საქართველოს ნაკრებისა და მარიუპოლის "ილიჩევეცის" ფეხბურთელს 12 თებერვალს 21 წელი შეუსრულდა
საქართველოს ნაკრებისა და მარიუპოლის "ილიჩევეცის" ფეხბურთელს თორნიკე ოქრიაშვილს 12 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა - 21 წელი შეუსრულდა, თუმცა იუბილეს საკადრისად აღსანიშნავად სად ეცალა - უკრაინულ გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზეა და სეზონისთვის მთელი მონდომებით ემზადება.

თორნიკეს "ილიჩევეცის" სამწვრთნელო შტაბმა, თანაგუნდელებმა და კლუბის წევრებმა დაბადების დღე კი მიულოცეს. იუბილარი არც უკრაინული კლუბის ოფიციალურ საიტს დაავიწყდა და იმ დღის განწყობაზე, მიმდინარე შეკრებასა და საქართველოს ნაკრებზე ესაუბრა.

თორნიკე ოქრიაშვილი:

"როდესაც საკუთარ დაბადების დღეს ზედიზედ მეოთხე წელი საწვრთნელ შეკრებაზე ატარებ, რომელ სადღესასწაულო განწყობაზეა საუბარი (ეღიმება)?!

სერიოზულად კი გეტყვით, რომ ისეთ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც საფუძველი ეყრება მთელი წლის მანძილზე გასაყოლ ფიზიკურ ფორმას, დროსტარებისა და გართობის დრო არაა. სერიოზული მუშაობაა საჭირო...

დაბადების დღე პირველმა საშა ჩიჟოვმა ("ილიჩევეცის" მცველი) მომილოცა. შემოვიდა ოთახში და ჩემი მეზობლის, დავით თარგამაძის გასაკვირად, ყველაფერი საუკეთესო მისურვა. დავითმა კი დაიჩივლა, რომ თარიღები აერია - არ ახსოვდა, რომ 12 რიცხვი იყო.

უამრავი სატელეფონო ზარი იყო, მაგრამ რადგან იმ დღეს ორი ვარჯიში გვქონდა, ვერაფრით შევძელი ყველასთვის მეპასუხა.

მოლოცვები საქართველოდან მივიღე, სადაც დიდი ხანია, დაბადების დღე აღარ ამიღნიშნავს. რა ჩვეულება გვაქვს ამ დღესთან დაკავშირებით ქართველებს? ჩვენთანაც ყველაფერი ისეა ხოლმე, როგორც თქვენთან, უკრაინაში, ოღონდ სუფრაზე არყის ნაცვლად ღვინო გვიდგას (ეღიმება).

ბავშვობაში ბევრი დასამახსოვრებელი დაბადების დღე მქონდა, მაგრამ ყველაზე მეტად 8 წლის იუბილე მახსენდება. საქმე ისაა, რომ იმ დღეს ნიუ იორკში ვიყავი, სადაც დედასთან ერთად ნახევარი წელი გავატარე. საჩუქრებიდან ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, როგორც მომავალი ფეხბურთელისთვის, პირველი ნამდვილი ბურთი იყო.

საერთოდ კი, საჩუქრების სხვებისთვის კეთება უფრო მიყვარს. აი, მაგალითად, ამ ახალ წელს მეუღლეს BMW X5-ის გასაღები მივართვი.

შეკრების პირველი ორი დღე იოლი არ იყო. დატვირთვებმა, რა თქმა უნდა, იკლო და რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია, ბურთით ვარჯიში დავიწყეთ. მარათონული რბოლები კი უკვე დავივიწყეთ, როგორც საშინელი სიზმარი (ეღიმება).

13 თებერვალს საკონტროლო მატჩი გვაქვს (პოლონურ "გურნიკთან"). შეკრებაზე ყველაზე კარგი სწორედ თამაშის დღეა. რომელ პოზიციაზე მათამაშებენ მწვრთნელები, ჯერ კიდევ არ ვიცი, მაგრამ ვინაიდან საკონტროლო მატჩებში მრავალ ექსპერიმენტს ვატარებთ, ყველაფერია მოსალოდნელი.

საერთოდ კი, ყველაზე კომფორტულად თავს "თავდამსხმელების უკან" პოზიციაზე ან მარცხენა ფლანგზე ვგრძნობ.

სხვათა შორის, საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩში სწორედაც რომ მარცხნივ ვითამაშე, მარჯვნივ – დავით თარგამაძე იყო. ალბანეთთან მეორე ტაიმში შევედი, გავაკეთე საგოლე გადაცემა. ჩვენ მოვიგეთ. ასე რომ, მე და თარგამაძე კარგი განწყობით დავბრუნდით.

ალბანეთთან თამაში კი რთული გამოდგა. მოედანი საშინელ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ამისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო. ალბათ, მარტში მეტწილად ასეთ გაზონებზე მოგვიწევს თამაში.

შეძლებს თუ არა საქართველო ჯგუფიდან გასვლას? მოდით, რეალურად შევხედოთ ყველაფერს. ჩვენ პატრიოტები ვართ და ყველას ძალიანაც გვინდა ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრება, მაგრამ როგორ გინდა ამ მიზანს მიაღწიო, როდესაც მეტოქეებად ესპანეთი და საფრანგეთი გყავს? მესამე ადგილი ჩვენთვის დიდი წარმატება იქნება.

რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრები დაიღალნენ თავიანთი ეროვნული გუნდის ხმაურიანი წარმატების მოლოდინში. ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელსაც პერსპექტივა აქვს. იმედია, მომავალ წილისყრაზე მაინც გაგვიმართლებს, ჩვენ კი ჩვენსას ვეცდებით.

ყველა შემთხვევაში, ყველა ჩვენგანმა კლუბებში კარგად უნდა ვიშრომოთ და შეძლებისდაგვარად მივიღოთ საერთაშორისო მატჩებში გამოცდილება.

ვფიქრობ, მარიუპოლის "ილიჩევეცში" ამის შესაძლებლობა უკვე დამდეგ შემოდგომაზე მექნება. მართალია, ამის მიღწევა ძნელი იქნება, მაგრამ ეს რეალურია. ბოლო-ბოლო, ამდენს ვმუშაობთ..."

ასევე იხილეთ:

რინატ ახმედოვი: ოქრიაშვილმა და თარგამაძემ "შახტარის" კარი ფეხით უნდა შეაღონ

"ილიჩევეცის" ყოფილი მწვრთნელი: დროა, თორნიკე ოქრიაშვილმა გუნდური თამაში ისწავლოს

ლილე
თოკაა ჩემო საყვარელო წარმატებებიი და ზუსტად ვიცი მიაღწეევ ,შენ ამას ნამდვილად იმსახურებ ძალიან გვიყვარხარ :*
lazare
zura, ბრავო, "მაგარი" ხარ. ახალგაზრდა კაცს გული უნდა გაუკეთო, აბა რა. ფაქტიურად დამწყებ ფეხბურთელს-ოქრის "ძალიან გამოადგება" შენი რჩევები. კიდევ ერთხელ "ბრავო" პატრიოტო გრუზინო. თორნიკეს კი წარმატებებს უსურვე, რასაც მართლა მაგრად მჯერა, რომ მიაღწევს.
zura
რომელ მესამე ადგილზე ლაპარაკობთ? სვარშიკებს დაემსგავსეთ უკვე......
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა