13 თებერვალს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა
13 თებერვალს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა, სადაც თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრთა წარმატებული გამოსვლა შეჯამდა თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე.

პრესკონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა 12 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაზეც, რომლის თანახმად, ლოზანაში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა ფარული კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება 2020 წლის ოლიმპიური თამაშებიდან ჭიდაობის სახეობების ამოღების თაობაზე.

სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციას, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძესთან, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელებთან და მოჭიდავეებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - თამაზ თევზაძე დაესწრო.

თამაზ თევზაძის განმარტებით, სეოკის (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) აღმასკომის გადაწყვეტილება ჭიდაობის სახეობების ოლიმპიური თამაშებიდან ამოღების შესახებ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან შესაძლოა განვმარტოთ, როგორც ერთგვარი გამაფრთხილებელი გზავნილი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) მისამართით ჭიდაობაში არსებული არაერთი პრობლემატური საკითხის (მათ შორის, წესების დახვეწის, სატელევიზიო პოლიტიკის სწორად წარმოების, კორუფციის აღმოფხვრის და სხვა) მოსაგვარებლად.

მინისტრის მოადგილის თქმით, ჭიდაობა, როგორც ერთ-ერთი უძველესი ოლიმპიური სახეობა და მით უმეტეს, საქართველოსათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მაღალი შედეგების მომტანი სპორტი, ნამდვილად არ იმსახურებს იმ სახეობებს შორის მოხვედრას, რომელთა ყოფნა-არყოფნის საკითხი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დასვა და უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისათვის, რათა ჭიდაობამ დააკმაყოფილოს ყველა სახის თანამედროვე მოთხოვნა და რაც მთავარია, ოლიმპიური მოძრაობის ყველანაირი სტანდარტი სამართლიანი სპორტის კუთხით.

თამაზ თევზაძის კომენტარს იზიარებს ლუკა კურტანიძეც. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ქართველ მოჭიდავეებს ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ არაერთი წარმატების მიღწევა შეუძლიათ, ჭიდაობის ამოღება ოლიმპიადიდან ქართულ სპორტს ნამდვილად დააზარალებს და ეს ყოველივე ასევე უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება სხვა არაერთი საჭიდაო ტრადიციების მქონე ქვეყნისათვის.

საბოლოო გადაწყვეტილებას ჭიდაობის სახეობების შესახებ ოლიმპიური თამაშებიდან ამოღების შესახებ 2013 წლის სექტემბერში არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში გასამართ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე მიიღებენ.

ამრიგად, სარისკო სპორტებს შორის მოხვედრილი ჭიდაობა შესაძლოა ოლიმპიადის მიღმა დარჩეს, მისი ადგილი კი გორგოლაჭებით სირბილმა, უშუმ, სოფტბოლი/ბეისბოლმა, სკვოშმა, კარატემ, სპორტულმა მეკლდეურობამ ან წყლის დაფებზე სრიალმა დაიკავოს.

პრესკონფერენციაზე ისაუბრეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა წარმატებაზე თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გამართულ იაშარ დოგუს სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე.

თურქეთში ქართველმა მოჭიდავეებმა ჯამში 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი მე-3 ადგილი დაიკავეს.

ტურნირის ჩემპიონები გახდნენ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (96 კგ), გიორგი ედიშერაშვილმა (55 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ხინჩეგაშვილმა ფინალში მონღოლ ენიამ ოჩირს სძლია, მარსაგიშვილმა - თურქ ჰაკი ჩეილანს აჯობა, ხოლო ოდიკაძემ - აზერბაიჯანის ნაკრების ტიტულოვანი წევრი, ევროპის 3-გზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების 2-გზის პრიზიორი ხეთაგ გაზიუმოვი დაამარცხა.

იაშარ დოგუს 41-ე მემორიალზე სულ 12 ქვეყნის 150-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ნაჩვენები შედეგი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების პირველი წარმატებაა ახალი მთავარი მწვრთნელის, ოლიმპიური ჩემპიონის - რევაზ მინდორაშვილის ხელმძღვანელობით.

msy.gov.ge

ასევე იხილეთ:

საქართველო ზარალდება - 2020 წლის ოლიმპიადაზე ჭიდაობა, ალბათ, არ იქნება!

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა