მოსკოვში 12 თებერვალს დაიწყო "აეროფლოტი-2013", რომლის საერთო საპრიზო ფონდია 150.000 ამერიკული დოლარი

მოსკოვში 12 თებერვალს დაიწყო ტრადიციული საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი "აეროფლოტი-2013", რომლის საერთო საპრიზო ფონდია 150.000 ამერიკული დოლარი.

როგორც გაუწყეთ, წლევანდელი შეჯიბრება, უწინდელი (კლასიკური ჭადრაკი) 11 ასპარეზობისგან განსხვავებით, შეზღუდული დროის ფორმატით გაიმართება.

რაპიდში (სწრაფი ჭადრაკი) თითოეულ მოთამაშეს პარტიისთვის ეძლევა 15 წუთი ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით. 299 მონაწილიდან შეირჩევა 32 საუკეთესო, რომელთაგან 15 თებერვალს ნოკაუტტურნირი რვა ფინალისტს გამოავლენს.

ისინი ორგანიზატორების მიერ მოწვეულ მაღალი რეიტინგის მქონე რვა დიდოსტატთან (შვიდის ვინაობა ცნობილია. ესენი არიან: რუსები - ალექსანდრ გრიშჩუკი, პიოტრ სვიდლერი, დმიტრი ანდრეიკინი, სერგეი კარიაკინი, იან ნეპომნიაშჩი, ჩინელი ვან ჰაო და აზერბაიჯანელი შაჰრიარ მამედიაროვი) ერთად მთავარი პრიზისთვის 16-17 თებერვალს იბრძოლებენ ნოკაუტსისტემით.

თითოეულ რაუნდში მეტოქეები ორ-ორ პარტიას ითამაშებენ. რაპიდში საპრიზო ფონდია 72.000 დოლარი. პირველი ადგილისთვის განკუთვნილია 16.000 დოლარი, მე-2 ადგილი - 10.000, მესამე-მეოთხე - 6000-6000, მეხუთე-მერვე - 3500-3500, მეცხრე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის - 2500-2500 დოლარი.

რაც შეეხება ბლიცს (თითოეული პარტიისთვის 3 წუთი + ყოველი სვლისთვის 2 წამი), 14 თებერვალს 9 შეწყვილებული ტური გაიმართება. საპრიზო ფონდია 50. 000 დოლარი (I ადგილი - 10. 000, II - 7.000, III - 5500, IV - 4000, V - 3500 დოლარი). სულ 30 ფულადი ჯილდო გაიცემა.

12 თებერვალს რაპიდში 4 ტური გაიმართა. მერვედფინალში მოსახვედრად იბრძვიან 2700-იანი კლუბის წევრები - გატა კამსკი (აშშ, 2760), ლორენ ფრესინე (საფრანგეთი, 2750), ანტონ კორობოვი (უკრაინა, 2733), ბაადურ ჯობავა (საქართველო, 2714), რუსტამ კასიმჟანოვი (უზბეკეთი, 2709); ასევე, ქალთა შორის ორ-ორგზის ევროპის ჩემპიონები - ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) და კატერინა ლაგნო (უკრაინა), ევროპის ჩემპიონები - ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი), ნატალია ჟუკოვა (უკრაინა) და სხვები.

ბაადურ ჯობავამ სტარტზე სერგეი კალუგინს სძლია, მეორეში კი ჰოვანეს გაბუზიანს დაუზავდა.

მესამე ტურში ილდარ იბრაგიმოვს მოუგო, მეოთხეში კი კირილ ბრიზგალინს შეუთანხმდა ყაიმზე.

ჩვენებურს 4 ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს. 4-4 ქულით კი ანტონ კორობოვი, პაველ ელიანოვი, რაუფ მამედოვი, სანან სიუგიროვი, ერნესტო იანარკიევი და სურია განული დაწინაურდნენ.

ანა გავაშელმა ორი პარტია წააგო, იური ბაკანოვს აჯობა, დიდოსტატ არტიომ ტიმოფეევს მშვიდობიანად დაშორდა და 1,5 ქულას მოუყარა თავი.

13 თებერვალს ხუთი ტურის პარტიები გაიმართება. ჯობავა მუსტაფა იილმაზს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად