ცნობილი ხორვატი მწვრთნელი ნევენ სპაჰია ყოფილ იუგოსლავიაში სამოქალაქო ომის დროს სამხედრო დანაშაულშია ეჭვმიტანილი
ცნობილი ხორვატი მწვრთნელი ნევენ სპაჰია ყოფილ იუგოსლავიაში სამოქალაქო ომის დროს სამხედრო დანაშაულშია ეჭვმიტანილი.

თურქეთის "ფენერბაჰჩეს" ამჟამინდელი დამრიგებელი 90-იანი წლების დასაწყისში 72-ე ბატალიონში მსახურობდა. ორი დღის წინ, სპაჰია ქალაქ სპლიტის სასამართლოში გამოიძახეს ჩვენების მისაცემად. საქმე ეხება 1992 წლის 2 მარტს ხორვატიის ქალაქ შიბენიკის ციხეში 21 სერბი მეომრისა და უბრალო მოქალაქის წამებისა და მკვლელობის ფაქტს.

სპაჰია ამ და სხვა საქმეებში მოწმედ გადის, მაგრამ არ არის გამორიცხული, სასამართლომ მწვრთნელს ბრალდებულის სტატუსი მიანიჭოს. მაშინდელი 72-ე ბატალიონის რამდენიმე წევრი უკვე დაპატიმრებულია და მათ ბრალიც წაუყენეს. დანარჩენი წევრების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც ხორვატული პრესა წერს, სპაჰიას ხშირად ხედავდნენ შიბენიკის ციხეში, სადაც ის სერბების წამებას ესწრებოდა - ეს ფაქტი აღიარა ბატალიონის ერთ-ერთმა ოფიცერმა რაიკო ზარკოვიჩმა და ისიც დაამატა, რომ ცნობილ მწვრთნელს არ ჰქონდა ციხეში შესვის უფლება. თუმცა ისიც ირკვევა, რომ სპაჰიას როლი უბრალოდ დასწრებით შემოიფარგლებოდა და მომავალი მწვრთნელი წამებასა და მკვლელობებში უშუალო მონაწილეობას არ იღებდა.

შეგახსენებთ, რომ ნევენ სპაჰია შარშან ესპანეთის "ვალენსიას" ავარჯიშებდა და ამ გუნდს ევროპის თასი მოაგებინა. სწორედ ამის შემდეგ გადაბარგდა ის "ფენერბაჰჩეში".

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა