

თუმცა ნაკრების ნამდვილი ლიდერები ჯონ ობი მიკელი და ვიქტორ მოზესი იყვნენ – "ჩელსის" ფეხბურთელები მთელი ტურნირის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და საკუთარი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ.

ბურკინა ფასოს რიგებში გამორჩეული იყო ჯონათან პიტროიპა, რომელიც საბოლოოდ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ჯგუფური ეტაპის პირველ ორ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა ალან ტრაორემ, მაგრამ "ლორიანის" ფორვარდი მესამე ტურში დაიმტვრა და თამაში მხოლოდ ფინალში, ისიც ტრავმირებულს და მხოლოდ ერთი წუთით მოუწია.

ტურნირის თანაბომბარდირი გახდა ვაკასო მუბარაქი, ვინც ასევე ოთხი გოლი გაიტანა, ოღონდ სამი პენალტით. ახალგაზრდა ტუნისელი იუსუფ მსაკნი კი საუკეთესო გოლის ავტორი გახდა – 22 წლის ფეხბურთელმა პირველი ტურის მატჩის ბოლო წუთზე ალჟირის ნაკრებს მართლაც ულამაზესი გოლი გაუტანა.

მალის ნაკრების ნამდვილი ლიდერი იყო სეიდუ კეიტა, რომელიც თავის მეექვსე აფრიკის თასზე თამაშობდა.

იცოდით თუ არა, რომ...

* ბურკინა ფასოს ნაკრები, რომელსაც წინა 5 ტურნირზე სულ 4 ქულა ჰქონდა მოპოვებული, გახდა ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ნაკრები, ვისაც ოდესმე აფრიკის თასის ფინალში გაუღწევია (92-ე).

გარდა ამისა, პოლ პუტის შეგირდებმა ფინალურ ეტაპზე გასვლა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ნაკრებთან გამართული შესარჩევი მატჩის მე-6 დამატებულ წუთზე გატანილი გოლის წყალობით შეძლეს.

* სტივენ კეში, რომელიც 1994 წელს ნიგერიის ნაკრების კაპიტანი იყო, გახდა მეორე ადამიანი, ვინც აფრიკის თასი ფეხბურთელის (1994) და მწვრთნელის (2013) ამპლუაში მოიგო. აქამდე ასეთი რამ მხოლოდ ეგვიპტელ მაჰმუდ ელ გოჰარის ჰქონდა გაკეთებული.

ინდივიდუალური პრიზები:

საუკეთესო ფეხბურთელი – ჯონათან პიტროიპა (ბურკინა ფასო).

საუკეთესო ბომბარდირები – ემანუელ ემენიკე (ნიგერია) და ვაკასო მუბარაქი (განა) – 4 გოლი

ფეარ პლეის პრიზი – ვიქტორ მოზესი (ნიგერია)

საუკეთესო გოლი – იუსუფ მსაკნი (ტუნისი) – ალჟირის წინააღმდეგ

სიმბოლური ნაკრები (3-2-3-2):

ენიეამა (ნიგერია) – ბაკარი კონე (ბურკინა ფასო), ნანდო (კაბო ვერდე), ეფე ემბროუსი (ნიგერია) – ჯონ ობი მიკელი (ნიგერია), სეიდუ კეიტა (მალი) – ჯონათან პიტროიპა (ბურკიან ფასო), ვაკასო მუბარაქი (განა), ვიქტორ მოზესი (ნიგერია) – ემანუელ ემენიკე (ნიგერია), ასამოა გიანი (განა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვიქტორ მოზესი: ვამაყობ, რომ ნიგერიელი ვარ

"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
"არადა, ხალხს ის ნორმალურ ადამიანად მიაჩნდა" - მარსელომ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
პარალელები დონარუმასთან - რა პოლიტიკის დაგეგმვას ცდილობს პსჟ და რატომ შეიძლება არ განაახლოს კონტრაქტი დემბელემ
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!