ლიგა 1-ის წლევანდელი სეზონი საკმაოდ შედეგიანია და ეს ტენდენცია XXIV ტურშიც გაგრძელდა. "ლილმა" "სტად ჟერლნაზე" დიდი ხნის პაუზის შემდეგ მოიგო. მევლუთ ერდინჩმა კი საიუბილეო თამაში გატანილი გოლით აღნიშნა...
მთავარი:

600 – მატიო ბოდმერმა წლევანდელი სეზონის მე-600 გოლი გაიტანა, მისმა "სენტ ეტიენმა" კი "მონპელიეს" 4:1 მოუგო. "ლილის", "ლიონის" და პსჟ-ის ყოფილ ფეხბურთელს გოლი 2011 წლის 18 სექტემბრის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი, ახალ კლუბში კი თავის გამოჩენა მოედანზე გამოსვლიდან სამ წუთში შეძლო. წლევანდელ სეზონში, 24 ტურის შემდეგ, უკვე 617 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ 2.6-ს უდრის. შარშან მაყურებელმა 38 ტურში 956 გოლი იხილა (საშუალოდ 2.5). ასე რომ, თუ ფეხბურთელები ასე გააგრძელებენ, წლევანდელი სეზონი შარშანდელზე შედეგიანი იქნება.

გუნდური მიღწევები:

1 - "რეიმსმა" სტუმრად "ნანსის" 2:1 მოუგო და 15-მატჩიანი მოუგებელი საგარეო სერია შეწყვიტა. გარდა ამისა, ეს ამ სეზონში, შამპანის კლუბისთვის სტუმრად მოპოვებული პირველი გამარჯვება იყო და ასევე, "რეიმსმა" საგარეო მატჩში სამი ქულის აღება 35-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა – უკანასკნელად, ლიგა 1-ის შეხვედრაში სტუმრად მოგება "რეიმსმა" 1978 წლის 25 აპრილს შეძლო, როდესაც სოშოში იმარჯვა (3:2).

1 - "ლილმა" 2005 წლის შემდეგ ლიონში პირველად მოიგო. "ძაღლებმა" "ოლიმპიკი" მაშინაც და ახლაც ერთნაირი ანგარიშით, 3:1 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით რუდი გარსიას გუნდმა 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა (3 ფრე და 3 წაგება) და გარდა ამისა, 7-მდე გაზარდა იმ მატჩების რაოდენობა, რომელშიც "ლილი" "სტად ჟერლანზე" მინიმუმ ერთ გოლს მაინც იტანს.

2 - "რენმა" სახლში "ტულუზს" 2:0 სძლია. ბრეტონელებმა ბოლო 13 შეხვედრიდან 10-ში მინიმუმ ორი გოლი გაიტანეს. ამ პერიოდში (უკანასკნელ 13 ტურში) ფრედერიკ ანტონეტის გუნდმა 24 გოლი გაიტანა და ამ მხრივ, მხოლოდ "პარი სენ ჟერმენს" (28 გოლი) ჩამორჩება.

ინდივიდუალური მიღწევები:

120 - "ბასტიასთან" შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 3:1 მოიგო, მარკო ვერატიმ 120 პასი გააკეთა. აქედან 109 ზუსტი იყო. ახალგაზრდა იტალიელი ნახევარმცველი, მიმდინარე სეზონში, ორივე ამ კატეგორიის ლიდერია.

150 - "რენი"-"ტულუზის" შეხვედრა მევლუთ ერდინჩისთვის ლიგა 1-ში 150-ე გამოდგა. თურქმა, ვისაც აქამდე "სოშოსა" და "პარი სენ ჟერმენში" უთამაშია, საიუბილეო მატჩი გატანილი გოლით აღნიშნა. ერდინჩს "ტულუზის" კარში უკვე 7 ბურთი აქვს გატანილი, ამდენჯერ კი მას არცერთი სხვა კლუბის კარი არ დაულაშქრავს.

1 - "ბრესტთან" მოგებულ შეხვედრაში (2:1), "ვალანსიენის" კაპიტანმა რუდი მატერმა სეზონის პირველი გოლი გაიტანა. ბოლო გოლი მატერს 2010 წლის 13 თებერვალს ჰქონდა გატანილი. ახლა 32 წლის მცველის ანგარიშზე 5 გოლია (204 შეხვედრაში), აქედან 4 მატერმა საშინაო არენაზე გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიგა 1. XXIV ტური: "პარი სენ-ჟერმენი" შეუჩერებელია

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"