ვიქტორია აზარენკას მსოფლიოს რეიტინგში პირველობის შენარჩუნების მცირე შანსი აქვს
როგორც ვწერდით, ამ კვირას დოჰაში დაიწყო უმაღლესი კატეგორიის ტურნირი ქალთა შორის და ისიც აღვნიშნეთ, რომ მომავალ ორშაბათს, WTA-ს კლასიფიკაციის უმაღლეს საფეხურზე, შესაძლოა, ახალი ჩოგბურთელი ვიხილოთ.

თუმცა, სანამ ამ საკითხზე კონკრეტულად ვილაპარაკებდეთ, მიმოვიხილოთ რეიტინგში აზარენკას ლიდერობა. ორი დღის წინ გამოქვეყნდა WTA-ს ახალი რეიტინგი და ბელორუსი ჩოგბურთელის ბატონობა ზედიზედ 32 კვირას გაუტოლდა, რაც მე-20 შედეგია სპორტის ისტორიაში.

ამ მხრივ, რეკორდის მფლობელია შტეფი გრაფი, რომელმაც პირველი ადგილი ზედიზედ 186 კვირის განმავლობაში შეინარჩუნა. ლეგენდარული გერმანელისთვის ეს იყო პირველი მოხვედრა კლასიფიკაციის უმაღლეს საფეხურზე, როცა 18 წლისამ თვით მარტინა ნავრატილოვა დააქვეითა. სამნახევარი წლის განმავლობაში მას ბადალი არ ჰყავდა ქალთა ტურში. ამ ხანგრძლივი პერიოდის ბოლოს მას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა მონიკა სელეშის სახით და სწორედ იუგოსლაველმა შეძლო გრაფისთვის ლიდერობის ჩამორთმევა.

მეორე ადგილი უკავია ნავრატილოვას. ამერიკელი ცხრაჯერ გახდა მსოფლიოს პირველი ნომერი, მაგრამ ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა მისი მეშვიდე აღმასვლა. იმ მომენტში მარტინას დიდ კონკურენციას უწევდა კრის ევერტი. ისინი დიდი ხანი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ პირველ პოზიციაზე, მაგრამ 1982 წელს მარტინამ ხელთ იგდო ინიციატივა.

ხანდახან, დიდი ტურნირების ფინალებში, ევერტი ამარცხებდა ნავრატილოვას, მაგრამ მარტინა უფრო სტაბილური იყო და პირველ ადგილზე ზედიზედ 156 კვირა გაატარა. ბოლოს ის კვლავ ევერტმა შეავიწროვა.

თავად კრისს, ხანგრძლივობის მიხედვით, მესამე სერია აქვს. ევერტი ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში პირველი ლიდერი იყო. 1976 წელს მას მხოლოდ ორი კვირით გაასწრო ივონ გულაგონგმა, რის შემდეგაც ამერიკელი ორი წელი არავის უთმობდა პირველობას. მისი ბატონობა ნავრატილოვამ დაამხო, როცა 1978 წელს პირველად მოიგო უიმბლდონი.

სულ ამ რეიტინგის პირველ ათეულში ხუთი ჩოგბურთელის სერიაა შესული. უკვე ჩამოთვლილი ჩოგბურთელების გარდა, აქ მოხვდნენ მონიკა სელეში და მარტინა ჰინგისი. აღსანიშნავია, რომ გრაფის ერთბაშად სამი სერიაა შესული პირველ შვიდეულში.

ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ორმა ჩოგბურთელმა შეძლო პირველი პოზიციის წელიწადზე მეტხანს შენარჩუნება. სერენა უილიამსი 2002-2003 წლებში 57 კვირა იყო ლიდერი, ჟუსტინ ანენმა 2007-08 წლებში 61 კვირა შეინარჩუნა პირველობა. ამ სერიის გაგრძელებაც შეიძლებოდა, მაგრამ ბელგიელმა ის თავისი სურვილით შეწყვიტა, როცა პირველად წავიდა დიდი სპორტიდან.

1. შტეფი გრაფი 186 კვირა

2. მარტინა ნავრატილოვა 156

3. კრის ევერტი 113

4. შტეფი გრაფი (2) 94

5. მონიკა სელეში 91

6. მარტინა ნავრატილოვა (2) 90

7. შტეფი გრაფი (3) 87

8. მარტინა ჰინგისი 80

9. კრის ევერტი (2) 76

10. მარტინა ჰინგისი (2) 73

ახლა კი იმ ვარიანტების შესახებ, რომელთა მიხედვითაც შეიძლება შეიცვალოს რეიტინგის ლიდერი დოჰას ტურნირის შემდეგ. ვიქტორია აზარენკა ისევ მოხვდა ისეთ სიტუაციაში, როცა მასზე ბევრი რამ არ არის დამოკიდებული. იმის გათვალისწინებით, რომ ბელორუსი დოჰაში ტიტულს იცავს, ის თავისი ქულების მონაგარს ვერაფერს შემატებს. სერენა უილიამსსა და მარია შარაპოვას კი შარშან აქ არ უთამაშიათ.

ყატარის ტურნირზე დაახლოებით იგივე სიტუაციაა, რაც ავსტრალიის ღია პირველობაზე იყო. სერენას ნახევარფინალში გასვლა ეყოფა ვიქტორიასთვის გასასწრებად და ფინალი შარაპოვას უკან ჩამოსატოვებლად. ოღონდ ამჯერად ბადე ისეა შედგენილი, რომ მარია და სერენა ერთ ნახევარში მოხვდნენ და შესაბამისად, ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდებიან. რა თქმა უნდა, ასეთი ინტრიგა მხოლოდ ამშვენებს ტურნირს.

ამ ბრძოლაში ფავორიტად ისევ სერენა მოჩანს, თუნდაც იმიტომ, რომ ის არავისზეა დამოკიდებული. თუმცა ეს მარიასაც ეხება, რადგან თუ ტურნირზე გაიმარჯვებს, გარანტირებული ექნება პირველი ადგილი. აზარენკას კი იმის იმედი უნდა ჰქონდეს, რომ ვინმე შეძლებს უილიამსის შეჩერებას; ამასთან, თავად უნდა გამოვიდეს კარგად. თუ ის ფინალზე ადრე დატოვებს ტურნირს, ნებისმიერ შემთხვევაში დაკარგავს პირველ ადგილს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დიდი ჩოგბურთი ბრუნდება

პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ