მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, პორტუგალიელ ფორვარდს კლუბის ლეგენდის სტატუსი მიანიჭოს
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, პორტუგალიელ ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს კლუბის ლეგენდის სტატუსი მიანიჭოს.

ის, რომ რონალდო კლუბის ახალი ლეგენდაა, კლუბის ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამოსვლის პერიოდში ფეხბურთელმა 179 მატჩში 182 გოლი გაიტანა. ის მეტოქის კარში გოლს საშუალოდ თამაშში 1,02-ჯერ იტანდა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო მიღწევაა.

იმ ფეხბურთელებიდან, რომლებმაც "რეალის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში დაიმკვიდრეს ადგილი, რონალდოსთან მიახლოებული მაჩვენებელი ფერენც პუშკაშს აქვს - მან 242 გოლი 261 მატჩში გაიტანა (საშუალოდ 0,93 გოლი თამაშში).

რონალდოს მიღწევებთან დაკავშირებით "რეალის" ხელმძღვანელობამ სპეციალურ შეხვედრას გაუკეთა ორგანიზება, სადაც "სამეფო კლუბის" სხვა ლეგენდარული მოთამაშეებიც მიიწვია: პირი, ხენტო, ამანსიო და ბუტრაგენიო (ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ).

დავძენთ, რომ "რეალის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი რაულია, რომელმაც 741 მატჩში 323 გოლი გაიტანა.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"