ლებრონ ჯეიმსი გახდა ერთადერთი მოთამაშე NBA-ს ისტორიაში, ვინც ზედიზედ ექვს მატჩში დააგროვა მინიმუმ 30 ქულა და რეალიზაციის პროცენტი 60-ზე მეტი ჰქონდა

გაუგებარი რამ დაემართა "ლოს ანჯელე ლეიკერსის" ლიდერს კობი ბრაიანტს. მან თავის 17-წლიან კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მატჩი ჩაატარა. NBA-ს ვარსკვლავის მოქმედებამ "ფინიქსის" წინააღმდეგ უინტერესო გახადა თავად ამ მატჩის საბოლოო შედეგი.

ლიგის ისტორიაში ხუთ საუკეთესო სნაიპერს შორის შემავალ კობის პირველ ტაიმში ერთხელაც არ უსვრია მეტოქის კალათის მიმართულებით! მესამე მეოთხედში მან ხუთი ტყორცნა შეასრულა და ვერცერთი ვერ ჩააგდო! საბოლოოდ, მთელი შეხვედრის განმავლობაში რვაჯერ ისროლა თამაშიდან, ერთი ჩააგდო და ოთხი ქულა დააგროვა (ამას ემატება 9 პასი, 5 მოხსნა და 8 შეცდომა). ბოლოს კობიმ უფრო ნაკლები ქულა 2001 წლის პირველ აპრილს დააგროვა. თუმცა ის მატჩი შეიძლება სათვალავში არც მივიღოთ, რადგან "ლეიკერსის" ცოცხალმა ლეგენდამ ტრავმის გამო მოედანზე მხოლოდ 11 წუთი გაატარა.

დღის მოულოდნელობა მოხდა სოლტ-ლეიკ-სიტიში, სადაც "ოკლაჰომა" იყო ჩასული. "იუტა" არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი და შინ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. უბრალოდ, მოულოდნელობა ის იყო, რომ ჩემპიონობის ერთ-ერთმა მთავარმა პრეტენდენტმა, რომელიც ბოლო დროს ფანტასტიკურ კალათბურთს აჩვენებს, "ჯაზთან" ოთხივე მეოთხედი წააგო.

სტუმრებს თავიდანვე არ წაუვიდათ საქმე. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ კევინ დურანტმა კარიერაში პირველად მიიღო არასპორტული ფოლი, კენდრიკ პერკინსმა კი არასპორტული და ტექნიკური ჯარიმა დაიმსახურა. ამან "თანდერის" თამაშს ნერვული ელფერი შესძინა.

გარდა ამისა, სტუმრებმა ცუდად ითამაშეს ფარქვეშ (ფავორიტმა საკუთარ ფარზე 16 მოხსნა ააღებინა მეტოქეს) და ბევრი შეცდომა დაუშვეს (სულ 20).

ბოლო მეოთხედს "ჯაზმენები" შვიდქულიანი უპირატესობით შეხვდნენ, თუმცა დასკვნითი 12-წუთეული 6:0 სპურტით გახსნეს, რამაც გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი.

ერთგვარად ისტორიული მატჩი გაიმართა მაიამიში. ჯერ ერთი, "ჰიტმა" კლუბის ისტორიაში მე-1000 გამარჯვება იზეიმა; გარდა ამისა, ლებრონ ჯეიმსი გახდა ერთადერთი მოთამაშე NBA-ს ისტორიაში, ვინც ზედიზედ ექვს მატჩში დააგროვა მინიმუმ 30 ქულა და რეალიზაციის პროცენტი 60-ზე მეტი ჰქონდა.

"პორტლენდის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ორჯერ შეძლო მატჩში ორნიშნა ჩამორჩენის გაბათილება, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა "დიდ ტრიოს". კრის ბოშმა, ლებრონმა და დუეინ უეიდმა ერთად 86 ქულა დააგროვეს. ამასთან, ჯეიმსსა და უეიდს სულ ცოტა დააკლდათ სამმაგ დუბლამდე.

ამ სამეულს სათადარიგოთა სკამიდან კარგად დაეხმარა რეი ალენი (14 ქულა დააგროვა), "ბლეიზერსს" კი თითქმის არანაირი სარგებელი არ ჰქონია საკუთარი რეზერვისტებისგან (12 ქულა).

დამიენ ლილარდმა ძალიან ძლიერი თამაში ჩაატარა და წელს 25-ჯერ დააგროვა მინიმუმ 20 ქულა, მაგრამ მის ბრწყინვალე მოქმედებასა და ლამარკუს ოლდრიჯის ეფექტურობას (13/20) მხარი ვერ აუბა ნიკოლა ბატუმმა, რომელმაც 40 წუთში მხოლოდ 5 ქულა მიითვალა.

საფინალო სირენამდე ოთხწუთნახევრით ადრე მეტიუზის სამქულიანით "პორტლენდი" ერთი ქულით გავიდა წინ და ამის შემდეგ სტუმრებს ფლორიდული ტორნადო დაატყდათ თავს.

"მაიამი" 16:2 გაიქცა და მოიგო ზედიზედ მეექვსე და ბოლო 13 მატჩში მე-11 შეხვედრა. "პორტლენდმა" კი ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა.

ტორონტო-დენვერი 109:108

28:21, 26:31, 28:26, 27:30

ტ: დეროზანი (22+8 მოხსნა), გეი (17+3 ჩაჭრა), ლუკასი (14), ლოური (11+10 პასი), ანდერსონი (10).

დ: ლოუსონი (29+9 პასი+3 ჩაჭრა), რენდოლფი (16+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ფარიდი (15+11 მოხსნა), მილერი (12+6 მოხსნა+5 პასი), კუფოსი (8+10 მოხსნა).

მაიამი-პორტლენდი 117:104

29:33, 29:26, 28:23, 31:22

მ: ბოში (32+11 მოხსნა), ჯეიმსი (30+9 პასი), უეიდი (24+9 მოხსნა+7 პასი), ალენი (14).

პ: ლილარდი (33), ოლდრიჯი (29), მეტიუზი (20).

მემფისი-საკრამენტო 108:101

26:25, 32:30, 26:18, 24:28

მ: გასოლი (24+12 მოხსნა), კონლი (22+7 პასი), ალენი (19+8 მოხსნა), რენდოლფი (13+9 მოხსნა).

ს: კაზინსი (23+7 მოხსნა+5 ჩაჭრა), ტ. ევანსი (20+7 მოხსნა), ტომპსონი (15+6 მოხსნა), ტორნტონი (15), ტომასი (11), ბრუქსი (10).

იუტა-ოკლაჰომა 109:94

28:26, 30:26, 28:27, 23:15

ი: ჯეფერსონი (23+7 მოხსნა), მილსეპი (18+10 მოხსნა+6 პასი), ფეივორსი (15), ბერქსი (13+5 მოხსნა), კეროლი (13+3 ჩაჭრა), ფოი (11).

ო: დურანტი (33+6 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), უესტბრუკი (22+5 პასი), ჯექსონი (12), იბაკა (10+7 დაფარება).

ლეიკერსი-ფინიქსი 91:85

30:22, 26:25, 9:24, 26:14

ლ: ჰოვარდი (19+18 მოხსნა), ჯეიმისონი (19+10 მოხსნა), უორლდ პისი (17+8 მოხსნა), კლარკი (11+3 ჩაჭრა), ნეში (10+8 პასი), ბრაიანტი (4+5 მოხსნა+9 პასი).

ფ: ბიზლი (18+5 მოხსნა), სკოლა (15+11 მოხსნა+4 ჩაჭრა), ტაკერი (13+5 პასი), ო'ნილი (12+13 მოხსნა+5 დაფარება), დადლი (10+5 მოხსნა).

გ. სტეიტი-ჰიუსტონი 107:116

34:30, 22:27, 23:31, 28:28

გ-ს: კარი (27+5 მოხსნა+6 პასი), ჯეკი (22+5 პასი), ტომპსონი (22), ლი (12+12 მოხსნა), ბოგუტი (6+12 მოხსნა).

ჰ: ჰარდენი (27+7 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), პარსონსი (21+8 მოხსნა+9 პასი), ლინი (14+10 პასი), აშიქი (13+15 მოხსნა), მორისი (12+7 მოხსნა), პატერსონი (12), დელფინო (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ბოსტონი შარლოტმა გააჩერა

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"