"ბოსტონ სელტიქსმა", რომელმაც რაჟონ რონდოს დამტვრევის შემდეგ ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგო
"ბოსტონ სელტიქსმა", რომელმაც რაჟონ რონდოს დამტვრევის შემდეგ ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგო, ეს ბრწყინვალე სერია იმ გუნდთან მატჩში შეწყვიტა, რომელთანაც, წესით, მოგება არ უნდა გასჭირვებოდა. თუმცა "კელტების" "შარლოტთან" მარცხი მაინც მოსალოდნელი იყო, რადგან წინა დღეს, ვეტერანებით სავსე გუნდმა სამი ოვერტაიმი ითამაშა "დენვერის" წინააღმდეგ და "ბობკეტსთან" მატჩს დაღლილი შეხვდა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დოკ რივერსის შეგირდებს შეეძლოთ მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა. ბოლო ათ წამში, როცა სტუმრები სამი ქულით იყვნენ ჩამორჩენილი, "ბოსტონმა" ორი სამქულიანის შესრულება მოასწრო, მაგრამ ვერც პოლ პირსმა და ვერც ეივერი ბრედლიმ ბურთი კალათში ვერ მოათავსა და "შარლოტმა" ბოლო რვა მატჩში პირველ გამარჯვებას მიაღწია.

ცენტრალური მატჩი გაიმართა ჩიკაგოში, სადაც "სან ანტონიო" ჩავიდა სათამაშოდ. "სპურსის" გამარჯვებისა არავის სჯეროდა, რადგან გრეგ პოპოვიჩის გუნდმა სამი მთავარი ვარსკვლავის გარეშე ითამაშა. გუნდს უკვე დიდი ხანია აკლია ტიმ დანკანი და მანუ ჯინობილი, გუშინ კი დასვენების საშუალება მიიღო ტონი პარკერმა. მართლაც, "სან ანტონიო" ამ ტრიოს გარეშე განწირული ჩანდა.

მაგრამ ტექსასელებმა დაამტკიცეს, რომ დღეს ლიგაში ყველაზე კარგი სათადარიგოთა სკამისა და ღრმა შემადგენლობის პატრონები არიან. "სპურსმა" ისევ მოიგო, თანაც ეს ძალიან დამაჯერებლად გააკეთა. სტუმრებმა მხოლოდ ერთხელ - მეოთხე მეოთხედის დასაწყისში მისცეს მეტოქეს ერთი ქულით მიახლოების საშუალება, მაგრამ შემდეგ, მათთვის დამახასიათებელი მეთოდურობით მოუსპეს ყველა შანსი "ხარებს". როგორც ჩანს, ამ გუნდისთვის მართლაც სულერთია რა შემადგენლობით გადის მოედანზე.

კავაი ლეონარდმა კარიერის რეკორდი დაამყარა შედეგიანობის მხრივ (26 ქულა), დენი გრინი და გერი ნილი დამაჯერებლად უტევდნენ შორი მანძილიდან, ნანდო დე კოლომ კი ბრწყინვალედ შეასრულა ძირითადი გამთამაშებლის როლი. დაუმატეთ ამას წინა ხაზის მოთამაშეების - ტიაგო სპლიტერისა და ბორის დიაოს ხარისხიანი თამაში და ცხადი გახდება, რის ხარჯზე მიაღწია "სპურსმა" საჭირო შედეგს.

"ჩიკაგოს" მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომ კი თავისი გუნდის წაგება 19 შეცდომას დააბრალა, რომელიც "სან ანტონიომ" 29 ქულაში გარდასახა.

ფილადელფია-კლიპერსი 90:107

22:30, 11:26, 26:32, 31:19

ფ: ნ. იანგი (29+5 პასი+3 ჩაჭრა), ჰოლიდეი (10+9 პასი), ტერნერი (10+5 მოხსნა), პარგო (10), ჰოიესი (5+10 მოხსნა).

კ: პოლი (21+11 პასი+5 ჩაჭრა), გრიფინი (20+9 მოხსნა+5 პასი), კროუფორდი (20), ბარნსი (11), ბლედსოუ (10+5 პასი), ჯორდანი (8+10 მოხსნა).

შარლოტი-ბოსტონი 94:91

24:26, 18:22, 33:24, 19:19

შ: მალენსი (25+18 მოხსნა), სეშენსი (19), უოკერი (18+6 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), ჰენდერსონი (16).

ბ: გრინი (18), გარნეტი (16+13 მოხსნა), პირსი (13+8 მოხსნა+8 პასი), ტერი (12+6 პასი).

კლივლენდი-მინესოტა 92:100

27:25, 19:24, 19:23, 27:28

კ: ირვინგი (20+7 პასი), ტომპსონი (16+9 მოხსნა+4 ჩაჭრა), უეიტერსი (12), გი (11), სპეიტსი (10), ელინგტონი (10).

მ: რიდნური (21), პეკოვიჩი (16+10 მოხსნა), რუბიო (13+10 პასი+5 ჩაჭრა), უილიამსი (12+5 მოხსნა), შვედი (12), ჟელაბალი (11+6 მოხსნა).

ინდიანა-ბრუკლინი 84:89 (ო)

13:20, 27:15, 14:23, 22:18, 8:13

ი: ჰილი (22+6 პასი), სტივენსონი (14), პენდეგრაფი (14+10 მოხსნა), ჰიბერტი (12+10 მოხსნა+3 დაფარება).

ბ: ლოპესი (25+8 მოხსნა), ჯონსონი (17), ტეილორი (12), უოლასი (11+11 მოხსნა), ევანსი (8+22 მოხსნა).

დეტროიტი-ნიუ ორლეანი 86:105

23:27, 18:28, 20:22, 25:28

დ: სტაკი (19), მონრო (17+11 მოხსნა), სინგლერი (14+5 მოხსნა), კალდერონი (13+9 პასი+4 ჩაჭრა).

ნ-ო: ანდერსონი (31), ლოპესი (23+10 მოხსნა), მეისონი (14+5 მოხსნა), ამინუ (12+14 მოხსნა), ვასკესი (9+13 პასი).

ჩიკაგო-სან ანტონიო 89:103

24:20, 18:31, 29:25, 18:27

ჩ: რობინსონი (20+7 პასი+3 ჩაჭრა), ჰემილტონი (16), ბუზერი (14+8 მოხსნა), დენგი (11+11 მოხსნა), ნოა (7+15 მოხსნა+5 პასი).

ს-ა: ლეონარდი (26), გრინი (18+6 მოხსნა), სპლიტერი (16+5 მოხსნა), ნილი (16), დიაო (10+3 ჩაჭრა).

მილუოკი-ვაშინგტონი 90:102

32:29, 15:26, 24:19, 19:28

მ: ელისი (24+7 მოხსნა+8 პასი+6 ჩაჭრა), ილიასოვა (19+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), დანლივი (11).

ვ: ბილი (28), ნენე (21+13 მოხსნა+6 პასი), უოლი (14+10 პასი), ოკაფორი (12+10 მოხსნა).

დალასი-ატლანტა 101:105

23:31, 25:18, 33:33, 20:23

დ: ნოვიცკი (24+7 მოხსნა), მაიო (19), კოლისონი (14+5 მოხსნა+10 პასი), კარტერი (13+5 მოხსნა), რაიტი (11+5 მოხსნა), მერიონი (10+5 მოხსნა).

ა: სმიტი (26+13 მოხსნა+6 პასი), ჰორფორდი (21+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტიგი (20+9 პასი), ჰარისი (15+5 პასი), კორვერი (10), ფაჩულია (8+10 მოხსნა).

ისევ ტრავმები

"ბოსტონ სელტიქსის" ბრაზილიელმა ლეგიონერმა ლეანდრო ბარბოზამ სერიოზული დაზიანება მიიღო “შარლოტთან” მატჩში. შეხვედრის შემდეგ სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბარბოზამ მუხლი დაიზიანა და ამ სეზონში მოედანზე ვეღარ დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ “კელტებს” ასევე ტრავმის გამო, სეზონის ბოლომდე გამოაკლდათ ძირითადი გამთამაშებელი რაჟონ რონდო.

მიმდინარე სეზონში ბარბოზამ 40 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 5.3 ქულა და 1.4 შედეგიანი პასი დააგროვა.

“ბრუკლინ ნეტსს” ერთი კვირით გამოაკლდა სასტარტო ხუთეულის გამთამაშებელი დერონ უილიამსი. რეგულარული ჩემპიონატის ორი მატჩის გარდა, დერონი გამოტოვებს “ყველა ვარსკვლავის მატჩს” და მოედანზე სწორედ "ვარსკვლავური უქმეების" შემდეგ დაბრუნდება. უილიამსი უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს “ინდიანასა” და “დენვერის” წინააღმდეგ.

წლევანდელ რეგულარულში უილიამსის საშუალო სტატისტიკა 16.7 ქულა და 7.6 პასია.

"ფილადელფის სიქსერზის" ცენტრი ენდრიუ ბაინუმი, სავარაუდოდ, ვერ დაბრუნდება მოედანზე თებერვალში, როგორც ამას წინასწარ ვარაუდობდნენ. კალათბურთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვარჯიშის დროს ისევ იგრძნო ტკივილი მუხლის არეში და უკვე ეჭვი ეპარება იმაში, რომ ამ თვეში შეძლებს "ფილადელფიას" რიგებში დებიუტს.

ამასთან, ბაინუმმა აღნიშნა, რომ აგრძელებს ვარჯიშებს და თუ ტრავმის რეციდივს არ ექნება ადგილი, ის მოახერხებს მიმდინარე სეზონში მოედანზე გასვლას.

გრეინჯერი მზად არის

"ინდიანა პეისერსის" ლიდერი, ფორვარდი დენი გრეინჯერი სრულად გამოჯანმრთელდა მუხლის ტრავმისგან და მზად არის დღეს "შარლოტ ბობკეტსის" წინააღმდეგ სათამაშოდ, - წერს სააგენტო AP.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ხუთ სეზონში "პეისერსის" საუკეთესო ბომბარიდირმა ჯერ კიდევ საწვრთნელი ბანაკის წინ დაიზიანა მუხლი და ოპერაცია გადაიტანა. თუმცა გამორიცხული არ არის, "ინდიანას" ხელმძღვანელობამ გადადოს ამ სეზონში გრეინჯერის დებიუტი და ის მოედანზე "ვარსკვლავური უქმეების" შემდეგ შეუშვას. როგორც იცით, "ყველა ვარსკვლავის მატჩი" 17 თებერვალს ჰიუსტონში გაიმართება.

კარგი ამბავი შეიტყო "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მძიმე ფორვარდმა პაუ გასოლმა - მას მარჯვენა ტერფის სამკურნალოდ ოპერაცია არ ესაჭიროება. გუშინ, ესპანელი კალათბურთელი დაესწრო თავისი გუნდის ვარჯიშს, თუმცა ყავარჯნების დახმარებით მოძრაობდა.

შეგახსენებთ, რომ ექიმების პროგნოზით, გასოლი მოედანზე ორი თვის შემდეგ დაბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კალათბურთი. NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა