"ზესტაფონმა" ანტალიურ შეკრებაზე ბოლო ტესტ-მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა - ბელორუსული "ტორპედო ბელაზი" 2:1 დაამარცხა
"ზესტაფონმა" ანტალიურ შეკრებაზე ბოლო ტესტ-მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა - ბელორუსული "ტორპედო ბელაზი" 2:1 დაამარცხა.

პირველ ტაიმში მეტოქეები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ, 67-ე წუთზე კი ფეროელთა ახალწვეულმა ლევან კუტალიამ მეტოქის მცველების შეცდომით ისარგებლა და თავისი გუნდი დააწინაურა.

88-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა იგორ იელიჩის გადაცემით ისარგებლა და "ზესტაფონის" უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

ერთადერთი, რაც ჟოდინოელებმა შეძლეს, მათი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელის, ბელორუსის ნაკრების წევრის, ვიაჩესლავ გლების მიერ გატანილი პრესტიჟის გოლია.

როგორც იცით, ფეროელთა თავკაცმა კახა კაჭარავამ უარი თქვა სერბ მცველ ივიცა მილუტინოვიჩსა და სენეგალელ ნახევარმცველ პაპე დიაკიტეზე. სამაგიეროდ, "ზესტაფონში" კიდევ ორი ახალი უცხოელი ისინჯება - სიერალეონელი მარცხენა მცველი შერიფ სუმა და ბულგარელი საყრდენი დიმიტარ პეტკოვი.

"ზესტაფონის" შეკრება დასასრულს უახლოვდება. ქართული სეზონი 22 თებერვალს, სუპერთასისთვის მატჩით განახლდება, სადაც ერთმანეთს ჩემპიონი "ზესტაფონი" და თასის მფლობელი "დილა" დაუპირისპირდებიან.

ზესტაფონი-ტორპ. (ბელორუსი) 2:1

1:0 კუტალია (67), 2:0 ჭანტურიშვილი (88), 2:1 ვ. გლები (90)

ზესტაფონი: რ. კვასხვაძე (46. მეშველიანი), თ. ღონღაძე, თორ. გრიგალაშვილი, კაჭკაჭიშვილი (46. გაგოშიძე), სუმა (88. ჭანკოტაძე), ბენაშვილი (46. რეკრუკი), იელიჩი, პეტკოვი, ბაბუნაშვილი (46. ენდელაძე), აფციაური (46. სამუშია), კუტალია (80. ჭანტურიშვილი)

ტორპედო ბელაზი: ჩასნოვსკი, ჩელიადინსკი, იერგანი, პროკოპჩიკი, იაროსლავსკი, სელიავა, მაროვი, პლატონოვი, მენდი, იგნატენკო, სუჩკოვი

შეცვლაზე შევიდნენ: სტეპანოვი, ლევიცკი, შჩეგრიკოვიჩი, კოზლოვი, კარშაკევიჩი, ვასკოვი, პლატონოვი, ჩერედნიჩენკო, იაცკევიჩი, ვ. გლები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე