კალათბურთი. NBA. წინასასეზონო მატჩები
ორი დღეც და ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ახალი რეგულარული სეზონი დაიწყება, მანამდე კი გუნდებმა დაასრულეს საჩვენებელ მატჩებში გამოსვლა და თან ბოლო კორექტივებიც შეიტანეს შემადგენლობების დაკომპლექტებაში.

ასე მაგალითად, "მაიამი ჰიტმა" არჩევანი შეაჩერა ცნობილ ვეტერანზე, 36 წლის ჯერი სტეკჰაუსზე, რომელთანაც ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ჯერისთვის "ჰიტი" მეექვსე კლუბია კარიერაში. მან ფლორიდელთა რიგებში მაიკ მილერი უნდა შეცვალოს, რომელიც იანვრამდე ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.

შარშანდელი სეზონი სტეკჰაუსმა "მილუოკიში" დაასრულა და ამ გუნდის რიგებში 42 მატჩში საშუალოდ 8.5 ქულა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ ჯერიმ ჯერ კიდევ ზაფხულში გამოთქვა "მაიამიში" გადასვლის სურვილი, სადაც კარიერაში პირველი საჩემპიონო ბეჭდის მოპოვების შანსი მიეცა.

ერთი ახალწვეულის ჰყავს "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსს". ბოლო კვირა აქტიურად საუბრობდნენ ამ გუნდში გამოცდილი არგენტინელის, 35 წლის ფაბრისიო ობერტოს სავარაუდო ტრანსფერის შესახებ. გარიგება შაბათს შედგა - მხრეებმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

სამხრეთამერიკელმა ცენტრმა გასული სეზონში "ვაშინგტონის" მაისურით 57 მატჩი ითამაშა და საშუალოდ 1.5 ქულითა და 1.8 მოხსნით დაეხმარა დედაქალაქურ კლუბს. მანამდე ობერტო "სან ანტონიო სპურსის" წევრი იყო.

"იუტა ჯაზის" გულშემატკივრები დაამშვიდა ამ გუნდის ლიდერმა დერონ უილიამსმა. ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო გამთამაშებელმა განაცხადა, რომ "ჯაზის" რიგებში ყველაფერი აკმაყოფილებს და მზად არის მაქსიმუმი გაიღოს კლუბის გაჩემპიონებისთვის.

დერონის კონტრაქტს 2012 წლის ზაფხულში გადის ვადა და მცველს შეეძლო უფრო ამბიციურ კლუბში გადასვლაზე ეზრუნა, მაგრამ უილიამსი დღევანდელი "იუტას" მომზადების დონით კმაყოფილია.

"ახალი სეზონის წინ გაცილებით ძლიერად გამოვიყურებით და სერიოზულ მოსამზადებელ ეტაპს გავდივართ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ ღირს სხვა გუნდში გადასვლაზე ფიქრი. შარშან პლეი ოფის მეორე რაუნდიდან გამოვეთიშეთ ბრძოლას, მაგრამ საერთო ჯამში, მაინც კარგად გამოვედით. ახლა მზად ვარ მთლიანად მივუძღვნა საკუთარი თავი "იუტას" და ყველაფერი გავაკეთო მისი წარმატებისთვის", - განაცხადა დერონ უილიამსმა.

სხვათა შორის, "იუტა" წინასასეზონო პერიოდის ჩემპიონი გახდა (იხილეთ ცხრილი). ამ გუნდმა რვა საწვრთნელი შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო. ასევე ასპროცენტრიანი მაჩვენებლით დაასრულეს მოსამზადებელი პერიოდი "ორლანდომ" და "მემფისმა", თუმცა მათ 7-7 თამაშის ჩატარება მოუწიათ და ამიტომაც ჩამორჩნენ "ჯაზმენებს".

ტორონტო-ნიუ იორკი 108:103

27:26, 35:19, 21:24, 25:34

ტ: ბარნიანი (15), ანდერსენი (12+5 მოხსნა), ბარბოზა (12), კლეიზა (12), კალდერონი (11+6 პასი), დეროზანი (11), უიმსი (11).

ნ-ი: სტაუდმაიერი (24), უოლკერი (13), ფელტონი (12+5 პასი), ფილდსი (12), მეისონი (10).

შარლოტი-ატლანტა 99:66

26:24, 31:10, 30:15, 12:17

შ: ჯექსონი (21+8 მოხსნა), უოლასი (12+8 მოხსნა), დიაო (12), ტომასი (12), ბრაუნი (11+8 მოხსნა), ოგუსტინი (10+5 პასი).

ა: ჯამ. კროუფორდი (15), ჰორფორდი (12), ჯორ. კროუფორდი (10).

დეტროიტი-მემფისი 103:106

29:24, 26:31, 24:25, 24:26

დ: დეი (22+6 მოხსნა), სტაკი (18+7 პასი), ვილანუევა (15), ჰემილტონი (14), პრინსი (11+7 მოხსნა).

მ: გასოლი (16), იანგი (16), მაიო (15), არტური (14+6 მოხსნა), ჰენრი (13), ალენი (12+5 მოხსნა).

ჩიკაგო-ინდიანა 102:74

32:17, 27:21, 24:20, 19:16

ჩ: დენგი (29+8 მოხსნა), როუზი (14+6 პასი), გიბსონი (11), ჯონსონი (11), აშიქი (6+10 მოხსნა).

ი: ჰიბერტი (14), კოლისონი (14), პრაისი (11), ჯორჯი (6+10 მოხსნა).

მილუოკი-მინესოტა 118:119 (ო)

29:22, 28:32, 29:26, 21:27, 11:12

მილ: დელფინო (18+8 მოხსნა+8 პასი), მაგეტი (17), ილიასოვა (15+8 მოხსნა), დუგლას-რობერტსი (15+8 მოხსნა), გუდენი (12+5 მოხსნა), ჯენინგსი (12), დულინგი (11+5 პასი), სანდერსი (10+8 მოხსნა).

მინ: რიდნური (17+7 პასი+5 მოხსნა), ელინგტონი (16), პეკოვიჩი (15+5 მოხსნა), მილიჩიჩი (12+10 მოხსნა), ბისლი (10+6 მოხსნა), ბრიუერი (10).

დალასი-ჰიუსტონი 97:96

20:26, 27:27, 29:30, 21:13

დ: ბატლერი (25), ნოვიცკი (20+6 მოხსნა), ტერი (15+5 პასი), მერიონი (12+9 მოხსნა).

ჰ: ბადინგერი (19), ბრუქსი (18), მარტინი (17).

იუტა-საკრამენტო 82:71

25:23, 19:17, 20:18, 18:13

ი: ჯეფერსონი (12+6 მოხსნა), ფესენკო (12+5 მოხსნა), ბელი (12).

ს: უდრიხი (16), ლენდრი (13+6 მოხსნა).

ფინიქსი-დენვერი 106:144

25:29, 36:49, 24:35, 21:31

ფ: დადლი (17+6 მოხსნა), რიჩარდსონი, კლარკი (13), ლოპესი (12+7 მოხსნა), ნეში (11+12 პასი), დრაგიჩი (10).

დ: ლოუსონი (29), უილიამსი (27+8 მოხსნა), ფორბსი (25), აფლალო (24+10 პასი+9 მოხსნა), კარტერი (20+5 პასი), ელი (11).

ლეიკერსი-გ. სტეიტი 105:102 (ო)

20:32, 25:20, 24:27, 29:19, 7:4

ლ: ბრაიანტი (22+7 პასი), ბრაუნი (18), ფიშერი (13), გასოლი (12+8 მოხსნა+5 პასი), არტესტი (11+7 მოხსნა+5 ჩაჭრა), ვუიაჩიჩი (11).

გ-ს: ელისი (41), უილიამსი (27+8 პასი), ლი (16+14 მოხსნა), ბიედრინსი (4+10 მოხსნა).

აღმოსავლეთი

თ მ წ %

1. ორლანდო 7 7 0 100.0

2. ბოსტონი 8 7 1 87.5

3. კლივლენდი 7 6 1 85.7

4. ჩიკაგო 8 4 4 50.0

5. შარლოტი 8 4 4 50.0

6. ტორონტო 8 4 4 50.0

7. ვაშინგტონი 7 3 4 42.9

8. ინდიანა 7 3 4 42.9

9. დეტროიტი 8 3 5 37.5

10. მილუოკი 8 3 5 37.5

11. მაიამი 6 2 4 33.3

12. ნიუ ჯერსი 7 2 5 28.6

13. ფილადელფია 7 2 5 28.6

14. ნიუ იორკი 7 2 5 28.6

15. ატლანტა 7 2 5 28.6

დასავლეთი

თ მ წ %

1. იუტა 8 8 0 100.0

2. მემფისი 7 7 0 100.0

3. მინესოტა 8 6 2 75.0

4. ლეიკერსი 7 4 3 57.1

5. დენვერი 8 5 3 62.5

6. დალასი 8 4 4 50.0

7. ოკლაჰომა 6 3 3 50.0

8. სან ანტონიო 6 3 3 50.0

9. ჰიუსტონი 8 4 4 50.0

10. პორტლენდი 7 3 4 42.9

11. საკრამენტო 7 3 4 42.9

12. გ. სტეიტი 8 3 5 37.5

13. ფინიქსი 8 2 6 25.0

14. კლიპერსი 8 1 7 12.5

15. ნიუ ორლეანი 8 1 7 12.5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"