ფინანსურ კრიზისში მყოფი "პოლონიას" ქართველი ფორვარდის ტრანსფერი 100 პროცენტით გადაწყვეტილია!
პოზნანის "ლეხი", ნიქოზიის "ჰაპოელი", სამარის "კრილია სოვეტოვი" - ეს ის გუნდებია, რომლებიც საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის "პოლონიას" თავდამსხმელს, ლადო დვალიშვილს იწვევდნენ.

მეტიც, ერთ-ერთი პოლონური ინტერნეტგამოცემა ირწმუნებოდა, რომ ქართველი თავდამსხმელი მოლაპარაკებას პოზნანის "ლეხთან" მართავდა, რაც მართალიც იყო, მაგრამ...

"ლადოს ახლა დავუკავშირდით და გვითხრა, რომ ვარშავის "ლეგიაში" ითამაშებს. ეს ასი პროცენტით გადაწყვეტილია, თუმცა, კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, "პოლონიას" პრეზიდენტის ჩასვლას ელის", - გვითხრეს 12 თებერვალს გვიან, დვალიშვილის ოჯახში.

ორიოდე დღის წინ თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე 26 წლის ქართველის გუნდთან ამხანაგურად ითამაშა, მაგრამ "პოლონიაში" დვალიშვილს არ უთამაშა. თურმე, მან და კიდევ 5-მა ფეხბურთელმა შეკრება პროტესტის ნიშნად დატოვეს - ლადოს 4 თვეა, ხელფასი არ აუღია.

"პოლონიას" პრეზიდენტი ირენეუშ კროლი ადვოკატს შეპირდა, რომ დავალიანებას 31 იანვრამდე დაფარავდა, შემდეგ ბოლო დღედ 6 თებერვალი დათქვა, მაგრამ სიტყვა კვლავ გატეხა.

ახლა დვალიშვილმა წერტილი დასვა და კლუბიდან წავიდა. მას მაშინვე დაუკავშირდნენ ზემოთ დასახელებული კლუბები, მაგრამ ყველაზე მეტად პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერის, ვარშავის "ლეგიას" ახალმა პრეზიდენტმა ბოგუსლავ ლესნოდორსკიმ იაქტიურა, რომელიც "პოლონიას" პრეზიდენტს, დვალიშვილის საფასურად, სხვა მოთამაშეების დავალიანების გასასტუმრებლად გარკვეულ თანხას სთავაზობს.

ტრანსფერს საბოლოოდ წერტილი უახლოეს დღეებში დაესმება. პოლონეთის ექსტრაკლასაში სეზონი 22 თებერვალს განახლდება.

პირველ წრეში "ლეგიამ" 33 ქულა დააგროვა, ჩემპიონატს ლიდერობს და "ლეხს" 4 ქულით უსწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა