დავრწმუნდით, რომ ქართულ ფეხბურთს ახალი თაობა უაღრესად ნიჭიერი ჰყავს
ქართველ გულშემატკივრებს დიდი სიხარულისთვის ძალიან პატარა საბაბიც ჰყოფნით ხოლმე, ჩვენი 17-წლამდელების ასეთი შესანიშნავი თამაში კი არცთუ პატარა წარმატებაა. თბილისში გამართული შესარჩევი ჯგუფის ბოლო ტურში კობა ჟორჟიკაშვილის გუნდს შვედეთთან ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ ბიჭებმა კიდევ ერთხელ გაგვახარეს შემტევი ფეხბურთით და იმისდა მიუხედავად, რომ მეორე ტაიმში ბევრი ვინერვიულეთ, ეს მატჩიც დამსახურებულად მოვიგეთ და ელიტრაუნდშიც ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე შევაბიჯეთ. რა გასაკვირია, რომ 17 წლის ჭაბუკებს წუნით საკმაოდ ჰქონდეთ, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ...

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართულ ფეხბურთს ახალი თაობა უაღრესად ნიჭიერი ჰყავს და მხოლოდ ის უნდა ვისურვოთ, რომ ამ ჭაბუკებმა განვითარება არ შეწყვიტონ. თუ მათი პროგრესი სასურველი ტემპით გაგრძელდა, არცთუ დიდი ხნის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა გახდება. მანამდე კი კიდევ არის დრო და სასიხარულოა, რომ ლოკალური, მაგრამ უაღრესად საპასუხისმგებლო ამოცანის წინაშე დავდექით – გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ვიბრძოლებთ და თუ ჩვენს 17-წლამდელებს მოსამზადებლად სათანადო პირობებს შეუქმნიან, ისინი არც იქ შეირცხვენენ თავს.

მოგებულ თამაშზე წერა ყოველთვის სასიამოვნოა, ასევე დიდი სიამოვნებით მივულოცავთ ამ გამარჯვებას ნაკრების სამწვრთნელო შტაბს, თითოეულ ფეხბურთელს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. ცალკე უნდა შევაქოთ "ქართული სპორტის ქომაგები", რომლებმაც მთელი ამ ტურნირის განმავლობაში დაუღალავი გულშემატკივრობით ჩვენს გუნდს უდიდესი სამსახური გაუწიეს.

პირველი ტაიმი ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა და საგოლე შანსებიც გვქონდა. შეხვედრა ხუთი წუთის დაწყებულიიყო, ლუკას ჰუფნაგელმა მახვილგონივრული გადაცემით რომ მოძებნა ავთო ენდელაძე, რომლის ფლანგური გადაცემის შემდეგაც ნიკა დიასამიძემ არაზუსტად დაარტყა. პირველ ტაიმში ორჯერ შეეძლო გატანა ჩვენს მთავარ ფორვარდ ბაჩანა არაბულს, რომელსაც ჯერ ჯარიმა აუღო შვედთა მეკარემ, მერე კი თავური ვერ გაიტანა.

ასეთი მატჩიდან ვინმეს გამორჩევა შეიძლება არც ღირდეს, მაგრამ გურამ სამუშიამ განსაკუთრებული შექება მაინც დაიმსახურა. ვერცხლისწყალივით მოძრავმა ფლანგელმა მეტოქეს უამრავი თავსატეხი გაუჩინა და ისიც ლოგიკურია, გამარჯვების გოლი მან რომ გაიტანა. ლუკას ჰუფნაგელის "გაქართველება" კი აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯია. ეს 17 წლის ბიჭი ასაკისთვის შეუფერებელი სიდინჯითა და საფეხბურთო აზროვნებით გამოირჩევა. თუმცაა კიდევ გავიმეოროთ, რომ გამარჯვებისთვის ყველამ თავი დადო...

შესვენების შემდეგ შვედები საგრძნობლად გამოცოცხლდნენ, ქართველები კი ისე ყოჩაღად ვეღარ უტევდნენ. თამაშის სადავეებს მაინც ვაკონტროლებდით, მაგრამ დაძაბულობა წუთიდან წუთამდე იზრდებოდა - მეტოქეს დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა და მთელი ძალებით უტევდა. ჩვენთვის ყველაზე სახიფათო სტალის მიერ ახლო მანძილიდან აცილებული თავური იყო. 77-ე წუთზე კი გაბრიელ თებიძემ სოდერსტრიომის არცთუ სახიფათო, მაგრამ მეკარისთვის მაინც უსიამოვნო შორეული დარტყმა მოიგერია.

თითქოს ყველაფერი ჩვენთვის სასურველი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ წინ წასულმა შვედებმა ზურგი მოაშიშვლეს, რამაც ქართველებს სწრაფი კონტრშეტევის განხორციელების საშუალება მისცა. შეცვლაზე შესულმა თემურ მარკოზაშვილმა ბურთი სტუმართა საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ყველას სამუშიამ დაასწრო და ეფექტური თავურით გამარჯვება და ელიტრაუნდი დაგვიბევა.

23.10. თბილისი. ბ. პაიჭაძე. 4 000 მაყურებელი

საქართველო-შვედეთი 1:0

1:0 სამუშია (80)

საქართველო შვედეთი

4-2-3-1 4-4-2

თებიძე სტერლანდერი

მთივლიშვილი იესპერ ანდერსონი

კახიძე იოჰან ანდერსონი

სანდოხაძე აუგუსტინსონი

მონიავა ფორსელი

გოგიჩაიშვილი ლარსონი

ჰუფნაგელი სტალი

დიასამიძე ოვუსუ

ენდელაძე ისლამოვიჩი

სამუშია ესპლინგი

არაბული პივოვსკი

მწვრთნელი მწვრთნელი

კ. ჟორჟიკაშვილი რ. ლარსონი

საქართველო

50. გოგიჩაიშვილი – მარკოზაშვილი

50. დიასამიძე - ფანცულაია

64. კახიძე – ცნობილაძე

სათადარიგოები: მიქავა, კვარაცხელია, სარჯველაძე, ჭიღვარია

შვედეთი

41. ესპლინგი – შიობერგი

59. ოვუსუ – ტიბლინგი

71. აუგუსტინსონი – სოდერსტრიომი

სათადარიგოები: მიულერი, ბლომკვისტი, ლინდგრენი, ჟივანოვიჩი

არბიტრი: გ. სპირკოსკი (მაკედონია)

[იხილეთ სამუშაიას გოლი].

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...